• უცხოური ენების სწავლება

         

        სკოლას ესგ-ით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი  პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციებიდან შერჩეული აქვს მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია. ამ მიზნით, სწავლების სამივე საფეხურზე  სკოლაში გაძლიერებულად  ისწავლება: ინგლისური, იტალიური   და რუსული ენები.

        იტალიური და ინგლისური ენები, ისწავლება საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული დონეების მიხედვით:

        დაწყებითი საფეხური - A1 დონე

        საბაზო საფეხური - B1 დონე

        საშუალო საფეხური - B2 დონე 

         სკოლაში, ყოველწლიურად, ინგლისურ და იტალიურ ენებში, შესაბამის დონეებზე ტარდება საერთაშორისო სასერტიფიკაციო  გამოცდები.

         მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ:

        ინგლისურ ენაში, ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული გამოცდების შედეგების საფუძველზე, მოიპოვონ  კემბრიჯის საერთაშორისო  (KET, PET, FCE) სერტიფიკატი.

        იტალიურ ენაში, სიენის უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოიპოვონ  სიენის უნივერსიტეტის შესაბამისი დონის  საერთაშორისო (CILS) სერტიფიკატი.

        რუსულ ენაში ,,რუსულ სახლთანაქტიური თანამშრომლობის საფუძველზე, მოიპოვონ სხვადასხვა დონის სერტიფიკატები: დაწყებითი საფეხური    1-4; საბაზო საფეხური      3-5; საშუალო საფეხური   6-8.