• ვაკასიები

      1. ფსიქოლოგი: იტალიური სკოლა აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგთა გუნდში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

      ფსიქოლოგის სამსახური ზრუნავს სკოლაში ჯანსაღი, უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე.

      წევრს აქვს შემდეგი კომპეტენციები:

      მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური კომუნიკაცია - გადაუდებელი ინტერვენციები, კონსულტაციები და მოსწავლეთა ფსიქოემოციურ განვითარებაზე ორიენტირებული მუშაობა.

      მოსწავლეებსა და კლასებზე დაკვირვება შესაძლო სირთულეების გამოკვეთისა და პროაქტიული სამუშაოების დაგეგმვის მიზნით

      პედაგოგებთან და ადმინისტრაციასთან მუშაობა მოსალოდნელი საერთო სირთულეების, რისკ-ჯგუფებში მყოფი მოსწავლეების გამოვლენისა და გრძელვადიანი სამოქმედო სტრატეგიების შემუშავების მიზნით. ასევე ქცევის მართვისა თუ სხვა ფსიქოლოგის კომპეტენციაში მოქცეულ საკითხებზე ტრენინგების მომზადება, რესურსების გაზიარება.

      მშობლებთან ინდივიდიალური და ჯგუფური კომუნიკაცია - ცალკეული მოსწავლის სირთულეების გაცნობა, პირველადი რეკომენდაციების გაცემა, ამასთან ჯგუფური შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მშობლებთან მათთვის საინტერესო თემებზე. ამავე საკითხებზე სკოლის ვებ გვერდზე განსათავსებლად ბლოგ-პოსტების მომზადება.

      საკვალაფიკაციო მოთხოვნები:

      უმაღლესი განათლება ფსიქიოლოგიის მიმართულებით.
      სკოლაში ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება.


      2. IT სპეციალისტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი: მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენციით;  სკოლაში პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.


      3. მიკროავტობუსის მძღოლი- მოსწავლეთა ტრანსპორტირება, გასვლითი ღონისძიებები, ექსკურსიები და სხვა). სკოლას ჰყავს თავისი  საკუთარი მიკროავტობუსი. ხელფასი -1000 ლარი. (გასვლითი ღონისძიებების ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით).


      4. ხარისხის მართვის მენეჯერი - უმაღლესი განათლება, შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი.