• მოსწავლეების წარმატება

          • 🎉🎓 ჩვენი მე-12 კლასის მოსწავლეები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.

            🤗გილოცავთ ამ მნიშვნელოვან მიღწევას და გისურვებთ წარმატებებს საერთაშორისო აკადემიურ გზაზე!

          • კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვება

          • 🎉 წელს პირველად იტალიურ სკოლაში ჩატარდა იტალიურ ენაზე დაწერილი ლექსების კონკურსი „დიალოგი და მშვიდობა“, რომელშიც VIII-XI კლასების 28 მოსწავლე მონაწილეობდა. 📝

            👉 კონკურსი სკოლის საერთაშორისო სექტორის ხელმძღვანელის, ლილიანა ნობილეს ინიციატივითა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

            🎓 დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი მასიმილიანო დ’ანტუონო, რომელმაც ლექსების ავტორებს სიგელები გადასცა და ხუთი საუკეთესო ნამუშევრის ავტორი პრიზებით დააჯილდოვა. 🎖️

            🥇 გამარჯვებულები:

            I - ეკატერინე ჭიჭინაძე - Parlami senza ferire

            II - ანი ჩხეტიანი - La Pace Crea Amore

            III - ირაკლი ბერიძე - Una rima per la pace

            IV - ელენე ჭაია - Un mondo di pace

            V - სოფი მელუა - Memorie di pace

            👏 ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ იტალიური პოეზიის სამყაროში!🌟

          • იტალიურ სკოლაში ეკო კლუბი გაიხსნა!

          • 🌍 იტალიურ სკოლაში ეკო კლუბი გაიხსნა! 🌿

            კლუბის პირველი ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, სკოლას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი, ქალბატონი ნინო ჩხობაძე ეწვია.🌿

            შეხვედრის თემა კლიმატის ცვლილებებს ეხებოდა.

            ქალბატონმა ნინომ მოსწავლეებთან ისაუბრა ეკოლოგიური ცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე.

            კლუბის მიზანია გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება. ♻️✨

          • ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღე და საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე!

          • 🎉 2 აპრილი – ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღე და საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე!

            📖 იტალიური სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ეს დღე შემოქმედებითად აღნიშნეს.

            🌟 I-II კლასელებს საბავშვო მწერალი თამარ ადამია ესტუმრა – მწერალმა პატარებს მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხა, შემდეგ კი რამდენიმე ზღაპარი წაუკითხა. ბავშვებმა ზღაპრებს საინტერესო გაგრძელებები მოუფიქრეს.

            📖 III კლასელებმა წაკითხული წიგნების საყვარელი პერსონაჟები გაიხსენეს. III/1 კლასმა „კესანე“ წაიკითხა, გაგრძელება დაწერა და ნახატებით გააფორმა, III/2-მა კი ანდაზებზე დაფუძნებული ისტორიები შექმნა.

            💙 ეს დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი აღმოჩნდა!

          • გაზის დეტექტორი

          • 💡ნოე გულაშვილი წარმოგვიდგენს არდუინოს გამოყენებით აწყობილ გაზის დეტექტორს და შუქნიშანს, რომელიც მან და მისმა მეგობარმა საბამ ააწყეს.🛠️

          • დაუნის სინდრომის საერთაშორის დღე

          • 🗓️ 21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.

            💙 🤗იტალიურ სკოლაში მოსწავლეებმა განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნეს ეს დღე:

            🎥 პედაგოგმა ბავშვებს უჩვენა ვიდეო მეგობრობისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე.

            📚 მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, რომლითაც გაუსვეს ხაზი საზოგადოების და თითოეული ადამიანის როლს თანასწორობის ჩამოყალიბებაში.

            🧦 პატარებმა გააფერადეს და გამოჭრეს ჭრელი წინდები — სოლიდარობის ფერადი სიმბოლო.

            🌍 ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა,  რომ ყველა ადამიანი თანასწორია

            და მხოლოდ მეგობრული, ემპათიური გარემო ქმნის სრულფასოვან და ძლიერ საზოგადოებას.

          • mBOT რობოტი

          • 🤖 სკოლის მოსწავლეებმა mBot რობოტის მეშვეობით შექმნეს საინტერესო პროექტი, რომელიც პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

            🧠✨პროექტში გამოყენებულია ხაზის გამყოლი სენსორი, Mblock-ის კოდები და ChatGPT-ის მხარდაჭერა, რაც ემბოტს საშუალებას აძლევს, ეფექტურად და სიზუსტით იმუშაოს. ⚙️

          • იტალიური სკოლის ინგლისური ენის ლიტერატურული წრე – შოტლანდიის კულტურა და ისტორია მე-6 კლასელების პრეზენტაციაში

          • 🌍 📚 იტალიური სკოლის ბიბლიოთეკაში ინგლისური ენის ლიტერატურული წრის (ხელმძღვანელი რუსიკო გამსახურდია) მე-6 კლასელებმა შოტლანდიის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.

            ✨მათ ისაუბრეს ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე, ლიტერატურასა და გმირებზე.

            🔹 გაიხსენეს ჯ. კ. როულინგის შოტლანდიაში გავლილი გზები, რომელმაც “ჰარი პოტერი” შთააგონა.

            💫 განსაკუთრებული მომენტები:

            🎭 რობერტ ბერნსის პოეზიის გაცოცხლება და მისი ლექსების მოსმენა;

            🎼 ანსამბლ “ორერას” შესრულებული “კაცი ვარ და ქუდი მხურავს”;

            🏌️ შოტლანდია, როგორც „ვისკის სამშობლო“ და სენტ-ენდრიუსის ლეგენდარული გოლფის მოედნები.

            📜 ყველა მონაწილეს გადაეცა ქების სიგელი, ხოლო მე-5 კლასელმა ანასტასია აფშილავამ ზღაპრის თარგმნისთვის განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურა.

            💙 პრეზენტაცია შოტლანდიური სიმღერებით დასრულდა.

          • ვიზიტი ალბანეთში საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლა ტირანას იტალიურ სკოლაში

          • 📍 იტალიური სკოლის პედაგოგები, რუსა გალდავა და თეა ბახტაძე, ADASIM ასოციაციის ფარგლებში ალბანეთს ეწვივნენ და ტირანას იტალიური სკოლა მოინახულეს.

            ვიზიტი საინტერესო შეხვედრებითა და კულტურული გამოცდილებებით გამოირჩეოდა.

            🔹 საქართველოს პრეზენტაცია – მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და კულტურას. 🎤📖

            🔹შეხვედრა სკოლის ხელმძღვანელობასთან – განხილული იყო საგანმანათლებლო პროცესი და არსებული გამოწვევები. 💡

            🔹 ნეიროფსიქოლოგთან შეხვედრა – გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი დისკუსია განათლებასა და მოსწავლეთა განვითარებაზე. 🤝🧠

            🔹 ტირანას ღირსშესანიშნაობები – პედაგოგებმა სკოლის დამფუძნებელთან ერთად მოინახულეს ისტორიული ადგილები, მათ შორის „House of Leaves“ მუზეუმი, სალვადორ დალის გამოფენა და ოპერის თეატრი. 🏛️

            🌍 ვიზიტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.💡✨

          • ახალი პედაგოგი

          • 📣 გაიცანით ჩვენი გუნდის ახალი წევრი! 😊

            👩‍🏫 ლილიანა ნობილე–

            იტალიის განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული, ჩვენი სკოლის საერთაშორისო სექტორის ხელმძღვანელი. იგი არის ფილოსოფიის დოქტორი და განათლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი.

            📚 განათლება პალერმოს უნივერსიტეტში მიიღო და თავისი ცოდნა მრავალ საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობით გაამდიდრა. მისი სწავლების მეთოდები თანამედროვე, ინოვაციური და შთამაგონებელია.

            🌍 ლილიანას მულტიკულტურული ხედვა და ინოვაციური მიდგომა იტალიური ენის სწავლას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

          • მენდელეევის ცხრილის საერთაშორისო დღე

          • 🔬 მენდელეევის პერიოდულობის ცხრილის საერთაშორისო დღე 🎉

            VIII-X კლასის მოსწავლეებმა ქართულ, ინგლისურ და იტალიურ ენაზე საინტერესო პრეზენტაციებით აღნიშნეს ეს დღე.

            📖 ღონისძიება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

            ✨ მადლობა ჩვენს პედაგოგებს – რუსუდან ჯაფარიძეს, ცისია სუხიაშვილს, შორენა მერაბიშვილს და მაკა კაპანაძეს, ასევე ყველა მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის.

          • წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

          • 📚 წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჩვენს სკოლაში განსაკუთრებულად აღვნიშნეთ!

            🔹 „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ –ამ სლოგანმა გააერთიანა ჩვენი მოსწავლეები.

            📖 დაწყებით კლასებში პატარებმა მასწავლებლებთან ერთად ზღაპრები და საყვარელი მოთხრობები წაიკითხეს, ხოლო მესამე კლასელებმა პატარა მეგობრებისთვის ვასო გულეურის „ჭიანჭველა და რწყილი“ როლებში გააცოცხლეს.

            🎨 კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ილუსტრაციები წაკითხული ნაწარმოებების მიხედვით, მესამეკლასელებმა კი თავიანთი შთაბეჭდილებები ჩანახატებად აქციეს.

            🔹 „ერთი ლექსის თავგადასავალი“ – მოსწავლეებმა გააცოცხლეს ვაჟას, აკაკის, ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონის, გიორგი ლეონიძის და სხვა პოეტების უკვდავი ლექსები. მათ გაიაზრეს, რა ისტორიები იმალება საყვარელი სტრიქონების მიღმა და როგორი ძალა აქვს თითოეულ ლექსს.

            📖 ✨ ასეთმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საჯაროდ კითხვა ცოდნას გვიზიარებს, წარმოსახვას აღვივებს და გვაერთიანებს!