• საშობაო ბაზრობა

          • 20 დეკემბერს, იტალიურ სკოლაში გაიმართა საშობაო, საქველმოქმედო ბაზრობა.

            სიკეთე გადამდებია

            უღრმესი მადლობა, მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, განსაკუთრებით კლასის დამრიგებლებსა და ხელოვნების პედაგოგს, საშობაოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად, გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

          • მოსწავლეთა კონფერენცია

          • საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ, თბილისის ი. ვეკუას სახელობის 42-ე მათემატიკურ სკოლასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2019 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“. პროექტის ფარგლებში, 19 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 42-ე სკოლის და იტალიური სკოლა "ცისკარი"-ს მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:

            1. „სერპინსკის ფუნქცია“ - მომხსენებლები: მეათე კლასის მოსწავლეები ანა პაპიძე და ელენე ნიკურაძე.

            2. „კანტორის თეორემა“ - მომხსენებლები: მეათე კლასის მოსწავლეები ქეთი ჭიჭინაძე და ქეთი მაჭავარიანი.

            3. "წრფივი დაპროგრამება ოპტიმიზაციის ამოცანებში" - მომხსენებლები: მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები თათია ბარელაძე, ნინი ბოჭორიშვილი და მარიამ ჯოლოგუა.

            4. "ალგებრის ფესვები" - მომხსენებლები: მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ლუკა გიორგიძე, თიკო გადილია, დავით ხაჩიძე და ანი ასანიძე.

            მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ კონკურსზე წარადგინა თემა: „ფუნქციონალური მეთოდები სიმრავლეთა თეორიაში“ და მოიპოვა გრანტი.

            პროექტის მონაწილეები: ილია ვეკუას სახ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლა, იტალიური სკოლა ცისკარი - Italian School Tsiskari და საქართველოს უნივერსიტეტი.

            პროექტის ხელმძღვანელი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკად. ი. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მათემატიკის მასწავლებელი კონსტანტინე კუპატაძე.

            პროექტის მეცნიერ-კონსულტანტი: საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ასოცირებული პროფესორი ქეთევან კუთხაშვილი.

            პროექტის ასისტენტი: საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით თარაშვილი.

          • ჭადრაკის ტურნირი

          • 16 დეკემბერს, იტლიურ სკოლაში გაიმართა ჭადრაკის ტურნირში მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოება
             29 ნოემბრიდან მიმდინარე ჭადრაკის ტურნირში II - V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტურნირი დაძაბულად მიმდინარეობდა, როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები - I, II, III ადგილის მფლობელები

          • ამხანაგური შეჯიბრი

          • 11 დეკემბერს, ქ. თბილისის 23-ე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, იტალიური სკოლისა და 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის, გაიმართა ამხანაგური შეჯიბრი კალათბურთში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ მე-6 კლასის მოსწავლე ვაჟები. შეჯიბრი იტალიური სკოლის კალათბურთელთა გამარჯვებით დამთავრდა.

            დამაჯერებელი ანგარიშით 45:4 გაიმარჯვა იტალიური სკოლის კალათბურთელთა გუნდმა  

          • მინიატურული სპექტაკლი

          • 2019 წლის 6 დეკემბერს, I/2კლასის მოსწავლეებმა იტალიური სკოლის სცენაზე წარმოადგინეს მინიატურული სპექტაკლი ,,გაეხადა ბაღს სამოსი“. სცენარის ავტორი და რეჟისორი - პედაგოგი, ინგა თეთრაძე; მუსიკალური გაფორმება - მარინა ლეკიშვილი, დეკორატორი - დინა კუჭაძე.

            პატარა მსახიობებმა დაიპყრეს დარბაზი: მხიარული ჰანგები,  გემოვნებით გაფორმებული მუსიკალური სცენები, შემოდგომის ხვავი და ბარაქა. ამ დღეს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა კლასის დამრიგებლის პოეტურობამ და გამორჩეულმა ფანტაზიის უნარმა.

             I/2კლასის მოსწავლეებს მუდამ ემახსოვრებათ მათი პირველი სასკოლო ზეიმის დღე - 2019 წლის 6 დეკემბრი

          • განსაკუთრებული სტუმარი

          • 5 დეკემბერს, იტალიურ სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა განსაკუთრებული სტუმარი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის დინამოს ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე და მისი მეგობარი, თბილისის დინამოს ფეხბურთელი ნოდარ იაშვილი.

            სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდნენ სტუმრებს. შეხვედრამ ძალიან საინტერესო გარემოში ჩაიარა. ბავშვებს მომზადებული ჰქონდათ შეკითხვები და სტუმრებმაც ამომწურავად გასცეს პასუხები, გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და შეხედულება ფეხბურთის გარშემო.

            შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დაარიგეს ავტოგრაფები და გადაიღეს ფოტოები
            ეს დღე ნამდვილად არ დაავიწყდებათ იტალიური სკოლის მოსწავლეებს

          • შეხვედრა მოძღვართან

          • 2019 წლის 28 ნოემბერს იტალიური სკოლა ,,ცისკრის" 5-2 და 6-1 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მაია ხაჭაპურიძე), უმასპინძლეს ჯვარის მამას მოძღვარს პოეტ - დეკანოზს თავმას ჩოხელს.

            მოსწავლეებმა საინტერესოდ და შთამბეჭდავად წაიკითხეს “სიყვარულის მოძღვრის” ლექსები, ცხოვრების გზა, მოისმინეს “სიყვარულის სახელით ამღერებული ლექსები”, მათ შორის 5 “იავნანას” ავტორის მამა თავმასის საოცარი “იავნანები” (კომპოზიტორი დავით არჩვაძე), მისივე შესრულებით სიმღერა “აფხაზეთის მონატრება”. ასევე მოძღვრის სტუმარმა ნიკოლოზ ოთანაძემ ფანდურზე შეასრულა რამდენიმე სიმღერა, რომლითაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.

            მოძღვარმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს გულთბილი შეხვედრისათვის, დაარიგა: “უყვარდეთ წიგნი, სამშობლო, შეიყვარონ ერთმანეთი და სულიერებით გაძლიერდნენ”. ეს თბილი და სიყვარულით სავსე შეხვედრა დიდხანს ემახსოვრებათ იტალიური სკოლის მოსწავლეებს

          • შეხვედრა ქართველ ისტორიკოსთან

          • 2019 წლის 19 ნოემბერს, იტალიური სკოლის X და XI კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ხელოვნების სასახლეში,  სადაც შედგა შეხვედრა ქართველ ისტორიკოსთან, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან ბ-ნ გიორგი კალანდიასთან.

            სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელოვნების სასახლეში დაცული ხელოვნების ნიმუშები. შეხვედრა იმდენად საინტერესო იყო, რომ დაიგეგმა დეკემბრის თვეში მორიგი შეხვედრა პროფესორ გიორგი კალანდიასთან.

          • იტალიელი სტუმრები

          • 9 ნოემბრიდან  სკოლა ,,ცისკარი“ მასპინძლობს იტალიელ სტუმრებს.  ორი ათეული წელი სრულდება, რაც   სასწავლო-გაცვლითი პროექტის ფარგლებში,  იტალიის  სკოლების მოსწავლეები ყოველწლიურად ჩამოდიან  ,,ცისკარში“.

            ამ ეტაპზე  ჩვენი სტუმრები არიან ქ. ბორგომანეროს პიერო გობეტის სახელობის სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთან ვალენტინა ძანეტასთან და   სკოლის ვიცე პრეზიდენტთან მასიმო ძანეტასთან ერთად. იტალიელი მოსწავლეები ტრადიციულად  ქართველი თანატოლების ოჯახებში ცხოვრობენ. გარდა სასკოლო-სასწავლო აქტივობებისა, პროექტის ფარგლებში, პროგრამაში შედის  ექსკურსიები, გასართობი კულტურული ღონისძიებები.

          • "შემოდგომის ვერნისაჟი"

          • იტალიურ სკოლაში მოეწყო I-დან VI კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ეკატერინე მელქაძე

            31/10/2019

          • მეგობრული შეხვედრა

          • 31 ოქტომბერს, ბაქსვუდის სკოლის ინიციატივით შედგა მეგობრული შეხვედრა ბაქსვუდისა და იტალიური სკოლის მოსწავლეებს შორის ფეხბურთსა და კალათბურთში (V და VI კლასები). ფეხბურთში გაიმარჯვეს ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებმა. კალათბურთში დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვეს იტალიური სკოლის მოსწავლეებმა

          • მოსწავლეებისა და პედაგოგების დაჯილდოვება

          • 2019 წლის 18 ოქტომბერი, უჩვეულო დღე გახლდათ, ეს იყო  მოსწავლეებისა და პედაგოგების დაჯილდოვების დღე.

            2018-19 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით  დაჯილდოვდნენ  მაღალრეიტინგული მოსწავლეები:

            ყველაზე  მაღალი რეიტინგის, პირველ ადგილზე გასულ მე-11 კლასის  მოსწავლეს, მარია კარავასილისს გადაეცა დიპლომი და  დაჯილდოვდა  პერსონალური კომპიუტერით;

            მეორე ადგილზე გასულ მე-11 კლასის  მოსწავლეს, მარიამ ჩახავას გადაეცა დიპლომი და   დაჯილდოვდა პლანშეტური კომპიუტერით;

            მესამე ადგილზე გასულ მე-10 კლასის მოსწავლეს დეა ტუგულაშვილს გადაეცა დიპლომი და   დაჯილდოვდა ,,ბიბლუსის“ 100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით-,,ვაუჩერით“.

            მეოთხე ადგილზე გასულ  მე-11 კლასის მოსწავლეს ლილი კერესელიძესა და მეხუთე ადგილზე გასულ მე-10 კლასის მოსწავლეს  ნიცა ქოქოლაძეს გადაეცათ დიპლომები. რეიტინგული სისტემის პირველ ათეულში მოხვდნენ მე-10 კლასის მოსწავლები: ანა ლოლუა,  ქეთევან ჭიჭინაძე, სოფო კობახიძე და მე-11 კლასის მოსწავლეები: ნატალია ხიტალიშვილი, მაკა ზითანიშვილი. 

            ამავე დღეს საგნობრივმა კათედრებმა 2018-19 სასწავლო წელს მაღალი აკადემიური მოსწრებისა და კათედრის ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის დააჯილდოვეს მოსწავლეები, რომელთაც  სამახსოვროდ  გადაეცათ  წიგნები. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ დააჯილდოვა მე-12 კლასის მოსწავლე ნატა ლაშქარაშვილი; იტალიური ენის კათედრამ - მე-9 კლასის მოსწავლე ანა ტლაშაძე და მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ჩახავა; ინგლისური ენის კათედრამ -  მე-10 კლასის მოსწავლე ანა ლოლუა და მე-11 კლასის მოსწავლე მარია კარავასილისი; მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრამ - მე-9 კლასის მოსწავლე ანასტასია კვარაცხელია და  მე-8 კლასის მოსწავლე რუსუდან ტაბატაძე; საბუნებისმეტყველო კათედრამ - მე-9 კლასის მოსწავლე თამთა ათოშვილი; საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ -  მე-11 კლასის  მოსწავლე მარია კარავასილისი და მე-8 კლასის მოსწავლე ნატალია ჭიჭინაძე; ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრამ - მე-9 კლასის მოსწავლე სანდრო პაპასკირი.

            2018-19 სასწავლო წლის CILS-ის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსწავლეთა მომზადების ხარისხისა და მიღწეული მაღალი შედეგისათვის სიგელით  დაჯილდოვდა იტალიური ენის პედაგოგი ნატა მიჩინაშვილი.

            2018-19 სასწავლო წლის ყველაზე მაღალი რეიტინგისათვის ფულადი ჯილდოთი  და სიგელით დაჯილდოვდა დაწყებითი კლასების კათედრა და მისი ხელმძღვანელი ნანა ვაჩიბერიძე.

            დასასრულს,  სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს ლია მეფარიშვილს ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის გადაეცა  მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო.

            2019 წლის 18 ოქტომბრის შთაბეჭდილება დიდხანს გაყვება   იტალიური სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

          • European Day of Languages 2019 - ენების ევროპული დღე 2019

          • 28 სექტემბერს, იტალიური სკოლა მონაწილეობდა კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამართულ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში (2001 წლიდან, ევროპის საბჭოს ინიციატივითა და ევროკომისიის მხარდაჭერით, ყოველ წლიურად 26 სექტემბერს, აღინიშნება ენების ევროპული დღე).

            იტალიური სკოლის XI კლასის მოსწავლემ, მარიამ ჩახავამ იტალიურ და ქართულ ენებზე წაიკითხა ლეონარდო და ვინჩის ზღაპარი ,,აბრეშუმის ჭია". ღონისძიების დასასრულს სხვადასხვა სკოლებიდან მოწვეულ მოსწავლეებთან ერთად ფერადი ფანქრებითა და ძაფებით შეიქმნა ხელნაკეთი აბრეუმის ჭია.

          • ჯანსაღი ცხოვრების წესი

          • იტალიური სკოლაში დამკვიდრებული ტრადიციის  ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის"  ფარგლებში, 20 სექტემბერს, სამივე საფეხურის მოსწავლეები და პედაგოგები, ერთი დღით, ეწვივნენ ლისის ტბის მიდამოებს.  გაიმართა საინტერესო ღონისძიებები.

            ასაკის მიხედვით მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში: მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სიმღერებისა და ცეკვების კონკურსში, გამარჯვებულებს  გადაეცათ სიგელები.

             ღონისძიება დასრულდა   პიკნიკით, მონაწილეებმა დააგემოვნეს სკოლის კაფეტერიაში  მომზადებული გემრიელობები.  თითოეულ მათგანს ეს საინტერესო დღე არასოდეს დაავიწყდება

          • გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

          • ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო - გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! უკვე 23-ე წელია დიდი სიყვარულით, სითბოთი და ხალისით იწყება სწავლა იტალიურ სკოლა ,,ცისკარში". სკოლის კედლებში გატარებული ყოველი, დღე თითოეული თქვენგანისათვის, სიხარულის მომნიჭებელი და წარმატების მომტანი ყოფილიყოს!

        • კვლევა - საშინაო დავალება
          • კვლევა - საშინაო დავალება

          • „საშინაო დავალებასთან დაკავშირებული სირთულეები“

            2018-2019 სასწავლო წელს იტალიური სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა ნანა ვაჩიბერიძემ, მაია ცინაძემ და ინგა თეთრაძემ  ჩაატარეს კვლევა თემაზე „საშინაო დავალებასთან დაკავშირებული სირთულეები“ მათემატიკის გაკვეთილზე.  კვლევის მიზანი იყო  საშინაო დავალების შესრულების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული პრობლემების კვლევა. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, რომ მათთვის საშინაო დავალებაარ იყოს რუტინა და დასჯა,  რომლისგანაც თავის დაღწევას მუდმივად ცდილობენ.

        • კვლევა - ინტეგრირებული გაკვეთილი
          • კვლევა - ინტეგრირებული გაკვეთილი

          • ინტეგრირებულიგაკვეთილების როლი სწავლა -სწავლების პროცესში

            2018-2019 სასწავლო წელს იტალიური სკოლის  მათემატიკის კათედრისა და საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგებმა:  მანანა თოფურიამ და მარინა ხომასურიძემ  ჩაატარეს კვლევა თემაზე „ინტეგრირებულიგაკვეთილების როლი სწავლა -სწავლების პროცესში“.კვლევის მიზანი იყო შეესწავლათ  რამდენად უწყობს ხელს საგანთა ინტეგრირებული სწავლება  სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა აღჭურვას  ქმედითი ცოდნით. საჭიროა თუ არა საკუთარ პრაქტიკაში ამ ტიპის გაკვეთილებზე მეტი აქცენტის გაკეთება და რა კუთხით უნდა გაძლიერდეს მუშაობა.

          • ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია

          • 2019 წლის 23 მაისს მე-IV/2 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს, გიორგი ლეონიძის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ,,ნატვრის ხის" მოტივებზე შექმნილი ლიტერატურულ-მხატვრული კ ო მ პ ო ზ ი ც ი ა. დამრიგებელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ხაჭაპურიძე, მუსიკის მასწავლებელი -თინათინ მაჩაბელი.

            ,,ი ც ოც ხ ლ ე გოგლა,შენ ჩვენთანა ხარ!.."პატარებმა სცენაზე გააცოცხლეს ნოველათა გმირები-დეიდა მაიკო, მარიტა, ფუფალა, ელიოზი, ჩორეხი....,გოგლას ბავშვობისა და ცხოვრების წლები..., ოსტატურად შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელზე შთამბეჭდავი გავლენა მოახდინა,

            ღონისძიებას ესწრებოდა პოეტის შვილიშვილი გიორგი ლეონიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა პატარებს თბილი და გულწრფელი შეხვედრისათვის.

             ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდუბის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი მაია მაღრაძე, სკოლის დირექცია,პედაგოგები და მშობლები.

            პატარებს ეს ლამაზი დღე დიდხანს ემახსოვრებათ.