• ბოლო ზარი

          • ყველაზე უჩვეულო ბოლო ზარი მე-12 კლასელების ცხოვრებაში .

            ვირტუალური და ძალზე ემოციური ბოლო  ზარი დაირეკა იტალიური სკოლის ონლაინ სივრცეში. კეთილი სურვილები, თვალცრემლიანი მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

            ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას. გისურვებთ წარმატებებს თქვენი ცხოვრების  ახალ ეტაპზე

          • ონლაინ კონფერენცია

          • 17 მაისს, 12:00 საათზე ინგლისური ენის კათედრის პედაგოგის შორენა მერაბიშვილის ხელმძღვანელობით XI კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ონლაინ კონფერენცია თემაზე ,,მდგრადი განვითარების მიზნები.”

            კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მე-11 კლასის ყველა მოსწავლემ, მათ მიერ განხილულ იქნა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი. მოსწავლეებმა იმსჯელეს თითოეული მიზნის მნიშვნელობაზე და ამოცანებზე, 2030 წლის დღის წესრიგზე, რომელიც ამ ეტაპზე არსებული ერთადერთი გლობალური დღის წესრიგია, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად ერთვება და რომლის მთავარი გზავნილია „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“ (leaving no one behind).

            კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საქართველოს სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის.კონფერენციამ საკმაოდ საინტერესო და  უჩვეულო გარემოში ჩაიარა

          • ,,სილამაზე იხსნის სამყაროს" … ,,მაგრამ სილამაზე ჩვენ უნდა გადავარჩინოთ"

          • დღეიდან, ლიტერატურული კლუბის ფარგლებში მოქმედ ლიტერატურულ კაფე ,,Libriamoci –თან   იხსნება რუბრიკა ,,კრიზისი, როგორც შესაძლებლობა...“

            პანდემიის გამო სასკოლო საზოგადოებამ გამოხატა თანაგრძნობა, სადაც   იტალიაზე ეწერა:  ,,ქვეყანა სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყა ღვთისა და ადამიანის შემოქმედება, სადაც უსაზღვრო მშვენიერების მხილველის სული შვებას გრძნობს... ,,სილამაზე მართლაც იხსნის სამყაროს"... იტალიელებისთვის La vita è bella - ცხოვრება მშვენიერია მიუხედავად ყოველგვარი განსაცდელისა... „

            და აი, ამ კრიზისის დროს იტალიაში ბევრი მშვენიერი ლექსი და სიმღერა შეიქმნა.

            ჩვენი  მაესტრა რუ (იტალიური ენის პედაგოგი, ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი რუსუდან ყოინაშვილი) გვთავაზობს,  იტალიელი პოეტის სიმონე კრისტიკის  ამ დღეებში შექმნილი ლექსის თარგმანს. დოსტოევსკის ნათქვამი ,,სილამაზე იხსნის სამყაროს", სიმონე კრისტიკმა  დაასრულა: ,,მაგრამ სილამაზე ჩვენ უნდა გადავარჩინოთ" .სიმონე კრისტიკი პოეტი და მომღერალია. მაესტრა რუს მეგობრებმა  იტალიიდან გადმოუგზავნეს ვიდეო რგოლი:

            იხილეთ ვიდეო

            რუბრიკა გაგრძელდება, პერიოდულად ჩვენი მოსწავლეები და პედაგოგები შემოგვთავაზებენ, კრიზისულ პერიოდში, იტალიელების მიერ შექმნილ სიმღერებსა და  ლექსების თარგმანს.

             

             2020 წლის მაისი.

            რუსუდან ყოინაშვილის თარგმანი:

             

            ,,შეგონებები ოთხკედელში გამოკეტილს

            დღეს გამომწყვდეული ხარ ოთხკედელში,

            და ამ ცხოვრებას ღრიჭოდან  უჭვრეტ,

            ხარ დათრგუნული, მხარნაქცევი და უგუნებო,

            და შენ ანარეკლს სარკეში უცქერ.

            მიიღე ციურ წყალობად ეს დრო,

            გახსენი ფრჩხილი,შეიცან თავი,

            და თაროებზე მიძინებულ

            იმ წიგნებს შორის,

            ამოარჩიე ორიოდე,მაგრამ

            მთავარი.

            დანარჩენი კი დიდ ყუთს

            მიანდე,

            აჩუქე სკოლებს შეძლებისგვარად.

            შეიქმენ სივრცე,

            ნუ მოეშვები...

            სულ ცოტა კმარა,

            უკეთ რომ გახდე.

            წერე წერილი,

            წერე ლექსები,

            და ამ მოწყენას ფანტაზიით მოუღებ ბოლოს,

            აი ფურცელი, აი ფერები,

            დახატე რამე,

            თუგინდ იყავი მიკელანჯელო,ანდა მღებავი.

            მთავარი მხოლოდ ერთია

            ამ დროს,

            შენ თავში ბავშვი აღმოაჩინო...

            გაითბე გული მათი ჩამოთვლით, ვინც მართლა გიყვარს,ვისაც

            უყვარხარ.

            და გაიხსენე ბედისწერა

            მათთან შეხვედრის,

            იგრძენი მათი სიახლოვე

            და დამშვიდდები.

            მოწყენილობა გონს რომ

            დაბინდავს,იპოვე ხერხი

            თავისდაღწევის.

            და როგორც ბავშვმა, ანდა

            პოეტმა ცნობისმოყვარემ, ან ასტრონავტმა

            აღმომჩენმა ახალ პლანეტის,

            იპოვე არსი,ეფემერულს 

            ანებე თავი...

            და ჩაკეტილიც ამ ოთხკედელში,

            შეძლებ რომ იყო

            თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი!!!

             

            ეწვიეთ კლუბის ვებ-გვერდს

          • ონლაინ ვერნისაჟი

          • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი, ეკატერინე მელქაძე.

            იტალიური სკოლის I - VI კლასის უნიჭიერესი მოსწავლეები გამოგზაურებენ მშვენიერების სამყაროში, რომელსაც ხელოვნება ჰქვია, ისინი გვაზიარებენ მათ მიერ აღქმულ სამყაროსა და ხელოვნებისადმი დიდ სიყვარულს. 

            ხელოვნება ხომ თერაპიაა, ის გვიფერადებს და საინტერესოს ხდის ცხოვრებას, განსაკუთრებით დღეს, როდესაც უჩვეულო ცხოვრების წესი მსოფლიო პანდემიის გამო შეგვექმნა.
            ონლაინ გამოფენა, რომელსაც გთავაზობთ თავად დაგარწმუნებთ, თუ რაოდენ ნიჭიერები და შემოქმედებითები არიან იტალიური სკოლის მოსწავლეები.

          • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა

          • გაიცანით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა: მაია ცინაძე -კათედრის ხელმძღვანელი (ფიზიკის პედაგოგი); ზაირა ბესტავაშვილი, რუსუდან ჯაფარიძე (ქიმიის პედაგოგები); ცისია სუხიაშვილი, მარინა ხომასურიძე (ბიოლოგიის პედაგოგები).

            როგორც ყველა სხვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა ახალ რეალობაში იმყოფა, პედაგოგებმა წარმატებით დაძლიეს ახალი გამოწვევა, დისტანციური სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით მოახერხეს სასწავლო პროგრამების ადაპტაცია. ონლაინ გაკვეთილები შეუფერხებლად მიმდინარეობს, მადლობა სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
            კათედრის წევრებმა საპროგრამო მასალის თემატიკის მიხედვით, თავიანთი შექმნილი ელექტრონული რესურსების გამოყენებით, გაცილებით ხალისიანი გახადეს ონლაინ გაკვეთილების მიმდინარეობა. თითოეული პედაგოგი დისტანციური სწავლების რეჟიმის პირობებშიც ადვილად გასაგებს ხდის ახალ მასალას, მოსწავლეებს ცოდნას აჯამებინებს და ამყარებს უკუკავშირს.
            აპრილის თვეში უჩვეულოდ, დისტანციურ სწავლების პერიოდში, დაიწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის კვირეული.
            ეტაპობრივად წარმოგიდგენთ კვირეულის ფარგლებში, კლასებისა და საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) მიხედვით, მოსწავლეთა მიერ მომზადებულ მრავალფეროვან ნამუშევრებს პრეზენტაციების და ონლაინ პროექტების სახით.
            იხილეთ XI კლასის მოსწავლეების: მარიამ კარავასილისის, ლილი კერესელიძის, მარიამ ჩახავას, თამთა ათოშვილისა და თათია ბარელაძის პრეზენტაციები თემაზე ,, 5G გამოსხივება და კორონავირუსი-მითი თუ სინამდვილე“ - ფიზიკის პედაგოგი, მაია ცინაძე.

          • სახალისო ელექტრონული სასწავლო რესურსები

          • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, ინტერნეტგაზეთ მასწავლებლის ოფიციალურ საიტზე, გამოქვეყნდა იტალიური სკოლის, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელის, წამყვანი მასწავლებლის ნანა ვაჩიბერიძის მეთოდური სტატია.

            სტატიაში ქალბატონი ნანა თავის გამოცდილებას და რესურსებს უზიარებს მთელი საქართველოს მასწავლებლებს, იგი ათეულობით ელექტრონული სასწავლო რესურსის ავტორია.

             წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ნანა ვაჩიბერიძეს.

            http://mastsavlebeli.ge/?p=25723

          • მრავალწახნაგოვანი, საოცარი მათემატიკა

          • ვაგრძელებთ იტალიური სკოლის პროფესიონალთა გუნდის წარდგენასამ ეტაპზე წარმოგიდგენთ მათემატიკის კათედრას: მანანა თოფურია (კათედრის ხელმძღვანელი), ანა ნატროშვილი, მანანა ჭინჭარაული, კახა ნიკოლაიშვილი, დავით თარაშვილი.

            იტალიური სკოლის მოსწავლეებისათვის. ხალისით და საინტერესო სიახლეებით იწყება და მთავრდება ონლაინ გაკვეთილები მათემატიკაში. სასწავლო პროცესში  აქტიურად გამოიყენება   ვიდეო მასალებისასწავლო პროგრამები და თამაშები.

            პედაგოგებიმათ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსებით, პრეზენტაციებით, პროექტებით, მოსწავლეთათვის მრავალფეროვანს, ადვილად გასაგებს და ხელმისწვდომს ხდიან ახალ მასალას, აჯამებენ ცოდნას და აკეთებენ უკუკავშირს.

            წარმოდგენილ ფოტოებზე ასახულია მე-6 კლასის მოსწავლეთა აქტივობების მცირე ნაწილი მათემატიკაში - პედაგოგი მანანა თოფურია.

            მადლობას ვუხდით ჩვენს არაჩვეულებრივ ბავშვებს და მათ მშობლებს  თანამშრომლობისთვის. მართლაც, საოცარი მონდომებით  ასრულებენ ბავშვები დავალებებს და კრეატიულად იყენებენ ყველაფერს, რაც მათთვის ხელმისაწვდომია მოცემულ სიტუაციაში.

            განსაკუთრებული მადლობა კი პედაგოგებს, რომ ასე საინტერესოდ, მრავალფეროვნად და შემოქმედებითად წარმართავენ საგაკვეთილო პროცესს