• დამატებითი  აქტივობები

         

        სკოლა მოსწავლეებს, დამატებითი აქტივობების სახით სთავაზობს კლუბებს, სტუმრის საათს და ექსკურსიებს. მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეისწავლონ მეტყველების კულტურა, მითოლოგია, დაეუფლონ დებატების ხელოვნებას. ამასთან, კლუბური მუშაობის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ, გაწევრიანდნენ:

        • ინტელექტკლუბში,
        • ნორჩ მეცნიერთა კლუბში,
        • რობოტიკის კლუბში,
        • საგანმანათლებლო პროექტების კლუბში,
        • ჭადრაკის კლუბში,
        • ქართული ცეკვის კლუბში,
        • ვოკალის კლუბში,
        • ხალხური სიმღერის კლუბში,
        • კალათბურთის კლუბში.

        საგანმანათლებლო პროექტების კლუბი ორიენტირებულია მოსწავლეთა ჩართვაზე ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო-სიმულაციურ პროექტებში და მათი  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარების განვითარებაზე.  

        რობოტიკის კლუბში მოსწავლეებს საშუალება აქვთ, აღმოაჩინონ, როგორ მუშაობს მეცნიერება პრაქტიკაში, დაეუფლონ რობოტიკის პირველ ნაბიჯებს და მარტივი კონსტრუქციების მეშვეობით  შეიძინონ XXI საუკუნის უნარები.