• "მწვანე არჩევანი"

          • მიმდინარე სასწავლო წელს ,სკოლის  საგნობრივი კათედრების თანამშრომლობით შეიქმნა ინტეგრირებული სასკოლო პროექტი  –  "მწვანე არჩევანი", ანუ ერთად ვიზრუნოთ, რომ 2022 წელს,  მეტმა ადამიანმა  გააკეთოს  მწვანე არჩევანი და  გალვანური ელემენტები ჩავანაცვლოთ ეფექტური ალტერნატივით და ნაგავში არ გადავყაროთ ერთჯერადი გამოყენების  ელემენტი.

            პროექტი ითვალისწინებს,  დავაფიქროთ სასკოლო საზოგადოება და ვიდრე თითოეული მათგანი გამოყენებულ ელემენტს ნაგვის ურნაში ჩააგდებს,  საკუთარ თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვას: ამ ქმედებით გარემოს ზიანს ხომ არ ვაყენებ? რადგან, როგორც ცნობილია ერთჯერადი გამოყენების  ელემენტი საკმაოდ სახიფათო ნარჩენია…

            აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლის V-VII კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგის, შორენა მერაბიშვილის მხარდაჭერით, გალვანური ელემენტების შესახებ მოიძიეს მეტი ინფორმაცია, შექმნეს პოსტერები და წარადგინეს პრეზენტაციები, რის შედეგადაც გაიზარდა მოსწავლეთა ცნობიერების დონე ელემენტების მავნებლობის შესახებ.

            სასკოლო პროექტის მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ - სასკოლო საზოგადოების ეკოცნობიერების გაზრდა, მათი ინფორმირება გარემოსდაცვითი კუთხით და მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში.

          • "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"

          • 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომლის მთავარი სლოგანიცაა "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"

            გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლიდან 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ორგანიზაციის ინიციატივით, “უთვალავი წინდის" ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა იმართება.

            ეს აქტივობები მიმართულია საზოგადოების ინფორმირებულობის, ცნობიერების ამაღლებისა და მხარდაჭერისაკენ.

            იტალიური სკოლაც შეუერთდა სოლიდარობის გლობალურ აქციას- სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ჩართულობით ( პედაგოგი ცისია სუხიაშვილი) სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია.

            მათ ისაუბრეს სინდრომის მიზეზებსა და შედეგებზე. ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია მოზარდ თაობაში  პოზიტიურად გაიზარდოს  მიმღებლობა ამ პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა აზრთა ურთიერთ გაზიარება.

          • პირველი შეხვედრა "ლიტერატურულ კლუბში"

          • ახალ დაარსებულ "ლიტერატურულ კლუბში" დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის პირველი შეხვედრა  გაიმართა. ლიტერატურული კლუბის მთავარი მიზანი  სკოლის  ყველაზე პატარა მოსწავლეებში  კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და  მათთვის  წიგნთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი უნარჩვევების  განვითარებაა.

            პატარები ინტერაქციულად იქნებიან  ჩართულები,ექნებათ შემოქმედებითი სახის დავალებები და  აზრის  გამოხატვის  საშუალება.

            ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი,ამავე სკოლის  პედაგოგი, მრავალი პროექტისა და მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი,მწერალი ინგა თეთრაძეა.

            პირველ  შეხვედრაზე,ქალბატონმა ინგამ თავისი წიგნის  ,,რატომელას" შესახებ  ისაუბრა.წიგნის მთავარი პერსონაჟი,კლუბის მსმენელებივით ბეჯითი და  შრომისმოყვარე,ცნობის მოყვარე და  ცელქი  ბიჭია.ბავშვები გულისყურითა და  დიდი ინტერესით უსმენდნენ მათი  თანატოლი ,,რატომელას" თავგადასავალს და  ქალბატონ ინგას  გასაოცარ თხრობას,რომელიც მთელი მონდომებითა და  სიყვარულით ცდილობდა ბავშვებს ემოგზაურათ ,,რატომელას" საინტერესო,უცნაური თავგადასავლებით სავსე  სამყაროში,სადაც მთავარი კითხვებია:რა?სად?როდის?როგორ და რაც მთავარია რატომ ხდება?

            ბავშვები ხალისითა და  მონდომებით  ჩაერთვნენ კითხვის დასრულების შემდეგ აქტივობებში.დამსწრეთა უმრავლესობას მთელი წიგნი  წაკითხული ჰქონდა,ამიტომ სიხარულით  ყვებოდნენ თავის ემოციებს,იმ მნიშვნელოვან რჩევებსა  და გზავნილებზე,რაც ამ წიგნიდან მიიღეს. ქალბატონი ინგა კი, ბავშვივით ხარობდა,რომ წიგნის  ენით გადმოცემული მისი სათქმელი და მნიშვნელოვანი გზავნილები ბავშვებს ზუსტად და  სწორად  ესმოდათ.

          • ლიდერობა

          • 15 მარტს, იტალიურ სკოლაში დაიწყო სასერტიფიკატო კურსი "ლიდერობა", რომელიც ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას, პროექტების პრეზენტაციას.

            კურსის მიზნები მოიცავს ლიდერული უნარ-ჩვევების პრაქტიკის სწავლებას მსმენელებისთბის. ასევე, დროის, იმიჯის, სხეულის ენისა და ურთიერთობის მართვის მეთოდოლოგიის სწავლებას.

            კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:

            • ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავებას;
            • ინდივიდუალური განვითარების გეგმის ფორმირებას;
            • დროის, იმიჯის, სხეულის ენის მართვის სტრატეგიის შემუშავებას;
            • სტრესების, კონფლიქტების მართვის საბაზისო უნარების გამომუშავებას;
            • საქმიანი ურთიერთობების სტრატეგიის შემუშავებას;

            კურსს უძღვება თავად ავტორი - ეკატერინე გულუა, ეკონომიკის დოქტორი, ადამიანური პოტენციალის მართვის ლაბორატორიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ–პროფესორი.

          • არა ომს

          • დაე,დედებმა უკითხონ და აკითხონ შვილებს ჯანი როდარი და ომის გამჩაღებლები აღარ იარსებებენ ამ ქვეყნად!!!

            Che,le mamme legano e fanno leggere ai figli Gianni Rodari e non ci sarebbero più nel mondo ispiratori delle guerre!!!

            გახსოვდეს მუდამ

                                         ჯანი როდარი

            არსებობს რაღაც ყოველდღე საკეთებელი:

            დაბანა, სწავლა, თამაში, ჭამა.

            არსებობს რაღაც ღამით საკეთებელი:

            თვალის დახუჭვა, ყურის დახშობა, დაძინება და სიზმრად ქცევა.

            არსებობს, თუმც რაღაც არასოდეს საკეთებელი,

            არც დღე, არც ღამე,

            არც ზღვად, არც მიწად,

            ეს არის ომი, მაგალითად!!!

             

                                                                                                                                   

             

            Promemoria 

                                            Gianni Rodari

            Ci sono cose da fare ogni giorno:

            lavarsi,studiare,giocare

            preparare la tavola,

            a mezzogiorno.

            Ci sono cose da fare di notte:

            chiudere gli occhi,dormire,

            avere sogni da sognare,

            orecchie per non sentire.

            Ci sono cose da non  fare mai

            ne di giorno ne di notte,

            Ne per mare ne per terra:

            per esempio, la guerra

          • ცოცხალი ტყუილი

          • ,,ცოცხალი ტყუილი"- ეს იყო  V კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კლუბში მორიგი შეხვედრის თემა.

            ლიტერატურისთვის ცნობილ თხრობის ამგვარ ხერხს ბავშვები უპირველესად ქართული ხალხური პოეზიის  ნიმუშებით გაეცნენ,შემდეგ მოისმინეს ,,მსოფლიოში ყველაზე მართალ კაცად" ცნობილი ,,ბარონ მიუნჰაუზენის ამბებს", წაიკითხეს რამდენიმე მოთხრობა ე. რასპეს წიგნიდან ,,მიუნჰაუზენის თავგადასავალი".

            კლუბის წევრებისთვის საინტერესო  და მოულოდნელი აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას მოთხრობის ,,ცრუპენტელა აღმზრდელის" პერსონაჟის მიერ ასეთივე გასაოცარი  ფანტაზიით შეთხზული ამბები.

            რამდენიმე ეპიზოდი  თავად ბავშვებმა  წაიკითხეს  და  ისაუბრეს იმაზე, თუ რა კვებავს,ზოგადად ადამიანის ფანტაზიას,რატომ თხზავს ადამიანი ამგვარ დაუჯერებელ,თუმცა, მკითხველისთვის ძალზე სახალისო ამბებს.

            მომავალი შეხვედრისთვის მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ  საკუთარი ესეისტური ჩანახატები ე.რასპესა და  ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების განმასხვავებელი ნიშნების შესახებ.

          • საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები

          • 1 მარტს, იტალიურ სკოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულმა და ევროპისმცოდნეობის მაგისტრანტმა ნიკა  კრაწაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა სკოლის IX,X,XI კლასის მოსწავლეებთან  საერთაშორისო განათლებასა და გაცვლით პროგრამებზე.

            განხილული იყო ERASMUS+,FLEX,UGRAD და უცხოეთში სწავლისა და  მოხალისეობრივი საქმიანობის სხვა შესაძლებლობები

            მომხსენებლმა მოსწავლეებს გერმანიისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში ERASMUS+ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება გაუზიარა და განათლების უცხოეთში მისაღებად განკუთვნილ კონკურსებში  წარმატებული მონაწილეობისთვის  რეკომენდაციები მისცა

          • ახალი თაობა ლიტერატურულ კლუბში

          • იტალიური სკოლის ლიტერატურულ კლუბს II -III კლასის მოსწავლეები შემოუერთდნენ, რომელსაც უხელმძღვანელებს სკოლის პედაგოგი, მრავალი პროექტის და მეთოდური სახელმძღვანელოს  ავტორი, მწერალი  ინგა თეთრაძე.

             

            კლუბის ფარგლებში გაერთიანება ხელს  უწყობს მოსწავლეთა  თვალსაწიერის გაფართოებას, ლიტერატურისა და წიგნის  სიყვარულს, კრეატიული აზროვნების განვითარებას

            15 მარტს შედგება პატარების პირველი სტუმრობა ლიტერატურულ კლუბში.

          • ISO სერტიფიკატი

          • იტალიური სკოლა ულოცავს სასკოლო საზოგადოებას ISO ხარისხის მართვის რესერტიფიცირების აუდიტის წარმატებით გავლას და მომდევნო 3 წლით სერტიფიკაციის გაგრძელებას.

            ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ მთელ სასკოლო გუნდს პროფესიონალიზმის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის -გარე აუდიტთან ქალბატონ ჯავიდან მალიკოვასთან (Intertek Int. წარმომადგენელთან.)

            ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტია და ამ სერტიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, როგორც საგანმანათლებლო, ისე მენეჯმენტის კუთხით

             

          • "ლიბრიამოჩი"-ს 4 წელი შეუსრულდა

          • 4 ნოემბერს,ლიტერატურულ კაფეს ,,ლიბრიამოჩი"-ს 4 წელი შეუსრულდა.

            ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში ერთმანეთს შეხვდნენ პირველი და ახალი თაობის მოსწავლეები.

            სკოლის დირექტორმა, ქ-ნ მაია ლაგვილავამ, რომლის  წყალობითაც  შეიქმნა  ეს  შემოქმედებითი სივრცე, მოსწავლეებს მიულოცა  4  წლის  იუბილე

          • Oikos Tbilisi

          • ხუთშაბათს, 28 ოქტომბერს, oikos Tbilisi  იტალიური სკოლა ცისკარი - Italian School Tsiskari-ის IX-X-XI კლასის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობიერების ამაღლებას მდგრადი განვითარების მიმართულებით.

            მოსწავლეებმა შეიტყვეს oikos International-ისა და oikos Tbilisi-ს საქმიანობის შესახებ, იმსჯელეს ეკონომიკაში, საზოგადოებასა და ეკოლოგიაში არსებულ გამოწვევებზე, შეხვედრის ბოლოს კი ითამაშეს “GoGoals”, რომლის საშუალებითაც უკეთ გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებს.

            იტალიურ სკოლა “ცისკარი”  მადლობას უხდის  oikos Tbilisi  თანამშრომლობისათვის და შეხვედრის თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისათვის

          • დიდებული პომპეი

          • 2021 წლის 28 და 29  ოქტომბერს, იტალიური სკოლის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში,სადაც შესაძლებლობა  ჰქონდათ ენახათ  გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი", რომელზეც წარმოდგენილი არის არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.

            გამოფენა, რომელიც საქართველოს პირველად სტუმრობს, ივლისის თვეში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა, ახლა კი თბილისის შუაგულში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გადმოინაცვლა.

            ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს, გაეცნოს ორი ათასი წლის წინ მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ანტიკური ქალაქის ყოფასა და ყოველდღიურობას. გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ორნამენტები, არქიტექტურული დეკორი, სკულპტურები და ფრესკები, რომლებიც ოდესღაც ანტიკური ქალაქის სახლების კედლებს ამშვენებდა, ასევე, ძვირფასი სამკაულები და ახ. წ. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის ფიგურები.

            ექსპოზიცია, რომლის კურატორი პომპეის არქეოლოგიური პარკია, საქართველოში ტარდება იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და იტალიურ კომპანია "Glocal Project Consulting"-სთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია იმ საგამოფენო ინიციატივების გაგრძელებაა, რომლებიც უკანასკნელ წლებში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა და უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია: ეს გამოფენები 250.000 დამთვალიერებელმა მოინახულა.

          • სასწავლო წლის დაწყება

          • ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გილოცავთ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ სასკოლო სივრცეში სასწავლო პროცესის დაწყებას.

            საიუბილეო, სკოლის დაარსების  25-ე  სასწავლო წელს  განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენი სკოლის საერთაშორისო სწავლების იტალიური  სექტორის გამოსაშვები ჯგუფის მოსწავლეებსა და პირველკლასელებს.

            დღეს სკოლას ესტუმრა   იტალიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ბატონი ენრიკო ვალვო,ბატონმა ელჩმა მოსწავლეებს მიულოცა  წლევანდელი საიუბილეო წელი და წარმატებები უსურვა.

            სკოლაში პირველკლასელებისთვის, ტრადიციულად გაიმართა  საგანგებო ზეიმი. სკოლის კედლებს დაუბრუნდა სიცოცხლე და მოსწავლეთა ჟრიამული.

            სასწავლო პროცესი გაგრძელდება  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან, დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ იტალიური სკოლის თანამშრომელთა 90%-ზე მეტი  და მოსწავლეთა მშობლების 80%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია.

          • მომავლის პროფესიების სწავლება

          • დღეს,21 ივლისს,იტალიურ სკოლას  და  ,,ფიუჩერ ლაბორატორის"   შორის  გაფორმდა  ხელშეკრულება,რომელიც ითვალისწინებს  მომავლის პროფესიების სწავლების დანერგვას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას სკოლის ბაზაზე.

            ხელშეკრულების  ფარგლებში  ახალი სასწავლო წლიდან მოხდება ისეთი მიმართულებების სწავლების დაწყება, როგორიც არის: 123D Design-ის/Tinkerkad-ის პროგრამაში 3D მოდელირების სწავლება, Mbot-ის კონსტრუქტორის აწყობისა და მისი დაპროგრამების სწავლება, მიკროელექტრონიკა Arduino-სა და სენსორების გამოყენებით, ვიზუალური პროგრამირება Scratch-ის პროგრამული ენის გამოყენებით, ინტერიერის დიზაინისა და 2D გეგმების შექმნა.

            მემორანდუმს  ხელი მოაწერეს იტალიური სკოლის  დირექტორმა ქ-ნ მაია ლაგვილავამ და შპს. ,,ფიუჩერ ლაბორატორის" გენერალურმა დირექრორმა ბ-ნ ირაკლი ქაშიბაძემ.

          • საზაფხულო ბანაკი

          • იტალიური სკოლის  მოსწავლეების დაუვიწყარი და საინტერესო დღეები  ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში!

            პროგრამა ითვალისწინებს შემეცნებით,გასართობ და  სპორტულ აქტივობებს,სახალისო გაკვეთილებს ინგლისურ ენაში,ლაშქრობებს და  პიკნიკების მოწყობას მიმდებარე  ტერიტორიაზე.

            ბანაკი 2021,  ბაკურიანი!

        • რეგისტრაციის მსურველთა საყურადღებოდ!
          • რეგისტრაციის მსურველთა საყურადღებოდ!

          • იტალიური სკოლის საერთაშორისო (ბილინგვურ ქართულ-იტალიურ) სექტორზე 2021-22 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მიღება დასრულებულია. ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ ქართულ სექტორზე და გახდეთ იტალიური სკოლის დიდი ოჯახის წევრი, სადაც თქვენ გელით:

            1. უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო;

            2. მოსწავლეზე ორიენტირებული ხარისხიანი განათლება;

            3. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისად მართული სასწავლო პროცესი დაფუძნებული ინოვაციური, ინტერაქტიული და პროექტული სწავლების (PBL) მეთოდოლოგიაზე:

            4. გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლება (FCE, SAT, IELTS, TOEF)

            5. მეორე უცხოური ენა - იტალიური;

            6. მათემატიკის გაძლიერებული სწავლება ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავების მიზნით;

            7. STEM საგნების გაძლიერებული სწავლება;

            8. საშაბათო სკოლა და საკონსულტაციო მომსახურება.

            ქართველ და უცხოელ პედაგოგთა მიერ, ინტენსიურად მიმდინარეობს, სააბიტურო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა მომზადება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობით. მოსწავლეებს საშუალება აქვთ დამატებით ინგლისურ ენაზე შეისწავლონ ეკონომიკისა და მეწარმეობის საფუძვლები, ბიზნეს უნარ-ჩვევები, ასევე მსოფლიო ლიტერატურის შედევრები, რუსული, ფრანგული და გერმანული ენები.

            ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

            მოსწავლეთა მიღება ხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

            დასარეგისტრირებლად გადადით შემდეგ ბმულზე.

            დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 10:00-დან 15:00 სთ-მდე ტელეფონის ნომერზე 2351825 და /ან მოგვწერეთ ელქტრონულ ფოსტაზე info@italianschool.ge 

            წარმატებას გისურვებთ!

          • 2 ივნისი - იტალიის რესპუბლიკის დაბადების დღე

          • სკოლა ,,ცისკარი" გამოხატავს ერთგულებას და სიყვარულს იტალიის ქვეყნის მიმართ, ნეტარი მიწისთვის, რომელმაც შექმნა უდიდესი კულტურა და სილამაზე მთელი მსოფლიოსთვის.რესპუბლიკის დღეს უსურვებს ბედნიერ მომავალს და განახლებულ სიცოცხლეს ყოველგვარი დაავადების გარეშე. გაუმარჯოს იტალიას!

            ვიდეო 1      ვიდეო 2

            La scuola ,,Tsiskari" esprime gran affetto verso l'Italia,la Terra Benedetta che creò immensa Bellezza e grande Cultura per tutto il mondo e per la Festa della Repubblica le augura il bel Futuro e che riprenda più pressto possibile la Vita libera da ogni malanno!Evviva l'Italia!!!

          • 21 აპრილი რომის დაბადების დღეა

          • ეს დღე იტალიურ სკოლაში ყოველწლიურად დიდი ზეიმით აღინიშნება.  არც ეს წელი აღმოჩნდა გამონაკლისი.

            ამჯერად, ნაცვლად დიდი თავყრილობისა, უმცროსკლასელებმა ორიგინალური ფორმა მოძებნეს, ფერადი ბუშტებით ხელში,  ყველა კლასში შეიარეს  და შეეცადნენ ლექსით,  სიმღერით და ბლიც-ვიქტორინით მოსწავლეებისთვის ფიქრები აეშალათ, რათა კიდევ ერთხელ გაეთავისებინათ, თუ რა  დიდებული ქვეყნის ენას სწავლობენ...

            ნათქვამია: ,,ყველა გზა რომისკენ მიდისო". დაე, იტალიური სკოლის  მოსწავლეებისთვის კეთილი იყოს ეს სავალი გზა!

            სკოლაში შემოსვლისთანავე თვალსა და გულს ახარებდა, რომის 2774 წლისთავისადმი მიძღვნილი, ხელოვნების პედაგოგის ეკა მელქაძის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა  ნახატების გამოფენა.

            21 აპრილს, მე-2 კლასის მოსწავლის,  ნატალი ჩხეტიანის დაბადების დღეც არის, იმდენად დიდია ნატალის  სიყვარული იტალიური ენის მიმართ, რომ ეს დიდი  სიყვარული იტალიასა და საქართველოს შორის, ნამდვილად ცოცხალ ხიდად იქცევა.