იტალიური ენის კათედრის კვირეული
14-18 მაისს იტალიურ სკოლაში მიმდინარეობდა იტალიური ენის კათედრის კვირეული (კათედრის ხელმძღვანელი ქეთევან სიხარულიძე).
რომის დაბადების დღე
21 აპრილს ლიტერატურულ კაფე ,,Libriamoci’“-ის ფარგლებში, ,,Libriamoci’“-ის კლუბის წევრებმა რომის დაბადების დღე იზეიმეს. ,,ლიბრიამოჩი’’ სწორედ ის თავისუფალი სივრცეა ფანტაზიისათვის, სადაც იტალიური სკოლის მოსწავლეებს აქვს საკუთარი ნიჭის აღმოჩენის უნარი. კაფეს მუზებმა (II, VIII, IX კლასების მოსწავლეებმა) წარმოადგინეს კომპოზიცია ,,რომი იშვა გაზაფხულზე’’, ამ დღეს მოსწავლეები მხოლოდ პოეზიისა და მუსიკის ენით მეტყველებდნენ, წაიკითხეს საკუთარი ლექსებიც და თარგმანები.
ევროპის დღე
5 მაისს, რიყის პარკში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნებში მშვიდობისა და ერთიანობის ყოველწლიური დღესასწაული — ევროპის დღე აღინიშნა. იტალიის საელჩოს მიწვევით სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს იტალიური სკოლის მოსწავლეებმა ნიკა ესაკიასთან ერთად.
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული
23-27 აპრილს იტალიურ სკოლაში მიმდინაეობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული (კათედრის ხელმძღვანელი მაია ფირჩხაძე). კვირეულის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი, მოეწყო: მოსწავლეთა კონფერენცია, ვიქტორინა-კონკურსები, პრეზენტაციები და სხვა შემეცნებითი ღონისძიებები.