• Concorso “Uno, nessuno e centomila” 2020

          • აგრიჯენტოში (სიცილია), ლუიჯი პირანდელოს მშობლიურ ქალაქში, ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო კონკურსი “Uno, nessuno e centomila” (ერთი, არავინ და ასი ათასი), რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც იტალიის სკოლების მაღალ კლასის მოსწავლეებს, ასევე უცოელებს. კონკურსი მიმდინარეობს იტალიურ ენაზე.  

            https://www.concorsounonessunoecentomila.it/concorso-internazionale-uno-nessuno-e-centomila-2020/

            მიმდინარე წელს კონკურსში მონაწილეობენ ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლეები. კონკურსზე გაიგზავნა ლიტერატურული კაფე ,,ლიბრიამოჩის“ პროექტის ფარგლებში, ლუიჯი პირანდელოს ნოველის ,,Giara” (ქვევრის) საფუძველზე მომზადებული სცენარი.

             წარმატება  მეათეკლასელებს!

          • ჯანი როდარის 100 წლისთავი

          • 2020 წლის 23 ოქტომბერს გენიალურ საბავშვო მწერლის, დიდი პედაგოგის  ჯანი როდარის დაბადებიდან 100 წელი სრულდება. იტალიური სკოლისთვის სასიამოვნო მოულედნელობა იყო, როდარის მშობლიური ქალაქიდან ომენიადან სადღესასწაულო ღონისძიებებზე მიწვევის მიღება.

            იტალიური ენის პედაგოგი, რუსუდან  ყოინაშვილი, ჯანი როდარის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი, პერსონალურად არის მიწვეული იტალიელი მწერლის იუბილეზე.

            იტალიური სკოლის   მოსწავლეებს კიდევ ერთხელ  მიეცათ  საკუთარი ფანტაზიის,  ნიჭის გამოვლენის საშუალება და  ლიტერატურული კაფე ,,ლიბრიამოჩის“ პროექტის ფარგლებში შექმნან საკუთარი ნახატები, თხზულებები, ნაწარმოებები და ა. შ; პროექტში მონაწილეობის მიღება, იტალიური სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეუძლიათ  სხვა სკოლის მოსწავლებსაც.

          • LA VITA E BELLA!

          • 29 დეკემბერს, იტალიურმა სკოლამ და  საქველმოქმედო ფონდმა “ცხოვრება მშვენიერია” ერთად განახორციელეს საქველმოქმედო აქცია.

            სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს საკვები პროდუქტები, საახალწლო ტკბილეული და ზამთრის ტანსაცმელი გადაეცათ  “ერიდეთ ყველაფერს რაც გადამდებია, სიკეთის გარდა” - ”ცხოვრება მშვენიერია” - LA VITA E BELLA!  

          • ერიდეთ ყველაფერს რაც გადამდებია სიკეთის გარდა

          • 27 და 28 დეკემბერს ფონდმა “ცხოვრება მშვენიერიამ”  ორდღიანი საქველმოქმედო აქცია განახორციელა იტალიურ სკოლის მოსწავლეებთან ერთად.

             

            27 დეკემბერს ვესტუმრეთ სათნოების სახლში “თხილის გული” და გემრიელი კერძებით გავუმასპინძლდით 200 -ზე მეტ ბენეფიციარს, ასევე გადავეცით ზამთრისთვის განკუთვნილი თბილი ტანსაცმელი.

            28 დეკემბერს, იტალიური სკოლის ბავშვებთან ერთად სტუმრად ვიყავით სათნოების სახლში “კათარზისი” და 350-ზე მეტ ადამიანს გავუმასპინძლდით გემრიელი კერძებით.

            სადილის ბოლოს ჩვენი საყვარელი ხანდაზმული ადამიანების წინაშე წარსდგა ყველასათვის საყვარელი მომღერალი და არტისტი, ბატონი ვახტანგ ტატიშვილი.