• კომპანია "ტენე" სტუმრად სკოლაში

          • 🌱 ჩვენი სკოლის VI, VII და VIII კლასელებისთვის გარემოს დაცვის და ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე კომპანია „ტენეს“ წარმომადგენელმა საინტერესო შეხვედრა ჩაატარა.

            🌍 ♻️ „ტენე“ ქართული საწარმოა, რომელიც მეორადი ნარჩენებისგან USB კაბელებს აწარმოებს და გარემოს დაბინძურების შემცირებაზე ზრუნავს.

            💡 შეხვედრა მშობელთა კლუბის ინიციატივით გაიმართა და მოსწავლეებისთვის ინფორმატიული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.💚

          • "სამყარო ითვლის"

          • 🔢მათემატიკის კათედრის კვირეული – „სამყარო ითვლის…”

            📌IV1-IV2 კლასები

            მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, „გეომეტრიული ფიგურები და საგზაო ნიშნები“, შექმნეს ციფრული პროექტები და სკოლის საგზაო ნიშნების აპლიკაციები – გამაფრთხილებელი და ამკრძალავი! 🛑🚸

            პედაგოგი: მანანა თოფურია

            📌VI კლასები

            ვიქტორინამ ოთხი გუნდი გააერთიანა მხიარული და ლოგიკური ამოცანებით. გამარჯვებულებმა თასი მოიპოვეს, ხოლო ყველა მონაწილე სიგელებით დაჯილდოვდა! 🏆👏

            პედაგოგი: დაჩი ნანობაშვილი

            📌V2 კლასი

            მათემატიკური ჭიდილი – მოსწავლეებმა გუნდური მუშაობით ლოგიკური ამოცანები ამოხსნეს და პრეზენტაციები წარადგინეს. 🧠

            პედაგოგი: ანა ნატროშვილი

            📌VIII-XI კლასები

            ✨VIII კლასელებმა შექმნეს ინტერაქტიული რუკა. 🗺️

            ✨X-XI კლასელებმა დაამზადეს ორწახნაგა კუთხის, მრავალწახნაგების და ბრუნვითი ფიგურების მაკეტები და ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს. 🎨📐

          • გაეროს მოდელირება სკოლაში

          • 🗓️იტალიურ სკოლაში 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩატარდა შიდა სასკოლო გაეროს მოდელირება საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის თანამშრომლობით.

            💼მოდელირება მოიცავდა UNHRC-ის - ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სამუშაო შეხვედრის სიმულაციას.

            📚🌍ორი დღის განმავლობაში მონაწილეები, (მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები), განიხილავდნენ თემას: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.

            👏ინტენსიური სამუშაო პროცესისა და დებატების შემდეგ, დელეგატებმა შექმნეს ალიანსები და დაიწყეს სარეზოლუციო პროექტზე მუშაობა.

            🙌საბოლოოდ 21 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი ხმით, კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია თემაზე: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.

            ❤️ვულოცავთ პროექტის მონაწილეებს წარმატებულ საკომიტეტო სესიებს!

            🗓️იტალიურ სკოლაში 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩატარდა შიდა სასკოლო გაეროს მოდელირება საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის თანამშრომლობით.

            💼მოდელირება მოიცავდა UNHRC-ის - ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სამუშაო შეხვედრის სიმულაციას.

            📚🌍ორი დღის განმავლობაში მონაწილეები, (მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები), განიხილავდნენ თემას: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.

            👏ინტენსიური სამუშაო პროცესისა და დებატების შემდეგ, დელეგატებმა შექმნეს ალიანსები და დაიწყეს სარეზოლუციო პროექტზე მუშაობა.

            🙌საბოლოოდ 21 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი ხმით, კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია თემაზე: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.

            ❤️ვულოცავთ პროექტის მონაწილეებს წარმატებულ საკომიტეტო სესიებს!

          • იტალიური სკოლა კვლავ ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელია

          • ✅იტალიური სკოლა კვლავ ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელია!

            📈ISO (International Standardization Organization) სერტიფიკატი, რომელსაც ჩვენი სკოლა 2006 წლიდან ფლობს, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სტანდარტების მუდმივ შენარჩუნებას.

            🔍26-28 ნოემბერს, ბრიტანული საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Intertek კვლავ ესტუმრა სკოლას და განახორციელა ყოველწლიური აუდიტი.

            აუდიტის მსვლელობისას შეფასდა:

            სამუშაო პროცესების ეფექტურობა🏫

            დასაქმებული კადრების კვალიფიკაცია 🧑‍🏫

            აღჭურვილობა 🖥️

            სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ნორმები 🌍

            უსაფრთხოების წესების დაცვა. 🚸

            ჩვენი სკოლა აქტიურად ზრუნავს ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, რათა უზრუნველყოს სწავლების და მართვის მაღალი სტანდარტები.

            🎉ვულოცავთ სასკოლო საზოგადოებას გარე აუდიტორული შემოწმების უხარვეზოდ გავლას!

            #ISO #ხარისხისმართვა #იტალიურისკოლა #საერთაშორისოაუდიტი

          • იტალიურ სკოლაში შიდა სასკოლო გაეროს მოდელირება ჩატარდა

          • 🗓️ იტალიურ სკოლაში 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩატარდა შიდა სასკოლო გაეროს მოდელირება საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის თანამშრომლობით.

            💼 მოდელირება მოიცავდა UNHRC-ის - ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სამუშაო შეხვედრის სიმულაციას.

            📚 🌍 ორი დღის განმავლობაში მონაწილეები, (მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები), განიხილავდნენ თემას: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.

            👏 ინტენსიური სამუშაო პროცესისა და დებატების შემდეგ, დელეგატებმა შექმნეს ალიანსები და დაიწყეს სარეზოლუციო პროექტზე მუშაობა.

            🙌 საბოლოოდ 21 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი ხმით, კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია თემაზე: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.

            ❤️ ვულოცავთ პროექტის მონაწილეებს წარმატებულ საკომიტეტო სესიებს!

          • ჩვენი სკოლის მოსწავლის მართა არველაძის წარმატება ვაშინგტონში

          • 🌟 მართა არველაძის წარმატება ვაშინგტონში!

            🇺🇸 ✈️ საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის მხარდაჭერით, იტალიური სკოლის მოსწავლეთა კლუბის პრეზიდენტი, მართა არველაძე, ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო გაეროს მოდელირების კონფერენციაში მონაწილეობდა.

            👏 მართა გახდა ერთ-ერთი გამარჯვებული და საპატიო დელეგატის სტატუსი მოიპოვა! ვულოცავთ მას და მთელ დელეგაციას ამ დიდ წარმატებას! 💙

          • შეხვედრა პარაოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანთან ანა ჯაფარიძესთან.

          • 🌟 ანა ჯაფარიძე – წარმატების ისტორია!

            15 ნოემბერს ჩვენი სკოლის სტუმარი იყო პარაოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი, ანა ჯაფარიძე!🥉

            🗣️ შეხვედრაზე მან მოსწავლეებს გაუზიარა თავისი მთავარი გზავნილი:

            „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.” ძლიერი მოტივაცია და მიზანი წარმატების მთავარი გასაღებია.

            🔸 ასევე, ანამ ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებს მოუწოდა, იზრუნონ ფიზიკურ აქტიურობასა და ჯანმრთელობაზე.

            💪 ანა არის მაგალითი იმისა, რომ ნამდვილი წარმატება სირთულეების დაძლევით მიიღწევა!​​

          • იტალიური სკოლა ბრიუსელში გაეროს მოდელირების ასოციაციის ორგანიზებით

          • 🛫 🇧🇪 საშემოდგომო არდადეგების პერიოდში საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ორგანიზებით, ჩვენი სკოლის მე-10, 11 და 12 კლასის მოსწავლეები ბრიუსელში გაემგზავრნენ, სადაც მათ საინტერესო სასწავლო პროგრამა ელოდათ! 🇪🇺 📚

            📍 პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს დაგეგმილი ჰქონდათ ვიზიტი ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ევროსაბჭოში, ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტში, ასევე ევროპის რეგიონთა კომიტეტში.

            👥 მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ შეხვედრებს ინსტიტუციების წარმომადგენლებთან, მოესმინათ სალექციო კურსი და კითხვა-პასუხის რეჟიმში განეხილათ სხვადასხვა თემები, ჩართულიყვნენ როლურ თამაშში და მოერგოთ ევროპარლამენტარების როლი.

            🏛️ 🌆 შემდეგ, მოსწავლეები გაემართნენ ბელგიის ისტორიულ ქალაქებში — გენტსა და ბრიუგეში, ასევე მოინახულეს ლუქსემბურგიც, სადაც მათ უნიკალური არქიტექტურა და ულამაზესი ქუჩები დაათვალიერეს.

            ✨ 😊 💼 ჩვენი მოსწავლეები ახალი ცოდნით, გამოცდილებებით და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსენი დაბრუნდნენ.

            🙏 ❤️ განსაკუთრებული მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, ხატია ქობალიას, და მე-11, 12 კლასების დამრიგებელს, ნატა მიჩინაშვილს, ასეთი საინტერესო და ღირებული ინიციატივის მხარდაჭერისთვის! 📚 ✨

          • ინტელექტუალური თამაში "ტვინების ბრძოლა"

          • 🎉 სკოლაში ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა” ჩატარდა! 🏆

            პირველი შიდა სასკოლო ტური ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა: მე4, 6 და მე7, 11 კლასებს შორის, სკოლის ინტელექტ კლუბის ხელმძღვანელის, ვლას ვაწაძის, მხარდაჭერით. 🧠 ✨

            🏅 ჩვენი გამარჯვებულები:

            • მე6-1 კლასი - პირველ ასაკობრივ კატეგორიაში! 👏

            • მე9 კლასი - მეორე ასაკობრივ კატეგორიაში! 🎊

            👏 გამარჯვებულ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საქალაქო ჩემპიონატზე იბრძოლონ, რაც მათ ქვეყნის რეგიონის გამარჯვებულ გუნდებთან ასპარეზობის შესაძლებლობას მისცემს! 🏅

            ❤️ ✨ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს.

          • შეხვედრა საყვარელ პედაგოგთან დაჩი ნანობაშვილთან

          • 📌 👨‍🏫 სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრები შეხვდნენ საყვარელ პედაგოგს, დაჩი ნანობაშვილს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018“-ის ფინალისტს და ოლიმპიადა „ევერესტის“ დამაარსებელს.

            📖 დაჩიმ გულწრფელად ისაუბრა წარმატების გზაზე, პროფესიისადმი სიყვარულზე და საყვარელ წიგნებზე, ბოლოს კი მოსწავლეთა კითხვებსაც უპასუხა.

            🪄 ჯერ კიდევ პანდემიის დროს, სატელევიზიო გაკვეთილებით მოახდინა შთაბეჭდილება, ეს შეხვედრა კი კიდევ უფრო ემოციური აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის! 🥰