გალერეების სია
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
სიახლეები
თვითრეგულაცია, მოლოდინები და გამოწვევა
შეგინიშნავთ, თუ რამდენად ჩართულები არიან ბავშვები კრეატიულ, მათთვის საინტერესო საქმიანობაში, როგორიცაა, მაგალითად ცეკვა, ხატვა, კოსნტრუქციების აგება, მაგრამ გონება ეფანტებათ და ღელავენ მეტად სტრუქტურირებული დავალებების შესრულებისას? ეს იმის გამო ხდება, რომ დაგეგმვა და ემოციური კონტროლი - უნარები, რომლებიც თვითრეგულაციასა და აღმასრულებელ ფუნქციასთანაა დაკავშირებული - არათანაბრად და თანდათანობით ვითარდება.
პირველკლასელთა მიღება 2026-2027
✨ იტალიურ სკოლაში პირველკლასელთა მიღება 2026–2027 სასწავლო წლისთვის უკვე დაიწყო!
🏫 ISO 9001:2015 სერტიფიცირებული სკოლა, რომელიც უკვე 29 წელია უზრუნველყოფს სტაბილურ, ხარისხიან და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს.
ჩვენ გვწამს, რომ პირველკლასელის სასკოლო გზა უნდა იწყებოდეს სითბოთი, პროფესიონალთა მხარდაჭერით და ისეთი გარემოთი, სადაც თითოეული ბავშვი საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს აღმოაჩენს.
პროექტი „Tbilisi Model United Nations 2025 – Autumn Sessions“
სკოლის IX–X კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში: „Tbilisi Model United Nations 2025 – Autumn Sessions“.
🗣️ სამდღიანი სესიის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთვნენ საკომიტეტო მუშაობაში, გაეცნენ გაეროს მუშაობის პრინციპებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს, მონაწილეობდნენ ფორმალურ და არაფორმალურ მოლაპარაკებებში და სესიის ბოლოს გენერალურ ასამბლეაზე წარადგინეს საკუთარი სარეზოლუციო პროექტები.
ესმა მანია სტუმრად იტალიურ სკოლაში
📚✨ ლიტერატურული კლუბის ფარგლებში, სკოლას ესტუმრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საზოგადო მოღვაწეთა არქივის მასალების მცველი — ესმა მანია.
სტუმარმა მოსწავლეებს წარუდგინა იშვიათი ვიდეოფირები და გააცნო უნიკალური მასალები ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ყაზბეგის პირადი არქივებიდან.
ტოლერანტობის კვირეული
9📚✨ ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ლიდერთა კლუბის წევრებმა (VII კლასი) პრეზენტაცია ჩაუტარეს III, IV და V კლასის მოსწავლეებს.
შეხვედრაზე მათ ისაუბრეს პატივისცემის, განსხვავებების მიღებისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და პატარებიც ჩართეს თემატურ აქტივობებში.
🌍🤝 მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს თბილი, უსაფრთხო და მხარდამჭერი სასკოლო გარემოს ჩამოყალიბებას და ეს აძლევს შესაძლებლობას როგორც უფროსებს, ისე პატარებს, ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლონ.
სტუმრად ახალგაზრდა ევროპელი ელჩები
სკოლას სტუმრობდნენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, ლიზა ფარცვანია და მარიამ ნაზარიანი, რომლებმაც მოსწავლეებს ჩაუტარეს საინტერესო აქტივობა სახელწოდებით “ევროპული დებატები”.
შეხვედრის დასაწყისში მათ მოსწავლეებს გაუზიარეს ინფორმაცია ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელზე და ისაუბრეს ელჩად გახდომის შესაძლებლობასა და მნიშვნელობაზე.
იტალიური სკოლის მოსწავლეები გამოფენაზე „მომავალი მოქანდაკე“
6იტალიური სკოლის მოსწავლეები გამოფენაზე „მომავალი მოქანდაკე“
16 ნოემბერს გაიმართა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა „მომავალი მოქანდაკე“, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „ქანდაკების ფესტივალი – 2025“ ფარგლებში.
ჩვენი მოსწავლეები გამორჩეული ნამუშევრებით წარდგნენ და საპატიო დიპლომებიც მიიღეს.
კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად