სიახლეები

          • იტალიურმა სკოლამ რომის Liceo Scientifico Statale Augusto Righi-ს დელეგაციას უმასპინძლა

          •     ჩვენს სკოლას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ რომის Liceo Scientifico Statale Augusto Righi-ის 11 მოსწავლე, დირექტორი და პედაგოგები. ვიზიტი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით და შთამბეჭდავი აქტივობებით, რაც მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახდა.

                ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და საგანმანათლებლო გარემოს შესახებ. გაიმართა სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებას.

               სტუმრებმა ასევე იმოგზაურეს საქართველოს ისტორიულ რეგიონებში, კერძოდ კახეთსა და მცხეთაში, სადაც გაეცნენ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიას და დაათვალიერეს ღირსშესანიშნაობები.

             ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც სამომავლო პარტნიორობის საფუძველს ქმნის. შეთანხმების ფარგლებში, უკვე დაგეგმილია, რომ შემოდგომაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეები საპასუხო ვიზიტით ეწვევიან რომს.

                აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მსგავსი გამოცდილებები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ცოდნა, განივითარონ ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარები და გააფართოონ საკუთარი ხედვა გლობალურ გარემოზე.

          • განათლება, რომელიც მომავალს ქმნის

          • ხარისხიანი განათლება, პროფესიონალი პედაგოგები და დაცული, ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო — ეს არის საფუძველი, რომელზეც ყალიბდება თავდაჯერებული და წარმატებული მომავალი. 🤍

            იტალიური სკოლა — განათლება, რომელიც მომავალს ქმნის.

            Un'istruzione di qualità, insegnanti preparati e un ambiente sicuro e ricco di valori: queste sono le fondamenta per costruire un futuro sereno e di successo. 🤍

            Scuola italiana: l'istruzione che crea il futuro.

          • გზა წარმატებისკენ

          • 👩‍🎓 გზა წარმატებისკენ - ჩვენი მოსწავლეები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას

            La strada verso il successo - i nostri studenti continuano i loro studi nelle principali università europee

          • სკოლის ლიდერთა კლუბი

          • 🎥 გაიცანით იტალიური სკოლის ლიდერთა კლუბი

            ნატალია ჯინჭარაძე, სოფი მელუა და სალომე ნადირაძე გვიყვებიან, რატომ აირჩიეს ლიდერთა კლუბი, რა უნარები შეიძინეს და როგორ ცვლიან სკოლის ცხოვრებას ყოველდღე. ✨

            Vi presentiamo il Club dei Leader della Scuola Italiana

            Natalia Jinchharadze, Sofi Melua e Salome Nadiradze raccontano perché hanno scelto il Club dei Leader, quali competenze hanno sviluppato e come contribuiscono ogni giorno alla vita della scuola. ✨

      • კონტაქტი

        • იტალიური სკოლა
        • +995 322 35 18 25
          +995 577 20 01 05
        • თორნიკე ერისთავის ქუჩა, №1
          თბილისი
          0180 თბილისი
          Georgia
      • ანგარიშში შესვლა

    • ვებ-გვერდის განახლების თარიღი - 09/09/25