სასწავლო-გაცვლითი პროექტი იტალიასთან

      • 2018 წლის მარტი სასწავლო-გაცვლითი პროექტი იტალიასთან

      • 17.04.2018 12:24
      • 2018 წლის 3-21 მარტი
      • უკვე მეოცე წელია, სასწავლო-გაცვლითი პროექტის ფარგლებში, იტალიური სკოლის მოსწავლეთა დელეგაცია, ყოველ გაზაფხულზე  იტალიაში მიემგზავრება. მიმდინარე  წლის  3 მარტს, ჩვენი სკოლის მოსწავლეები, იტალიური ენის პედაგოგთან, მაია ბუხნიკაშვილთან ერთად გაემგზავრნენ იტალიაში, სადაც ბავშვები იტალიელი თანატოლების ოჯახებში ცხოვრობდნენ.

         

        იტალიური სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პრაქტიკა ქ. ვერბანიის რანცონის სახელობის და ქ. ბორგომანეროს პიერო გობეტის სახელობის  სკოლებში გაიარეს.

        სასწავლო-გაცვლითი პროექტის, კულტურული პროგრამის ფარგლებში, ქართველი  მოსწავლეები, იტალიელ თანატოლებთან ერთად მრავალ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ექსკურსიები სხვადასხვა ქალაქებში, გასართობი კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და სხვ.

         

         საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად იტალიელმა მასპინძლებმა ბორგომანეროს მერიაში  მოაწყვეს გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო, ქართული ნაციონალური ტანსაცმელი და ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები საქართველოს ხედებით, პროექტში სხვადასხვა წლებში მონაწილე ქართველი და იტალიელი მოსწავლეების სურათები.

         იტალიურ სკოლა ,,ცისკარსადა ქალაქ ბორგომანეროს პიერო გობეტის სკოლებს შორის, მიმდინარე სასწავლო-გაცვლითი პროექტის საიუბილეო კონცერტზე, ქართველმა მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ნაციონალური ცეკვები და სიმღერები.

         

        ქალაქ ბორგომანეროს საქალაქო გაზეთმა, სასწავლო-გაცვლითი პროექტის 20 წლისთავს საგანგებო სტატია მიუძღვნა: ’’Scuola Gobetti i georgiane insieme da vent'anni“.

            

           

      • უკან არტიკლების სიაში