• გალერეების სია

    • იტალიური სკოლა 22 წლისაა

      2016 წელი - იტალიური სკოლის 20 წლის იუბილე
      • სიახლეები

            • ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის კვირეული

              26-30 ნოემბერს იტალიურ სკოლაში მიმდინარეობდა ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის კვირეული (კათედრის ხელმძღვანელი თინა მაჩაბელი).

              კვირეულის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა: მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, კონკურსი საბავშვო სიმღერებში, ვიქტორინა, პრეზენტაცია, დისკუსია თემაზე: ,,ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, მხიარული სტარტები, ტურნირი ჭადრაკში, გასვლითი ღონისძიება საკრავების მუზეუმში და სხვ. კვირეულმა სასიამოვნო და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.

            • იტალიელი სტუმრები

              იტალიასთან სასწავლო-გაცვლითი პროექტის ფარგლებში 10 ნოემბერს, სკოლას ეწვია ქ. ბორგომანეროს პიერო გობეტის სახელობის სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთან ვალენტინა ძანეტასთან ერთად. იტალიელი სტუმრები, ჩვეულებისამებრ წელსაც ქართველი თანატოლების ოჯახებში ცხოვრობდნენ.

              პროექტის ფარგლებში, გარდა სასკოლო-სასწავლო აქტივობებისა, პროგრამაში შედიოდა ექსკურსიები, გასართობი კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა. გამოსამშვიდობებელ საღამოზე, სკოლის კაფეტერიაში ჩვენმა სტუმრება მოაწყვეს იტალიური ვახშამი, მოამზადეს ნაციონალური კერძები. იტალიელმა მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს მასპინძელი მშობლებისადმი. ბავშვები ყოველთვის გულწრფელები არიან და ამოდენა სიყვარულის დამსახურება მარტივად არ ხდება.

          • "Libriamoci" შეუერთდა საერთაშორისო კითხვის დღეს
            • "Libriamoci" შეუერთდა საერთაშორისო კითხვის დღეს

              2018 წლის 25 ოქტომბერს, იტალიურ სკოლა,,ცისკრის“ ლიტერატურულ კაფე ,,Libriamoci“ უკვე მეოთხედ შეუერთდა საერთაშორისო კითხვის დღეს. შეხვედრა ალესანდრო დ'ავენიას წიგნს -,,რძესავით თეთრი და სისხლივით წითელს'' მიეძღვნა (თარგმნა და საზოგადოებისათვის გაცნობა). ალესანდრო დ'ავენია და მისი საოცარი სამყარო დიდი აღმოჩენაა ლიტერატურული კაფესათვის. მწერალი თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული, იტალიელი მასწავლებელია.

            • „ჯანსაღი ცხოვრების წესი“

              ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, იტალიურ სკოლაში დამკვიდრებული ტრადიცია გრძელდება. ყოველწლიურად I-XII კლასების მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად ორგანიზებულად გადიან ქალაქგარეთ, ბუნებაში.

              12 ოქტომბერს, სასკოლო პროექტის ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ რუსთავის ტყე-პარკს. ამ ულამაზეს გარემოში ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, შემეცნებითი-გასართობი აქტივობები.

            • გილოცათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

              ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს.

              განსაკუთრებით ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს.

              ძვირფასო მოსწავლეებო, სკოლის კედლებში გატარებული ყოველი დღე თქვენთვის სიხარულის, წარმატებისა და ბედნიერების მომნიჭებელი ყოფილიყოს.

              უკვე 22 წელია იტალიურ სკოლაში ვეგებებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, რომ ყოველ სასწავლო წელს ულევი წარმატება მოეტანოს თითოეული ჩვენთაგანისათვის.

      • პარტნიორები

        • ალბუსის სკოლა
        • საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი
        • YES Georgia
        • EVP / PEV
        • CISV-GEORGIA
        • Youth for Democracy
        • Georgian Model United Nations Association
        • SOCIETA` DANTE ALIGHIERI - დანტე ალიგიერის საზოგადოება
        • La vita è bella - ცხოვრება მშვენიერია