• ინფრასტრუქტურა

       

      სკოლას აქვს საკუთარი შენობა. სკოლის პირველ სართულზეა განთავსებული სათანადოდ აღჭურვილი სპორტული დარბაზი და  კომფორტული სასადილო. მეხუთე სართულზე - სააქტო დარბაზი და ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შექმნილია საინფორმაციო და სამკითხველო ზონა. ბიბლიოთეკის მუშაობა მოწესრიგებულია საბიბლიოთეკო პრინციპით. სკოლის ბიბლიოთეკის  საკუთრებაში არსებული წიგნადი ფონდის საერთო რაოდენობა აღწერილია წიგნადი ფონდის ელექტრონულ ბაზაში. ბიბლიოთეკაში დაცულია: სახელმძღვანელოების კომპლექტები, მეთოდური ლიტერატურა, ენციკლოპედიები, სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა, პერიოდიკა, მხატვრული ლიტერატურა ქართულ, იტალიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ასევე, ბიბლიოთეკაში დაცულია: აუდიო-ვიდეო მასალა, ინტერნეტ-სახელმძღვანელოები.