ინდივიდის ჩამოყალიბებას საფუძველი ცხოვრების ადრეულ წლებში ეყრება. ამ პერიოდს კი ბავშვი ძირითადად ორ - ოჯახურ და სასკოლო გარემოში ატარებს. სკოლა არის სივრცე, რომელიც დიდწილადაა ჩართული როგორც, მოსწავლის აკადემიური უნარებისა და ცოდნის, ასევე პიროვნულ განვითარებაში. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მშობლები და სკოლა მჭიდროდ თანამშრომლებდნენ ერთმანეთთან. რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ შექმნან ნაყოფიერი გარემო, რომელიც თავისუფლებისმოყვარე, განათლებული, დამოუკიდებელი, გონიერი, და სხვა სიკეთეებით დაჯილდოებული ადამიანის ფორმირებას შეუწყობს ხელს.