• იტალიური სკოლა 20 წლისაა

        2016 წლის 28 ოქტომბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში, საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩის ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლის მონაწილეობით, გაიმართა იტალიური სკოლის დაარსების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება. იტალიურ სკოლას 20 წლის იუბილე მიულოცეს მიღებაზე მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოში იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ანტონიო ენრიკომ, საზოგადოება საქართველო-იტალიის პრეზიდენტმა პოეტმა დავით მაღრაძემ, უცხოელმა სტუმრებმა იტალიაში დამეგობრებული სკოლებიდან. სკოლას უცხოეთიდან მილოცვები გამოუგზავნეს კურსდამთავრებულებმა, ყოფილმა პედაგოგებმა, პარტნიორი სკოლებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვებმა.