ეს დღე იტალიურ სკოლაში ყოველწლიურად დიდი ზეიმით აღინიშნება. არც ეს წელი აღმოჩნდა გამონაკლისი.
ამჯერად, ნაცვლად დიდი თავყრილობისა, უმცროსკლასელებმა ორიგინალური ფორმა მოძებნეს, ფერადი ბუშტებით ხელში, ყველა კლასში შეიარეს და შეეცადნენ ლექსით, სიმღერით და ბლიც-ვიქტორინით მოსწავლეებისთვის ფიქრები აეშალათ, რათა კიდევ ერთხელ გაეთავისებინათ, თუ რა დიდებული ქვეყნის ენას სწავლობენ...
ნათქვამია: ,,ყველა გზა რომისკენ მიდისო". დაე, იტალიური სკოლის მოსწავლეებისთვის კეთილი იყოს ეს სავალი გზა!
სკოლაში შემოსვლისთანავე თვალსა და გულს ახარებდა, რომის 2774 წლისთავისადმი მიძღვნილი, ხელოვნების პედაგოგის ეკა მელქაძის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.
21 აპრილს, მე-2 კლასის მოსწავლის, ნატალი ჩხეტიანის დაბადების დღეც არის, იმდენად დიდია ნატალის სიყვარული იტალიური ენის მიმართ, რომ ეს დიდი სიყვარული იტალიასა და საქართველოს შორის, ნამდვილად ცოცხალ ხიდად იქცევა.