,,ერთად შეკრებილ ადამიანთა მასას შეუძლია ისეთი ძლიერი ემოცია ამოაფრქვიოს, რომელიც ადამიანებს უჩვეულო მოქმედებისკენ უბიძგებს... კოლექტიური ემოციის ზეგავლენით, ადამიანს ისეთი რამის ჩადენა შეუძლია, რაც მისი პიროვნებისთვის სრულიად უცხოა’’- ფრანგი სოციოლოგის გუსტავ ლებლონის ეს სიტყვები თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს, 10 ოქტომბერს, იტალიური სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას არ უთქვამს, თუმცა, შეხვედრის პირველივე წუთებში, შემთხვევამ მოიტანა და სტუმარმა საუბარი იმ ფრაზებით დაიწყო, რომელიც ლებლონის აზრს ერთგვარად მიჰყვებოდა და იზიარებდა. კერძოდ, მან ბრძანა:,, ადამიანსა და ზოგადად, საზოგადოებაზე ზემოქმედების უამრავი მექანიზმი არსებობს. ამ მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღია სიტყვა.’’
შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა თეატრი არ ყოფილა.
მოგონებას მოგონება მოჰყვა და ,,გათბა’’ დარბაზი, გაერთიანდა აუდიტორია და ამ მოგონებებმა, წარსულიდან დიდებულ ადამიანთა აჩრდილების გამოხმობამ თვალნათლივ აჩვენა, თუ რა იდუმალი ხერხები ხელეწიფება ბატონ ნიკოლოზს საიმისოდ, რომ მკვეთრი ხაზგასმის გარეშე, სადა, უშუალო, მწყობრი, დაბეჯითებული საუბრის სტილითა და მანერით სწორედ იმ თემებზე ესაუბროს ახალგაზრდებს, რომელთა მოსმენა (თუმცა საკუთარ თავს არ უტყდებიან) ძალიან სწყურიათ.
10 ოქტომბერს, იტალიური სკოლის დარბაზში შეკრებილი საზოგადოების ურთიერთობა, მათი სურვილი ,, დაფარული საუნჯის’’ დაცვის, გაფრთხილებისა და კვლავაც საზოგადოებრივი ცხოვრების წესად აღიარებისა, იმის იმედს იძლევა, რომ მომავლის ტახტზე კვლავ ,,Homo-Sapiens’’-ი ზის!