საკონსულტაციო მომსახურება
სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზით, სკოლა მასწავლებლის 8 საათიანი სამუშაო დღის გათვალისწინებით, მოსწავლეს სთავაზობს დამატებით საკონსულტაციო საათებს ყველა საგანში. მასწავლებლის საკონსულტაციო მუშაობის განრიგი დგება ყოველი სემესტრის დასაწყისში. ცალკეული პედაგოგის მიერ საკონსულტაციო საათის ჩატარების კვირის დღის, დროისა და აუდიტორიის მითითებით ინფორმაცია განთავსებულია სკოლის ყველა საინფორმაციო სივრცეში და გამოკრულია საკლასო ოთახებში.