იტალიური სკოლა

იტალიურმა სკოლამ რომის Liceo Scientifico Statale Augusto Righi-ს დელეგაციას უმასპინძლა
6

ჩვენს სკოლას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ რომის Liceo Scientifico Statale Augusto Righi-ის 11 მოსწავლე, დირექტორი და პედაგოგები. ვიზიტი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით და შთამბეჭდავი აქტივობებით, რაც მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახდა.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და საგანმანათლებლო გარემოს შესახებ. გაიმართა სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებას.

განათლება, რომელიც მომავალს ქმნის
ხარისხიანი განათლება, პროფესიონალი პედაგოგები და დაცული, ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო — ეს არის საფუძველი, რომელზეც ყალიბდება თავდაჯერებული და წარმატებული მომავალი.

იტალიური სკოლა — განათლება, რომელიც მომავალს ქმნის.

Un'istruzione di qualità, insegnanti preparati e un ambiente sicuro e ricco di valori: queste sono le fondamenta per costruire un futuro sereno e di successo.

Scuola italiana: l'istruzione che crea il futuro.

გზა წარმატებისკენ
გზა წარმატებისკენ - ჩვენი მოსწავლეები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას

La strada verso il successo - i nostri studenti continuano i loro studi nelle principali università europee

სკოლის ლიდერთა კლუბი
გაიცანით იტალიური სკოლის ლიდერთა კლუბი

ნატალია ჯინჭარაძე, სოფი მელუა და სალომე ნადირაძე გვიყვებიან, რატომ აირჩიეს ლიდერთა კლუბი, რა უნარები შეიძინეს და როგორ ცვლიან სკოლის ცხოვრებას ყოველდღე.

Vi presentiamo il Club dei Leader della Scuola Italiana

Natalia Jinchharadze, Sofi Melua e Salome Nadiradze raccontano perché hanno scelto il Club dei Leader, quali competenze hanno sviluppato e come contribuiscono ogni giorno alla vita della scuola.

პირველკლასელთა მიღება 2026-2027
✨ იტალიურ სკოლაში პირველკლასელთა მიღება 2026–2027 სასწავლო წლისთვის უკვე დაიწყო!

🏫 ISO 9001:2015 სერტიფიცირებული სკოლა, რომელიც უკვე 29 წელია უზრუნველყოფს სტაბილურ, ხარისხიან და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს.

ჩვენ გვწამს, რომ პირველკლასელის სასკოლო გზა უნდა იწყებოდეს სითბოთი, პროფესიონალთა მხარდაჭერით და ისეთი გარემოთი, სადაც თითოეული ბავშვი საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს აღმოაჩენს.

🎨 🤹‍♂ მრავალმხრივი განვითარების ხელშესაწყობად სკოლა გთავაზობთ კლუბებს, წრეებს, შემოქმედებით და არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს.

პროექტი „Tbilisi Model United Nations 2025 – Autumn Sessions“
სკოლის IX–X კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში:  „Tbilisi Model United Nations 2025 – Autumn Sessions“.

🗣️ სამდღიანი სესიის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთვნენ საკომიტეტო მუშაობაში, გაეცნენ გაეროს მუშაობის პრინციპებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს, მონაწილეობდნენ ფორმალურ და არაფორმალურ მოლაპარაკებებში და სესიის ბოლოს გენერალურ ასამბლეაზე წარადგინეს საკუთარი სარეზოლუციო პროექტები.

🎓 სესიის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

ესმა მანია სტუმრად იტალიურ სკოლაში
📚✨ ლიტერატურული კლუბის ფარგლებში, სკოლას ესტუმრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საზოგადო მოღვაწეთა არქივის მასალების მცველი — ესმა მანია.

სტუმარმა მოსწავლეებს წარუდგინა იშვიათი ვიდეოფირები და გააცნო უნიკალური მასალები ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ყაზბეგის პირადი არქივებიდან.

სტუმარმა ისაუბრა მათი ცხოვრების იმ მნიშვნელოვან მომენტებზე, რომლებიც საარქივო მასალებშია დაცული და შესაძლოა ბევრი რამ უცნობი იყოს ფართო საზოგადოებისთვის. მათ შორისაა ავტორთა ცნობილი ნაწარმოებების სხვადასხვა ვარიანტები: იმდროინდელ ცენზორთა უმოწყალოდ წაშლილ-ჩასწორებული მასალები, პირადი წერილები, ვაჟას განსხვავებული ხელმოწერები და მისი სამედიცინო საბუთები, აკაკის მენიუ, დედაენის კლიშეები, ყაზბეგის გვირგვინებითა და ზოომორფული გამოსახულებებით დამშვენებული  ხელნაწერები.

ტოლერანტობის კვირეული
9

📚✨ ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ლიდერთა კლუბის წევრებმა (VII კლასი) პრეზენტაცია ჩაუტარეს III, IV და V კლასის მოსწავლეებს.

შეხვედრაზე მათ ისაუბრეს პატივისცემის, განსხვავებების მიღებისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და პატარებიც ჩართეს თემატურ აქტივობებში.

🌍🤝 მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს თბილი, უსაფრთხო და მხარდამჭერი სასკოლო გარემოს ჩამოყალიბებას და ეს აძლევს შესაძლებლობას როგორც უფროსებს, ისე პატარებს, ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლონ.

✨ შეხვედრის მიზანი იყო პატარებისთვის ტოლერანტობის მნიშვნელობის გაცნობა და მეგობრული, უსაფრთხო გარემოს გაძლიერება.

სტუმრად ახალგაზრდა ევროპელი ელჩები
სკოლას სტუმრობდნენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, ლიზა ფარცვანია და მარიამ ნაზარიანი, რომლებმაც მოსწავლეებს ჩაუტარეს საინტერესო აქტივობა სახელწოდებით “ევროპული დებატები”.

შეხვედრის დასაწყისში მათ მოსწავლეებს გაუზიარეს ინფორმაცია ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელზე და ისაუბრეს ელჩად გახდომის შესაძლებლობასა და მნიშვნელობაზე.

👩‍⚖️👨‍⚖️ ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა კარლ პოპერის ფორმატის დებატებში მიიღეს მონაწილეობა და იმსჯელეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სარგებელსა და გამოწვევებზე.

🏆 დებატების გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

იტალიური სკოლის მოსწავლეები გამოფენაზე „მომავალი მოქანდაკე“
6

იტალიური სკოლის მოსწავლეები გამოფენაზე „მომავალი მოქანდაკე“

16 ნოემბერს გაიმართა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა „მომავალი მოქანდაკე“, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „ქანდაკების ფესტივალი – 2025“ ფარგლებში.

ჩვენი მოსწავლეები გამორჩეული ნამუშევრებით წარდგნენ და საპატიო დიპლომებიც მიიღეს.

მათი მიღწევა ასახავს იმ შემოქმედებით გარემოსა და პროფესიულ მხარდაჭერას, რომელსაც მათ უქმნის იტალიური სკოლა და მასწავლებელი ეკატერინე მელქაძე.

ვულოცავთ ჩვენს პატარა მოქანდაკეებს ამ შთამბეჭდავ მიღწევას და ვუსურვებთ შემოქმედებით გზაზე უამრავ წარმატებას!

წიგნის საერთაშორისო დღე
📚✨ 14 ნოემბერს წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გაიმართა ლიტერატურის წრის უფროსკლასელების შეხვედრა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობა „მანდარინები“ და განიხილეს თემა — რა ათბობს ადამიანს.

📖იმავე დღეს მეექვსე კლასელებმა მოაწყვეს წიგნების პრეზენტაცია, რომელზეც მიიწვიეს როგორც უმცროსი, ასევე უფროსკლასელი მეგობრები.

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ:

ნიტა იოსავა, სალომე ხვიჩია, თეკლა სანიკიძე, ნინი ბარვენაშვილი, ანასტასია აფშილავა, ანასტასია ზაქაიძე, თინა შენგელია, მარიამ უგულავა და ელენე ასკილაშვილს.

იტალიური სახეები მუსიკაში - Adasim პროექტი
6

ADASIM პროექტი – იტალიური სახეები მუსიკაში

ADASIM-ის საერთაშორისო პროექტის, “Gente di scuola” ფარგლებში, წარმატებით დასრულდა სკოლის ქვეპროექტი „იტალიური სახეები მუსიკაში“.

პროექტის მეორე ეტაპზე, სკოლის ხუთი პედაგოგი ეწვია ათენისა და ბაქოს იტალიურ სკოლებს. ვიზიტების განმავლობაში, ისინი გაეცნენ საგანმანათლებლო გარემოს, შეხვდნენ მასწავლებლებსა და დირექტორებს, დაესწრნენ იტალიური ენის გაკვეთილებს და ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში.

საგანმანათლებლო ნაწილის პარალელურად, მასპინძელმა სკოლებმა ორგანიზება გაუწიეს კულტურულ პროგრამასაც, რაც პედაგოგებს საშუალებას აძლევდა უკეთ გაცნობოდნენ მასპინძელი ქალაქების ღირსშესანიშნაობებს.

ექსკურსია ტაო - კლარჯეთში
1

სასწავლო წლის დასაწყისში მოეწყო ექსკურსია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა.

ტურს წინ უძღოდა სასკოლო პროექტი, რომელიც 2024–2025 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდა. პროექტში ჩართულმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა იოანე საბანისძის „აბოს წამებისა“ და გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ტექსტების მიხედვით გააცოცხლეს ისტორიული და გამოგონილი პერსონაჟები, შექმნეს ნერსე ერისთავის ვირტუალური მაგიდა, გააცოცხლეს „მეორე ქართლის“ მაშენებელ მამულიშვილთა სახეები, წარმოადგინეს პრეზენტაციები, საკუთარი ტექსტები და მინიფილმებიც.

მოსწავლეები ვენაში, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში
12

🛫🇦🇹 საშემოდგომო არდადეგების პერიოდში, Edu Voyager-თან ერთად, ჩვენი სკოლის VIII–XII კლასის მოსწავლეები გაემგზავრნენ ვენაში, სადაც მათ საინტერესო შემეცნებითი და კულტურული პროგრამა ელოდათ.

📍პროექტის ფარგლებში განხორციელდა ვიზიტები გაეროს შტაბბინაში (United Nations Headquarters), ავსტრიის პარლამენტში (Austrian Parliament), ახალგაზრდულ პარლამენტში (Parlamentarium) და ვენის მერიაში (Vienna Municipal City Hall).

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ შეხვედრებს ინსტიტუციების წარმომადგენლებთან, მოესმინათ სალექციო კურსი, კითხვა-პასუხის რეჟიმში განეხილათ სხვადასხვა თემები და ჩართულიყვნენ როლურ თამაშებში.

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე
8

✨ ჩვენი სკოლის დაწყებით კლასებში აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე — დიდი ქართველი პედაგოგის, საბავშვო მწერლისა და „დედაენის“ ავტორის. 🇬🇪📖

მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებით პატივი მიაგეს დიდ მასწავლებელს:

🎨 I-1 კლასი (პედ. ინგა კახიძე): ნახეს ილუსტრირებული ზღაპარი „ლეგენდა იაზე“, მარცვლების დათვლით გამოიცნეს იასთან დაკავშირებული სიტყვები, მოისმინეს ზღაპარი და დახატეს ეპიზოდები.

🐭 I-2 კლასი (პედ. ინგა თეთრაძე): მოისმინეს მოთხრობები, უყურეს ფილმს „ლომი და თაგვი“ და შექმნეს საყვარელი ეპიზოდების ილუსტრაციები.

„ნატოს ახალგაზრდული სამიტი 2025“
სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში: „ნატოს ახალგაზრდული სამიტი 2025“. 🌍

მოსწავლეების განმარტებით, საკომიტეტო მუშაობა იყო საინტერესო, ნაყოფიერი და ინტერაქციული.

ისინი გადანაწილებულნი იყვნენ NATO-ს მოდელირების შემდეგ კომიტეტებში:

🔹 ჩრდილოატლანტიკური საბჭო (NAC)

🔹 სამხედრო კომიტეტი (MC)

🔹 კიბერუსაფრთხოების კომიტეტი

🔹 NATO-სა და საქართველოს კომისია

🎯 ნატოს ახალგაზრდულ სამიტში ჩართვა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო უსაფრთხოების, თანამშრომლობის, მშვიდობის შენარჩუნებისა და ახალგაზრდობის როლის შესახებ თანამედროვე სამყაროში. ასევე, განივითარონ ლიდერული უნარები და თავისი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი განვითარების პროცესებში.

გაეროს როლი საერთაშორისო თანამშრომლობაში
🇺🇳 საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის მიწვევით, სკოლის მოსწავლეთა კლუბის ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა  გაეროს როლს საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და  მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.

🎙️ შეხვედრას უძღვებოდა დავით ესათია — საქართველოს ახალგაზრდობის  ყოფილი წარმომადგენელი გაეროში.

მან მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი საერთაშორისო გამოცდილება და ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას გლობალურ პროცესებში.

ADASIM პროექტი — „იტალიური სახეები მუსიკაში“
8

🇮🇹 ADASIM პროექტი — „იტალიური სახეები მუსიკაში“

დასრულდა ADASIM-ის საერთაშორისო პროექტის: “Gente di Scuola”-ს ფარგლებში, სკოლის მიერ წარდგენილი ქვეპროექტის — “იტალიური სახეები მუსიკაში”, პირველი ეტაპი. 🎶

24-29 ოქტომბერს, იტალიურმა სკოლამ უმასპინძლა ათენისა (საბერძნეთი) და ბაქოს (აზერბაიჯანი) იტალიური სკოლების პედაგოგებს, რომლებმაც იტალიური კათედრის მასწავლებლებთან ერთად აქტიურად მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში.

📚 სკოლის ფსიქოლოგმა სტუმრებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის წარადგინდა პრეზენტაცია  თემაზე — „მუსიკის როლი სასწავლო პროცესში“

იტალიურ სკოლაში STEAM სწავლების ხელშესაწყობად ხორციელდება პროექტი „მოსწავლეები მოსწავლეებისთვის“
3

🎯 იტალიურ სკოლაში STEAM სწავლების ხელშესაწყობად ხორციელდება პროექტი „მოსწავლეები მოსწავლეებისთვის“ — რომლის მიზანია უფროსკლასელებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ უმცროსებს.

👩‍🏫 უფროსკლასელები ერთი დღით მენტორებად იქცნენ და III-II კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს საინტერესო ვორქშოპი რობოტიკისა და ვიზუალური პროგრამირების მიმართულებით.

🤖მოსწავლეებმა გაიცნეს mBot რობოტი, ისწავლეს მისი დაპროგრამება და შექმნეს სპეცდანიშნულების მანქანების მოდელები — პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო.

💻 პატარებმა ასევე იმუშავეს Scratch-ის გარემო და ფუნქციები, მენტორებთან ერთად შექმნეს ანიმაციები და დაეუფლნენ ახალ ტექნიკებს.

საერთაშორისო კონფერენცია- ვიდეო
🎶 26 ოქტომბერს, იტალიურ სკოლაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “იტალიური სიმღერის როლი იტალიური ენის სწავლებაში”🇮🇹

კონფერენცია მოეწყო ADASIM -ის 2025 წლის პროექტის — „Gente di Scuola“ ფარგლებში. ღონისძიების თანაორგანიზატორი გახლდათ ქართულ იტალიური განათლების ცენტრი ,,მინერვა”.

კონფერენციის სტუმრებსა და მონაწილეებს მიესალმნენ სკოლის დირექტორი, ქაბატონი მაია ლაგვილავა, საქართველოში იტალიის საელჩოს განათლების ატაშე ქ-ნი სილვანა ბორიელლო, ,,მინერვას”ს თანაპრეზიდენტი ჯოვანი ჯიაკომანტონიო და დისტანციურად, ვიდეო მიმართვით ADASIM-ის გენერალური დირექტორი ემილიო ლუცი.

საერთაშორისო კონფერენცია
📢 საერთაშორისო კონფერენცია იტალიურ სკოლაში.

გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ საერთაშორისო კონფერენციაზე - „იტალიური მუსიკის გავლენა იტალიური ენის სწავლებაში“, რომელიც გაიმართება 2025 წლის 26 ოქტომბერს.

კონფერენციის ორგანიზატორი: იტალიური სკოლა.

თანაორგანიზატორები:

1. ADASIM (Fondazione Dante Aliglieri Scuole Italiane nel Mondo) - მსოფლიოს იტალიური სკოლების დანტე ალიგიერის ფონდი

2. ქართულ იტალიური განათლების ცენტრი „მინერვა“ (Polo per Listruzione Minerva)

კონფერენციის სამუშაო ენა - იტალიური.

🗓️ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი

სკოლაში გაიმართა კვირეულის თემისადმი — “ITALOFONIA” — მიძღვნილი ღონისძიება
1

📌 მსოფლიოს იტალიური ენის XXV კვირეულის (13-20 ოქტომბერი) ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩოს ინიციატივით, სკოლაში გაიმართა კვირეულის თემისადმი — “ITALOFONIA” — მიძღვნილი ღონისძიება.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ვიდეორგოლის „რომი და საქართველო“ პრეზენტაცია, ხოლო პოეზიის II კონკურსის გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.

🎓 ღონისძიებას ესწრებოდნენ იტალიის საელჩოს განათლების ატაშე ქ.ნი სილვანა ბორიელლო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

✨ პოეზიის II კონკურსის გამარჯვებულები:

Bombbar.ge-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, დევი გრიზე სტუმრად სკოლაში
1

📌 იტალიურ სკოლაში სტუმრად გვყავდა Bombbar.ge-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, დევი გრიზე.

სტუმარმა მოსწავლეებს გაუზიარა თავისი პროფესიული გამოცდილება, ისაუბრა მარკეტინგის მნიშვნელობაზე, ტრადიციულ და ციფრულ მარკეტინგს შორის განსხვავებებზე და უპასუხა ბავშვების მრავალ საინტერესო კითხვას.

მოსწავლეებმა სტუმარს საკუთარი ბიზნეს-იდეები წარუდგინეს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები პროფესიონალისგან.

შეხვედრა საინტერესოდ და ინსპირაციულად წარიმართა. 💡

📌 Abbiamo avuto come ospite presso la scuola italiana il Direttore Marketing di Bombbar.ge, Devi Grise.

კონფერენცია
10

📌🧑‍🏫 მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლაში ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.

📖 კათედრის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს 2024-2025 სასწავლო წლის გამოცდილება და წარადგინეს კრებული, რომელიც აერთიანებს სასწავლო წლის კურიკულუმის დანერგვის მასალებს და ასახავს სკოლაში მიმდინარე სწავლა-სწავლების ყოველდღიურ პროცესს.

💙🎉 ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას!თქვენი შემართება და პროფესიონალიზმი იტალიურ სკოლას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის!😊

სკოლას კომპანია GWP-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ
🌿 29 სექტემბერს, ეკო-კლუბის ფარგლებში, სკოლას კომპანია GWP-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

💧 შეხვედრის თემა იყო: „წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“.

📖 მოსწავლეებმა ვიზუალური მასალების დახმარებით შეიტყვეს წყლის სრული ციკლის შესახებ: რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე და რატომ არის აუცილებელი მისი დაცვა თითოეული ჩვენგანისა და გარემოსთვის.

შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა ითამაშეს სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი სამაგიდო თამაში, რამაც მათი ჩართულობა პროცესში კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახადა.

ტრადიცია გრძელდება - იტალიური სკოლა ლისის ტბაზე
12

🌿 იტალიური სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ტრადიციისამებრ, ლისის ტბას სტუმრობდნენ.

💙 ყველა ასაკის მონაწილე ჩაერთო ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ აქტივობებში. სპორტული თამაშები, სახალისო აქტივობები და ანიმატორის ინტერაქტიული პროგრამები ამ დღეს განსაკუთრებულად საინტერესოსა და მხიარულს ხდიდა თითოეული მონაწილისთვის.

🌿 Come ogni anno, studenti e insegnanti della scuola italiana hanno visitato il Lago di Lisi.

💙 Partecipanti di tutte le età hanno preso parte ad attività volte a promuovere uno stile di vita sano. Giochi sportivi, attività ludiche e programmi interattivi proposti dall'animatore hanno reso questa giornata particolarmente interessante e divertente per ogni partecipante.

მარინა ლეკიშვილი
მარინა ლეკიშვილი — უკვე 28 წელია იტალიური სკოლის გუნდის წევრია. 🎶 მისი გზა სკოლაში ვოკალური ჯგუფების ხელმძღვანელობით დაიწყო, მოგვიანებით კი მუსიკის პედაგოგის საქმიანობაც გააგრძელა.

„მე დავიბადე მუსიკალურ ოჯახში — მუსიკა იყო ჩემი ყოველდღიურობა და ბავშვობიდანვე ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული.“ — ამბობს ქალბატონი მარინა. ❤️

✨ მისთვის პროფესიის მთავარი ღირებულება ბავშვია — ნიჭის აღმოჩენა, მუსიკალური განათლების მიცემა და მოსწავლის სიყვარული, როგორც მსოფლიო, ისე ქართული მუსიკის მიმართ.

🎤 მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს 1987 წელს გოგი დოლიძის მიერ შესრულებული სიმღერა, რომლის ავტორიც თავადაა და დღემდე აქტუალურობას არ კარგავს. ეს დღე მისთვის ყველაზე დიდი შემოქმედებითი სიხარულია.

პირველი დღე სკოლაში
10

🎈იტალიურ სკოლაში პირველკლასელებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა. სიხარულით, სითბოთი და ზღაპრის გმირების მეგზურობით დაიწყო მათი დიდი თავგადასავალი. ✨

💛 ვულოცავთ ჩვენს პატარებს ცოდნის სამყაროში  შემობრძანებას – დაე მათი ყოველი დღე იყოს სიხარულით, წარმატებებით და ახალ-ახალი აღმოჩენებით სავსე! 🌈

🎈Si è tenuto un ricevimento festoso per i bambini di prima elementare "della"scuola italiana. La loro grande avventura è iniziata con gioia, calore e la guida di eroi delle fiabe.✨

💛 Ci congratuliamo con i nostri piccoli per l'ingresso nel mondo della conoscenza: che ogni loro giorno sia pieno di gioia, successo e nuove scoperte! 🌈

მართა არველაძის წარმატება
🏆 იტალიური სკოლის ლიდერთა კლუბის პრეზიდენტმა, მართა არველაძემ, წარმატებით გაიარა ბიზნეს მენეჯმენტის საზაფხულო კურსი Oxford-ის Balliol College-ში და საუკეთესო მოსწავლის სტატუსი მოიპოვა! 🇬🇧 👏

მართა გამორჩეულია ლიდერული თვისებებითა და სოციალური აქტივობით. 2024-25 სასწავლო წელს მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის — მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტთა ასოციაციის (Tbilisi School Presidents Association) დაარსება, რომელიც 15 წამყვანი სკოლის ლიდერებს აერთიანებს.

🎗 ასოციაციის ინიციატივით გაიმართა არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება, რომლითაც შეძლეს  ორგანიზატირებმა მელიტინას სახელობის ფონდის და ბერი ანდრიას ფონდის ბავშვების დახმარება.

2024-2025 სასწავლო წლის რეიტინგულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი
3

📌 დღეს იტალიურ სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის რეიტინგულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

🥇ბადრი ტაბატაძე (VIII კლასი) - საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი

🥈ელენე ჭაია - (VIII კლასი) – 50%-იანი დაფინანსება იტალიის სასწავლო გაცვლით პროექტში ✈️

🥉 ნატალია ჯინჭარაძე (IX კლასი) – „ბიბლუსის“ 200 ლარიანი ვაუჩერი 📚

✨ საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: მსხილაძე მირიანი, მელუა სოფი, მეძმარიაშვილი ირინა, გოგოხია ილია, ბერიძე ირაკლი, ჭიჭინაძე ეკატერინე.

⭐️ ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს წარმატებულ, შემოქმედებით, საინტერესო სასწავლო წელს! 💙

ბარბარე პაიჭაძის წარმატება
🏆 სიხარულით გიზიარებთ ჩვენი მოსწავლის საერთაშორისო წარმატებას!

ბარბარე პაიჭაძემ იტალიაში გამართულ “Creativita Senza Frontiere” 🇮🇹🌍 მუსიკალურ კონკურსში, რომელშიც მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ნიჭიერი ბავშვები მონაწილეობდნენ, მეორე საპრიზო ადგილი და ლაურეატის ტიტული მოიპოვა.🥈🎤

ვულოცავთ და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო წარმატებას! 💙

რეიტინგული მოსწავლეები გამოვლინდნენ
იტალიური სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის მოსწავლეთა რეიტინგული სისტემის მიხედვით გამოვლინდნენ საუკეთესო მოსწავლეები!

რეიტინგი შედგენილია 100-ქულიანი სისტემით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

• აკადემიური მოსწრება

• მონიტორინგის შედეგები

• სასკოლო აქტივობები

• სასკოლო პროექტი

• სპორტული ჩართულობა

• დისციპლინა

წარმოგიდგენთ სამ საუკეთესო მოსწავლეს:

I ადგილი – ბადრი ტაბატაძე (VIII კლასი, დამრიგებელი ეკა ლაგვილავა)

პრიზი: 100%-იანი დაფინანსება იტალიის სასწავლო გაცვლით პროექტში და/ან პერსონალური კომპიუტერი.

გაიცანით ჩვენი გუნდის წევრი-ეთო ხუციშვილი
გვინდა გაგაცნოთ არა მხოლოდ ჩვენი სკოლის პედაგოგები, არამედ მენეჯმენტის წარმომადგენლებიც და ამ ახალ რუბრიკას ვხსნით, დირექტორის მოადგილის წარდგინებით.

"სიტყვები არასდროს იქნება საკმარისი..."

არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას და მოვალეობას სცდებიან — მთელი არსებით, თავდადებითა და სიყვარულით ცდილობენ შექმნან სითბოთი და ერთგულებით გაჯერებული გარემო. სივრცე, სადაც მისვლა მიგიხარია, რადგან იცი, რომ დაგხვდება ყველასათვის საყვარელი ქალბატონი, დიდი გულითა და ღიმილით — ეთო.

ეთო ხუციშვილი სკოლის დაარსების პირველი წუთიდან დღემდე, სკოლის ერთგული მხარდამჭერია — ბავშვებისთვის საყვარელი, მშობლებისა და თანამშრომლებისთვის კი – საიმედო და ერთგული პიროვნება.

ბანაკი
იტალიური სკოლის ბანაკი

გარემო, სადაც ბავშვები სწავლობენ, იზრდებიან და ქმნიან დაუვიწყარ მოგონებებს.

მოსწავლეთა წარმატებები სასკოლო და გარე სივრცეებში
16

მოსწავლეთა წარმატებები სასკოლო და გარე სივრცეებში

ჩვენი მოსწავლეები აქტიურები და წარმატებულები არიან როგორც სკოლის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტი“

ანდრია მღებრიშვილმა და ანდრია იაკობაშვილმა ოქროს ტურში ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები მოიპოვეს.

ფინალურ ტურში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ გიორგი ამაღლობელს, ანდრია ქაჯაიას და სანდრო სააკაძეს.

მადლობა კლასის დამრიგებელს — ნინო გოგსაძეს და მათემატიკის პედაგოგს — ინგა კახიძეს, რომლის აქტიური ჩართულობისთვის „ევერესტის“ გუნდმა მადლობის სიგელიც გადასცა.

ანბანის ჯადოსნურ სამყაროში
4

მოგესალმებით ანბანის ჯადოსნურ სამყაროში“

პატარა მსახიობებმა ანბანი სცენაზე გააცოცხლეს — გოგონები ხმოვნებად, ბიჭები თანხმოვნებად გადაიქცნენ.

ასოთა შეთანხმებები Gh Th Ch და Sh გამორჩეულად წარადგინეს — აუხსნეს, როგორ გამოითქმის და იწერება სწორად.

სიმღერებითა და თამაშებით გამდიდრებულმა სცენარმა ანბანის სწავლა სახალისო და დასამახსოვრებელი გახადა.

„ერთი დღე ტელევიზორიდან“ – IV კლასის შემოქმედებითი პროექტი

მოსწავლეებმა სხვადასხვა ტიპის გადაცემები გააცოცხლეს სცენაზე:

ინტერვიუ ცნობილ ადამიანებთან

შემეცნებითი შეხვედრები
2

სასწავლო წლის ბოლოს IV და VI კლასებში შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა:

ნანა ვაჩიბერიძემ IV კლასის მოსწავლეებს საკუთარი მკითხველური გამოცდილება გაუზიარა და ის წიგნები გააცნო, რომლებსაც ბავშვობაში კითხულობდა.

ანა დელიბაშვილმა VI კლასს გააცნო დამწერლობის უძველესი სახეები და ისაუბრა ანბანის შექმნის, წერის ტექნიკისა და საბეჭდი საშუალებების ისტორიულ განვითარებაზე.

დაწყებითი საფეხურების პროექტები
23

სასწავლო წელი იტალიური სკოლის დაწყებით საფეხურზე მრავალფეროვანი და შთამაგონებელი ღონისძიებებით დასრულდა.

I/2 კლასი (დამრიგებელი მაკა მეთეფშიშვილი) – სპექტაკლი „ციცქნა იას დღეობა“

III/2 კლასი (პედაგოგი ინგა კახიძე) – პროექტის პრეზენტაცია „ვიმოგზაუროთ წიგნის სამყაროში“

I/2 კლასი (დამრიგებელი ნანა ვაჩიბერიძე) – სპექტაკლი „ყვავილების მეჯლისი“

III/2 კლასი (პედაგოგი ცისია სუხიაშვილი) – ჩრდილების თეატრი „ბუნების მეგობრები“

II/1 კლასი (პედაგოგი ინგა კახიძე) – მოგზაურობა „რიცხვების სამყაროში“

მობილობის პოსტი
იტალიურ სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლისთვის მობილობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება!

გისურვებთ წარმატებას სწორი არჩევანის გზაზე!

განათლება, რომელიც მომავალს ემსახურება
იტალიური სკოლა — განათლება, რომელიც მომავალს ემსახურება.