• იტალიური კარნავალი

          • 25 თებერვალს იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში, მოეწყო კოსტუმირებული პრეზენტაცია “იტალიური კარნავალი“.

            VI კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს იტალიის კულტურა, ტრადიცია, წარმოადგინეს და დაახასიათეს ვენეციის პერსონაჟები.

            პრეზენტაციას უძღვებოდა იტალიური ენის პედაგოგი  ქეთი სიხარულიძე.

          • გასვლითი გაკვეთილი

          • 21 თებერვალს იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში, VIII კლასის მოსწავლეებს ავერსის კლინიკის ლაბორატორიაში  ჩაუტარდათ ბიოლოგიის გასვლითი გაკვეთილი.

            გაკვეთილს უძღვებოდა - იტალიური სექტორის ბიოლოგიის პედაგოგი ელენე წიწილაშვილი

            I ragazzi dell’ ottava classe in visita al laboratorio “Aversi”

          • მედიაწიგნიერება აზარტული თამაშების წინააღმდეგ

          • 20 თებერვალს, იტალიურ სკოლში ჩატარდა სემინარი ,,მედიაწიგნიერება აზარტული თამაშების წინააღმდეგ", რომელსაც ახორციელებს კავკასიის მედიის სკოლა.

            კვლევა მიმდინარეობს 2019 წლის დეკემბრიდან.

            კვლევის მიზანია სპეციალური სემინარების საშუალებით სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს აზარტული თამაშების ინდუსტრია მათ თამაშში ჩართვას რეკლამებისა და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ხრიკების საშუალებით.

          • იტალიის ელჩის სტუმრობა

          • 2020 წლის 19 თებერვალს იტალიურ სკოლა ,,ცისკარში" გაიხსნა იტალიური ენის კვირეული.

            კვირეული გაიხსნა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ახალი ელჩის, ბატონი ენრიკო ვალვოს სტუმრობით.

          • უსაფრთხო სკოლა

          • უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში იტალიურ სკოლა ,,ცისკარში" ჩატარდა ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები. მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები და ვიდეორგოლები, გამართეს დისკუსია. IV -XI კლასებში სკოლის ფსიქოლოგმა, ნანიკო ჯმუხაძემ, მოაწყო საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემებზე: "ბულინგთან ბძოლა", "ბულინგის შემთხვევის არიდება", "ბულინგის შემთხვევის აღკვეთა".  იხილეთ ვიდეორგოლი

          • “Uno, nessuno e centomila” ფინალისტები

          • ვულოცავთ ჩვენი სკოლის მეათეკლასელებს და ქალბატონ რუსუდან ყოინაშვილს 12 ფინალისტს შორის მოხვედრას. მათ მიერ მომზადებულმა პროექტმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა და 9-14 მარტს მიწვეულები არიან ფინალში მონაწილეობის მისაღებად სიცილიაზე, ქ. აგრიჯენტოში. 

            იმედია გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან სამშობლოში!

            წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ რუსუდანს და ჩვენს მეათეკლასელებს. (სოფიკო კობახიძე, ნიცა ქოქოლაძე, ქეთევან ჭიჭინაძე, ანა ლოლუა, დეა ტუგულაშვილი, მაკა ზითანიშვილი)

          • 15 თებერვალი - ღია კარის დღე

          • იტალიური სკოლა „ცისკარი“ 15 თებერვალს 12:00 სთ-ზე გიწვევთ ღია კარის დღეზე, გაგაცნობთ ჩვენს სკოლას, პროფესიონალთა გუნდს, სასწავლო პროგრამებს, სასკოლო გარემოსა და სკოლის უპირატესობებს.

            გთხოვთ, გვეწვიოთ.