• უცხო ენების სწავლება

        სკოლის მისიიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, განსაზღვრულია ესგ-ით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების პაკეტი, რომელიც შემუშავებულია საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად. სკოლა მოსწვლეეებს სთავაზობს სამ უცხო ენას.

        საათობრივი ბადით განსაზღვრულია სასწავლო კურსის საათები კლასების მიხედვით. დასწრების ფორმა სავალდებულოა, შეფასება - განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

        პირველი  უცხო ენა - ინგლისური ენა - 2015-16 სასწავლო წლიდან, სამინისტროსთან შეთანხმებით (წერილი №42 დათარიღებული 29.07.15) სკოლაში პირველ უცხო ენად ითვლება ინგლისური ენა. საგანი ისწავლება I კლასიდან XII კლასის ჩათვლით.

        სწავლება მიმდინარეობს ინგლისური ენის საგნობრივი სტანდარტების ენის ფლობის დონეების მიხედვით,  შემდეგი სქემის საფუძველზე:

         

        დაწყებითი

        საბაზო-საშუალო

         

        კლასი

        I

        II

        III

        IV

        V

        VI

        VII

        VIII

        IX

        X

        XI

        XII

        უცხ. ენა I

        სტ.დონე

        I

        II

        III

        IV

        V

        VI

        II/

        III

        III/

        IV

        IV/

        V

        V/

        VI

        VI/

        VII

        VII/

        სVIII

        ევრ.საბჭ. დონე

        A1.1

        A1.2

        A1.3

        A2.1

        A2.2

        A2.3

        A2/ B 1.1.

        B1.1./ B 1.2.

        B1.2./ B 1.3.

        B1.3./B 1.4.

        B1.4./ B 1+

        B1+/ B 2

        ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების შედეგების გაზომვა, მონიტორინგი  და შეფასება ხდება ევროსაბჭოს საგანმანათლებლო ენობრივი სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით. შიდა სასკოლო მონიტორინგის და გარე სასერტიფიკატო სისტემის საშუალებით, კერძოდ, სკოლა სარგებლობს კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამით.

         1. შიდა სასკოლო მონიტორინგი ხორციელდება კემბრიჯის უნივერსიტეტის სასერტიფიკატო სიმულაციური გამოცდების მეშვეობით. კერძოდ:

          • VI კლასის დასრულებისას მიღწეული შედეგი იზომება KET - A2 დონით (დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ, ტესტირებით იზომება შესაბამისი დონის მიღწეული შედეგი - KET (Key English Test) ბაზისური დონის ინგლისური ენის შესამოწმებელი ტესტების საშუალებით)
          • IX კლასის დასრულებისას მიღწეული შედეგი იზომება PET - B1 დონით (საბაზო საფეხურზე მონიტორინგის წერების საშუალებით ხდება შედეგების გაზომვა, ხოლო საფეხურის დასრულებისას მიღწეული შედეგი იზომება კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის საშუალო დონის PET (Preliminary English Test) შესამოწმებელი ტესტების საშუალებით).
          • XI კლასის დასრულებისას და/ან XII კლასის პირველი სემესტრის ბოლოს მიღწეული შედეგი იზომება FCE და/ან IELTS - B2 დონით (საშუალო საფეხურზე მონიტორინგის წერების საშუალებით წელიწეადში ორჯერ, ხდება შედეგების გაზომვა. XII კლასში სწავლის დაწყებიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში ტარდება მოსწავლეთა დიაგნოსტიკური ტესტირება და შედეგების საფუძველზე რეკომენდაციის მიცემა FCE (First Certificate English) - შუალედურ (intermediate) დონეზე, კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარულ სასერტიფიკაციო გამოცდაზე, გასვლის მზაობის შესახებ).

        2. გარე მონიტორინგის მიზნით, სკოლა უკვე წლებია თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან და VI, IX და XI/XII კლასებში კემბრიჯის უნივერსიტეტის შიდა სასკოლო სასერტიფიკაციო სიმულაციური გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მოსწავლეს ეძლევა ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისოდ აღიარებულ კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის რეკომენდაცია და ცოდნის დადასტურების მიზნით მას აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს საერთაშორისოდ აღაირებული სერტიფიკატი.

         

        მეორე უცხო ენა - სკოლას მეორე უცხო ენად არჩეული აქვს იტალიური ენა. განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება მიმდინარეობს I-XII კლასებში ესგ-ის იტალიური ენის საგნობრივი სტანდარტის მიხედვით. მეორე უცხო ენის ესგ-ით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვის გარდა, კლასების მიხედვით გაზრდილია საათების რაოდენობა (იხ. საათობრივი ბადე). 2016 წელს იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების მემორანდუმის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, VIII კლასიდან იტალიური ენის გაძლიერებული სწავლება ხორციელდება ორენოვან, იტალიურ-ქართულ სექტორში დონეების მიხედვით.  სწავლების საათობრივი ბადე და საგნობრივი პროგრამები შეთანხმებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (წერილი №01700947986 დათარიღებული 16.08.17).

        • სწავლება მიმდინარეობს იტალიური ენის საგნობრივი სტანდარტების ენის ფლობის დონეების მიხედვით,  შემდეგი სქემის საფუძველზე:

         

                            დაწყებითი

                                       საბაზო-საშუალო

         

        კლასი

        I

        II

        III

        IV

        V

        VI

        VII

        VIII

        IX

        X

        XI

        XII

        უცხ. ენა II

        სტ.დონე

        I

        II

        III

        IV

        V

        VI

        II/

        III

        III/

        IV

        IV/

        V

        V/

        VI

        VI/

        VII

        VII/

        სVIII

        ევრ.საბჭ. დონე

        A1.1

        A1.2

        A1.3

        A2

        B 1.1

        B 1.1

        B 1 (B 2)

                                       

         

        იტალიური ენის გაძლიერებული სწავლების შედეგების გაზომვა და შეფასება ხდება ევროსაბჭოს საგანმანათლებლო ენობრივი სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით. სიენას უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სკოლა წარმოადგენს CILS (Certificazione di Italiano come Lingua Straniera) მოსამზადებელ და სასერტიფიკატო გამოცდების ცენტრს საქართველოში. სკოლა სარგებლობს CILS - სიენას უნივერსიტეტის სასერტიფიკატო გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამებით და ძირითად სახელმძღვანელოებთან ერთად, იყენებს სიენას უნივერსიტეტის მიერ რეკომენდებულ სახელმძღვანელოებს და  საგანმანათლებლო რესურსებს (იხ. საგნობრივი ძირითადი და დამატებითი საათების წლიური პროგრამები).

        • დაწყებითი საფეხურზე V კლასის დასრულების შემდეგ, ტესტირებით იზომება შესაბამისი დონის მიღწეული შედეგი (ელემენტარული საკომუნიკაციო უნარ - ჩვევები) - Livello A1 (il livello di avvio del processo di apprendimento dell’italiano. Verifica la capacità di comprendere brevi testi e utilizzare espressioni di uso quotidiano. L’apprendente è in grado di presentare se stesso, fare domande e rispondere su argomenti personali, di interagire in modo semplice).
          • საბაზო საფეხურზე მონიტორინგის წერების საშუალებით ხდება შედეგების გაზომვა. შედეგების მიხედვით მოსწავლეს ეძლევა რეკომენდაცია VII კლასის საგაზაფხულო ან VIII კლასის საშემოდგომო სასერტიფიკაციო სესიაზე გასვლის შესახებ. მიღწეული შედეგი იზომება ბაზისური CILS Livello A2 დონით. (Il livello CILS A2 attesta una competenza iniziale, in via di formazione, non del tutto autonoma dal punto di vista comunicativo. L’apprendente comprende frasi ed espressioni usate frequentemente in ambiti di immediata rilevanza. È in grado di comunicare in scambi semplici su argomenti familiari e comuni. Ai fini della valutazione della competenza linguistico-comunicativa gli apprendenti/candidati devono saper gestire i contesti e le interazioni comunicative previste nel modulo corrispondente alle proprie caratteristiche).
          • საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს ეძლევათ რეკომენდაცია XI კლასის საგაზაფხულო და/ან XII კლასის საშემოდგომო CILS Livello B2 (Il Livello CILS DUE-B2 attesta la piena autonomia della competenza comunicativa in italiano come lingua straniera. Il candidato a questo livello è in grado di comunicare efficacemente durante un soggiorno in Italia per motivi di studio e in un contatto sistematico con la società italiana per motivi di lavoro) შუალედური დონის სასერტიფიკაციო სესიებზე გასვლის შესახებ.

        აღნიშნული სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარება ნებაყოფლობითია, სასწავლო პროგრამები და საათობრივი ბადე ითვალისწინებს სასურველი დონის ხელშეწყობას შესაბამისი საფეხურის ფარგლებში. საფეხურის ფარგლებში მოსწავლე ვალდებულია დაძლიოს იტალიური ენის ცოდნის B1 დონე.[1]

         

        მესამე უცხო ენა - V კლასიდან მოსწავლეებს საშუალება აქვთ დამატებით აირჩიონ მესამე უცხო ენა შემდეგი ჩამონათვალიდან: რუსული ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა.

         


        [1] აღნიშნული სასერტიფიკაციო სქემა სავალდებულო არ არის საშუალო საფეხურზე გადმოსული მოსწავლეებისთვის.