სკოლის ისტორია
1996 წელს, "საქართველო-იტალიის" საზოგადოების ინიციატივით თბილისში დაარსდა იტალიური სკოლა "ცისკარი". სკოლას შემდეგში ეწოდა საზოგადოების პრეზიდენტის, ბატონი ვახტანგ ესვანჯიას სახელი.
სკოლა ფლობს მნიშვნელოვან ინტელექტუალურ და ტექნოლოგიურ რესურსს.
სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2022 წლის 13 ივლისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსწავლეებს სთავაზობს შემდეგ პროგრამებს სწავლების სამივე საფეხურზე:
- დაწყებითი საგანმანათლებლო პროგრამას, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე;
- საბაზო საგანმანათლებლო პროგრამას, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე;
- საშუალო საგანმანათლებლო პროგრამას, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე.
სკოლა განთავსებულია საკუთარ შენობაში, აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასები, სააქტო და სპორტული დარბაზები, კომფორტული სასადილო. არსებობის 27 წლის მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიის სხვადასხვა სკოლებთან, ასოციაციებთან და საზოგადოებებთან.
სკოლა "ცისკარი", სასწავლო-გაცვლითი პროექტების ფარგლებში, 1998 წლიდან, დამეგობრებულია იტალიის ქალაქების ბორგომანეროს, პალერმოს, ტურინის, ბუსკას, მილანის, რომისა და ვერბანიას სკოლებთან. ყოველწლიურად, "ცისკრის" წარმატებული მოსწავლეები, გაცვლითი პროექტების ფარგლებში, მიემგზავრებიან იტალიაში და თავადაც მასპინძლობენ იტალიელ თანატოლებს.
იტალიურ სკოლაში 2017-18 სასწავლო წლიდან, მნიშვნელოვანი სიახლეა, ამოქმედდა ორენოვანი ბილინგვური (იტალიურ - ქართული) სექტორი. ორენოვანი სექტორზე სწავლება მიმდინარეობს იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
"ცისკარი’’ 1999 წლიდან იუნესკოს ასოცირებულ სკოლათა წევრია; 2005 წლიდან ISAschool - მსოფლიო საერთაშორისო სკოლების ასოციაციის წევრი; 2006 წლიდან IEARN - ის საერთაშორისო განათლებისა და რესურსების ქსელის წევრი; 2006 წლის ოქტომბერში სკოლამ გაიარა ხარისხისა და მართვის საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტი,
იტალიური სკოლა ამიერკავკასიის რეგიონში იყო პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ხარისხის საერთაშორისო ISO სისტემის 9001:2015 სტანდარტის სერტიფიკატი.
იტალიის ქ. სიენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში,2013 წლიდან სკოლა გახდა ,,CILS“-ის საგამოცდო ცენტრი, მოიპოვა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების უფლება.
2023 წლის მარტიდან სკოლა შეუერთდა დანტე ალიგიერის მსოფლიო იტალიური სკოლების ასოციაციას (ADASIM).
იტალიურ სკოლაში არსებულ უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ყველა პირობაა შექმნილი ინტელექტუალური, ფიზიკურად ჯანსაღი და XXI საუკუნის გამოწვევებისთვის მომზადებული მომავალი თაობების აღსაზრდელად.