• საშალა

        მიზანი: სწავლა - სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეზე ორიენტირებული დამატებითი საგანმანათლებლო პროცესის დახმარებით, შედეგზე ორიენტირება.

        ამოცანები:

        ა)  ჩამოუყალიბოს მოსწავლეს პოზიტიური დამოკიდებულება საგნისადმი;
        ბ)  გააძლიეროს მოსწავლეებში შერჩეული საგნის გაღმავებული სწავლის სურვილი;
        გ) მიეცეს მოსწავლეს მყარი და დინამიური ცოდნა. მასალა მიეწოდოს მრავალმხრივად და ეტაპობრივად;
        დ) საფუძველი შეუქმნას მოსწავლეებს მიიღონ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც მათ დაეხმარებათ ჩაებან სასკოლო, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადაში;
        ე)  განუვითაროს მოსწავლეებს ლოგიკური, ანალიტიკური, შემოქმედებითი და სიმბოლური აზროვნება;
        ვ)  შეიძინონ მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
        ზ) გაიღრმავონ სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნა და უნარები, შეისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები;
        თ) გახდნენ თანამედროვე საზოგადოებაში კონკურენტუნარიანები და ხელი შეუწყონ სკოლის იმიჯის ამაღლებას სასწავლო გარემოში.

        წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი:  

        - მოსწავლეებში საგნისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;

        - საგნის სიღრმისეული სწავლების შედეგად მოსწავლეთა სასკოლო, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადაში, სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდა.

        საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება:

        სწავლება მიმდინარეობს შაბათობით, სასკოლო სივრცეში და/ან  ზუმის პლატფორმის მეშვეობით,წინასწარ განსაზღვრული საგაკვეთილო ცხრილისა და მოსწავლეთა დონეების მიხედვით,  შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში: V, VI, VII, IX, X, XI კლასები. საშაბათო სკოლა მუშაობას იწყებს 1 ოქტომბრიდან და/ან საჭიროებისამებრ.

        მიმართულებები:

        - ინგლისური ენა;

        - იტალიური ენა;

        - მათემატიკა.

        პასუხისმგებელი პირები:

        დირექტორი, დირექტორის მოადგილეები სასწავლო დარგში, ხარისხის მართვის მენეჯერი, კათედრის გამგეები, პედაგოგები, დამრიგებლები.

        მოსწავლეთა შეფასების სისტემა: 

        - შეფასების ფორმა - განმავითარებელი შეფასება;
        - დიაგნოსტიკური ტესტირება წელიწადში 2-ჯერ, რომელიც შეფასდება ჩათვლით  - ბარიერი 51 %;
        - მოსწავლე, რომლის  მიერ სემესტრულად გაცდენილი საათები, სემესტრული  საათების  20%-ზე მეტია, კარგავს საშაბათო სკოლით სარგებლობის უფლებას;
        - უცხოურ ენებში (ინგლისური ენა, იტალიური ენა) მოსწავლეს მიეცემა რეკომენდაცია გავიდეს გარე სასერტიფიკატო გამოცდაზე, თუ მისი შედეგი არის 61 % და მეტი.

        შესაძლებელია შეფასების სისტემის შეცვლა კათედრის თავმჯდომარეებთან შეთანხმებით.

        საგანმანათლებლო   რესურსი:

        დაფა, მარკერი, სილაბუსით განსაზღვრული  სახელმძღვანელოები, საგანმანათლებლო ელექტრონული ინტერნეტრესურსები,  ეროვნული და საერთაშორისო გამოცდების ცენტრის მიერ ჩატარებული  გამოცდებისა და   ოლიმპიადების მასალები, ტესტებისა და ამოცანების კრებულები.

        საშაბათო სკოლის მუშაობის მონიტორინგი:

        საშაბათო სკოლის მუშაობის მონიტორინგი ხორციელდება სკოლის ადმინისტრაციის, ხარისხის მართვის მენეჯერის, კათედრის გამგეების მიერ სემესტრულად და წლიურად, მოსწავლეთა ტესტირებისა და  საერთო შედეგების/ანგარიშების, მშობელთა კმაყოფილების მიხედვით:

        - მასწავლებლის მუშაობის მონიტორინგი ხორციელდება კათედრის გამგის მიერ ყოველთვიური  დაკვირვების, მოსწავლეთა სემესტრული შედეგებისა და  ჯგუფებში მოსწავლეთა რაოდენობის სემესტრული ანალიზის  მიხედვით;
        - მოსწავლის შედეგების მონიტორინგი ხორციელდება მოსწავლეთა ტესტირებით.

        მომხმარებლის აზრის კვლევა: 

        სწავლის დასრულებამდე, მომხმარებლის აზრის კვლევის მიზნით ტარდება ანკეტირება.
        საშაბათო სკოლის მომსახურება ხორციელდება შემდეგ საგნებში:  ინგლისური ენა, იტალიური ენა, მათემატიკა.