25 მაისი - ტრადიციული ბოლო ზარი
ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები;
მე-12 კლასელები წარსულს იხსენებენ;
უმცროსკლასელები ბოლო ზარზე ოცნებობენ;
თვალცრემლიანი მასწავლებლები გზას ულოცავენ ახალგაზრდებს, იღებენ სამახსოვრო ფოტოებს.
25 მაისი - ტრადიციული ბოლო ზარი
ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები;
მე-12 კლასელები წარსულს იხსენებენ;
უმცროსკლასელები ბოლო ზარზე ოცნებობენ;
თვალცრემლიანი მასწავლებლები გზას ულოცავენ ახალგაზრდებს, იღებენ სამახსოვრო ფოტოებს.
14-18 მაისს იტალიურ სკოლაში მიმდინარეობდა იტალიური ენის კათედრის კვირეული (კათედრის ხელმძღვანელი ქეთევან სიხარულიძე).
21 აპრილს ლიტერატურულ კაფე ,,Libriamoci’“-ის ფარგლებში, ,,Libriamoci’“-ის კლუბის წევრებმა რომის დაბადების დღე იზეიმეს. ,,ლიბრიამოჩი’’ სწორედ ის თავისუფალი სივრცეა ფანტაზიისათვის, სადაც იტალიური სკოლის მოსწავლეებს აქვს საკუთარი ნიჭის აღმოჩენის უნარი. კაფეს მუზებმა (II, VIII, IX კლასების მოსწავლეებმა) წარმოადგინეს კომპოზიცია ,,რომი იშვა გაზაფხულზე’’, ამ დღეს მოსწავლეები მხოლოდ პოეზიისა და მუსიკის ენით მეტყველებდნენ, წაიკითხეს საკუთარი ლექსებიც და თარგმანები.
5 მაისს, რიყის პარკში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნებში მშვიდობისა და ერთიანობის ყოველწლიური დღესასწაული — ევროპის დღე აღინიშნა. იტალიის საელჩოს მიწვევით სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს იტალიური სკოლის მოსწავლეებმა ნიკა ესაკიასთან ერთად.
23-27 აპრილს იტალიურ სკოლაში მიმდინაეობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული (კათედრის ხელმძღვანელი მაია ფირჩხაძე). კვირეულის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი, მოეწყო: მოსწავლეთა კონფერენცია, ვიქტორინა-კონკურსები, პრეზენტაციები და სხვა შემეცნებითი ღონისძიებები.
ვებ-გვერდის განახლების თარიღი - 28/02/2020
Powered by aSc EduPage