• სასწავლო წლის დაწყება

          • ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გილოცავთ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ სასკოლო სივრცეში სასწავლო პროცესის დაწყებას.

            საიუბილეო, სკოლის დაარსების  25-ე  სასწავლო წელს  განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენი სკოლის საერთაშორისო სწავლების იტალიური  სექტორის გამოსაშვები ჯგუფის მოსწავლეებსა და პირველკლასელებს.

            დღეს სკოლას ესტუმრა   იტალიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ბატონი ენრიკო ვალვო,ბატონმა ელჩმა მოსწავლეებს მიულოცა  წლევანდელი საიუბილეო წელი და წარმატებები უსურვა.

            სკოლაში პირველკლასელებისთვის, ტრადიციულად გაიმართა  საგანგებო ზეიმი. სკოლის კედლებს დაუბრუნდა სიცოცხლე და მოსწავლეთა ჟრიამული.

            სასწავლო პროცესი გაგრძელდება  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან, დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ იტალიური სკოლის თანამშრომელთა 90%-ზე მეტი  და მოსწავლეთა მშობლების 80%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია.

          • იტალიური სკოლა 20 წლისაა

          • 2016 წლის 28 ოქტომბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში, საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩის ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლის მონაწილეობით, გაიმართა იტალიური სკოლის დაარსების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება. იტალიურ სკოლას 20 წლის იუბილე მიულოცეს მიღებაზე მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოში იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ანტონიო ენრიკომ, საზოგადოება საქართველო-იტალიის პრეზიდენტმა პოეტმა დავით მაღრაძემ, უცხოელმა სტუმრებმა იტალიაში დამეგობრებული სკოლებიდან. სკოლას უცხოეთიდან მილოცვები გამოუგზავნეს კურსდამთავრებულებმა, ყოფილმა პედაგოგებმა, პარტნიორი სკოლებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვებმა. მეტის წაკითხვა