• არა ომს

          • დაე,დედებმა უკითხონ და აკითხონ შვილებს ჯანი როდარი და ომის გამჩაღებლები აღარ იარსებებენ ამ ქვეყნად!!!

            Che,le mamme legano e fanno leggere ai figli Gianni Rodari e non ci sarebbero più nel mondo ispiratori delle guerre!!!

            გახსოვდეს მუდამ

                                         ჯანი როდარი

            არსებობს რაღაც ყოველდღე საკეთებელი:

            დაბანა, სწავლა, თამაში, ჭამა.

            არსებობს რაღაც ღამით საკეთებელი:

            თვალის დახუჭვა, ყურის დახშობა, დაძინება და სიზმრად ქცევა.

            არსებობს, თუმც რაღაც არასოდეს საკეთებელი,

            არც დღე, არც ღამე,

            არც ზღვად, არც მიწად,

            ეს არის ომი, მაგალითად!!!

             

                                                                                                                                   

             

            Promemoria 

                                            Gianni Rodari

            Ci sono cose da fare ogni giorno:

            lavarsi,studiare,giocare

            preparare la tavola,

            a mezzogiorno.

            Ci sono cose da fare di notte:

            chiudere gli occhi,dormire,

            avere sogni da sognare,

            orecchie per non sentire.

            Ci sono cose da non  fare mai

            ne di giorno ne di notte,

            Ne per mare ne per terra:

            per esempio, la guerra

          • ცოცხალი ტყუილი

          • ,,ცოცხალი ტყუილი"- ეს იყო  V კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კლუბში მორიგი შეხვედრის თემა.

            ლიტერატურისთვის ცნობილ თხრობის ამგვარ ხერხს ბავშვები უპირველესად ქართული ხალხური პოეზიის  ნიმუშებით გაეცნენ,შემდეგ მოისმინეს ,,მსოფლიოში ყველაზე მართალ კაცად" ცნობილი ,,ბარონ მიუნჰაუზენის ამბებს", წაიკითხეს რამდენიმე მოთხრობა ე. რასპეს წიგნიდან ,,მიუნჰაუზენის თავგადასავალი".

            კლუბის წევრებისთვის საინტერესო  და მოულოდნელი აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას მოთხრობის ,,ცრუპენტელა აღმზრდელის" პერსონაჟის მიერ ასეთივე გასაოცარი  ფანტაზიით შეთხზული ამბები.

            რამდენიმე ეპიზოდი  თავად ბავშვებმა  წაიკითხეს  და  ისაუბრეს იმაზე, თუ რა კვებავს,ზოგადად ადამიანის ფანტაზიას,რატომ თხზავს ადამიანი ამგვარ დაუჯერებელ,თუმცა, მკითხველისთვის ძალზე სახალისო ამბებს.

            მომავალი შეხვედრისთვის მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ  საკუთარი ესეისტური ჩანახატები ე.რასპესა და  ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების განმასხვავებელი ნიშნების შესახებ.

          • საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები

          • 1 მარტს, იტალიურ სკოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულმა და ევროპისმცოდნეობის მაგისტრანტმა ნიკა  კრაწაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა სკოლის IX,X,XI კლასის მოსწავლეებთან  საერთაშორისო განათლებასა და გაცვლით პროგრამებზე.

            განხილული იყო ERASMUS+,FLEX,UGRAD და უცხოეთში სწავლისა და  მოხალისეობრივი საქმიანობის სხვა შესაძლებლობები

            მომხსენებლმა მოსწავლეებს გერმანიისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში ERASMUS+ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება გაუზიარა და განათლების უცხოეთში მისაღებად განკუთვნილ კონკურსებში  წარმატებული მონაწილეობისთვის  რეკომენდაციები მისცა

          • ახალი თაობა ლიტერატურულ კლუბში

          • იტალიური სკოლის ლიტერატურულ კლუბს II -III კლასის მოსწავლეები შემოუერთდნენ, რომელსაც უხელმძღვანელებს სკოლის პედაგოგი, მრავალი პროექტის და მეთოდური სახელმძღვანელოს  ავტორი, მწერალი  ინგა თეთრაძე.

             

            კლუბის ფარგლებში გაერთიანება ხელს  უწყობს მოსწავლეთა  თვალსაწიერის გაფართოებას, ლიტერატურისა და წიგნის  სიყვარულს, კრეატიული აზროვნების განვითარებას

            15 მარტს შედგება პატარების პირველი სტუმრობა ლიტერატურულ კლუბში.