• ლიდერებად არ იბადებიან

          • ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერობის სწავლა შესაძლებელია და ამას იტალიური სკოლის მოსწავლეები უკვე ამტკიცებენ!

            • ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავება
            • საქმიანი ურთიერთობების სტრატეგიის ჩამოყალიბება
            • ინდივიდუალური განვითარების გეგმის ფორმირება
            • დროის, იმიჯის, სხეულის მართვის სტრატეგიის შემუშავება
            • სტრესისა და კონფლიქტების მართვის საბაზისო უნარების განვითარება

            ჯერ კიდევ ორი თვის წინ ეს მხოლოდ მიზნების ჩამონათვალი იყო, ახლა კი იმ უნარების სიაა, რომლებსაც იტალიური სკოლის მოსწავლეები ფლობენ. 15 მარტიდან მათთვის სკოლაში სპეციალური პროექტი ამოქმედდა - ლიდერული განვითარების მყარი საფუძველი მოსწავლეებმა სასერტიფიკატო კურსით "ლიდერობა" შეიქმნეს. 

            "გავხადოთ სამყარო უკეთესი"  - ეს კი ის ჯგუფური პროექტია, რომლითაც მოსწავლეებმა თითქმის ორთვიანი კურსი შეაჯამეს, მოამზადეს ინდივიდუალური პრეზენტაციები და შეძენილი უნარების დასტურად შესაბამისი სერტიფიკატებიც მიიღეს.

            კურსს თავად პროექტის ავტორი გაუძღვა - პრაქტიკული თუ თეორიული მეცადინეობით მოსწავლეებს საჭირო გამოცდილება ეკონომიკის დოქტორმა, ადამიანური პოტენციალის მართვის ლაბორატორიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ას-პროფესორმა, ეკატერინე გულუამ გაუზიარა.