• შეხვედრა დავით რაფავასთან

          • იგავების საღამო

            5 აპრილს იტალიური სკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში V1 და V2 კლასის მოსწავლეებმა VII-VIII კლასელ მეგობრებს წაუკითხეს იგავები და ერთობლივად იმსჯელეს მათ არსსა და მნიშვნელობებზე.

            მოსწავლეების მსჯელობამ და აქტიურობამ შეხვედრა მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო, რომ უფროს-უმცროს თაობებს ერთმანეთთან ესაუბრათ, გაეზიარებინათ საკუთარი ფიქრები, მოსაზრებები.

            იგავების საღამოს ესწრებოდა პედაგოგი ხათუნა ჩალაძე.

          • იაგავების საღამო

          • 5 აპრილს იტალიური სკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში V1 და V2 კლასის მოსწავლეებმა VII-VIII კლასელ მეგობრებს წაუკითხეს იგავები და ერთობლივად იმსჯელეს მათ არსსა და მნიშვნელობებზე.

            მოსწავლეების მსჯელობამ და აქტიურობამ შეხვედრა მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო, რომ უფროს-უმცროს თაობებს ერთმანეთთან ესაუბრათ, გაეზიარებინათ საკუთარი ფიქრები, მოსაზრებები.

            იგავების საღამოს ესწრებოდა პედაგოგი ხათუნა ჩალაძე.

          • ჩვენი სკოლის გუნდი “MASA” გამარჯვებულია

          • 💙 ჩვენი სკოლის გუნდმა ,,MASA" მონაწილეობა მიიღო ქიმიის საერთაშორისო ტურნირში ,,GOLDEN FLEECE", სადაც მოსწავლეებმა მე-3 ადგილი მოიპოვეს და მიიღეს ბრინჯაოს მედლები 🥉

            💙 ვულოცავთ ჩვენს საყვარელ პედაგოგს, რუსუდან ჯაფარიძეს და მოსწავლეებს, ნიკოლზ საღირაშვილს, ანასტასია ჭიჭინაძეს, მართა არველაძეს და ანასტასია ტუშურს

            საერთაშორისო ასპარეზზე ამ დიდ წარმატებას ⭐️

          • 2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღეა

          • 📚 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა.

            🔹 ეს დღე იტალიური სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ განსაკუთრებულად აღნიშნა.

            🔹 I - IV კლასის მოსწავლეები შეხვდნენ საბავშვო წიგნის "რატომელა ანუ ცნობისმოყვარე ბიჭის" ავტორს, ქალბატონ ინგა თეთრაძეს.

            ⭐️ 📖 ქალბატონი ინგა პატარებს ესაუბრა წიგნის მნიშვნელობასა და მის ძალაზე შემოქმედებითობის, კითხვისადმი სიყვარულის განვითარებაში.

            ⭐️ შეხვედრა საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისათვის, ისე წიგნის ავტორისათვის.

          • ერთმანეთ თუ ხელს გავუწვდით „სასწაულები ახდება“

          • 📌 “ერთმანეთს თუ ხელს გავუწვდით, სასწაულები ახდება …” (ჯანი როდარი) და აი სიმღერა, რომელიც შეიქმნა ორი უკეთილშობილესი ქალბატონის, ლია და ირაა, ანუ დუეტი “ლირას” და იტალიური სკოლის თანამშრომლობით.

            🇮🇹 “Se ci diamo la mano, i miracoli si faranno …” (Gianni Rodari). Ed ecco una canzone creata grazie a collaborazione di due gentilissime signore, Lia ed Ira ciò è duetto “Lira” e della Scuola Italiana.

          • „მაესტრა რუ“ 70 წლისაა

          • 🎉 1-ელ მარტს იტალიურ სკოლაში გამორჩეული პედაგოგის, რუსუდან ყოინაშვილის, იგივე „მაესტრა რუს“ 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა!

            📌 „მე ჩემი ცხოვრება თავად შევქმენი“ - ასე ერქვა ლიტერატურულ კომპოზიციას, რომელსაც ესწრებოდა არა მხოლოდ იტალიური სკოლის მთელი კოლექტივი, არამედ „მაესტრა რუს“ ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც მშობლიურ სკოლას ეწვივნენ; უცხოეთში მცხოვრები და დასაქმებული ყოფილი მოსწავლეები კი ვიდეოზარით შემოუერთდნენ საერთო დღესასწაულს.

            📌 სკოლის სცენაზე შედგა მეათე კლასელი მოსწავლის, ალექსანდრე გორდეზიანის სარეჟისორო დებიუტიც - სწორედ ალექსანდრეს ძალისხმევით განხორციელდა მთელი ღონისძიებაც.

            ---

            🎉 Il 1° marzo nella scuola italiana si è tenuta una composizione letteraria dedicata al 70° anniversario dell'insostituibile insegnante Rusudan Koinashvili, conosciuta anche come Maestra Ru!

            📌 "Io,artifice della mia vita" - questo era il nome della composizione letteraria, alla quale hanno partecipato non solo l'intero il personale della scuola italiana, ma anche gli ex studenti della Maestra Ru che hanno visitato la loro scuola .Per quanto riguarda gli studenti che vivono e lavorano all'estero,la signora Ru ha ricevuto congratulazioni tramite videochiamata.

            📌 Il debutto alla regia dell'alunno della classe decima , Alexander Gordeziani, ha avuto luogo sul palco della scuola: l'intero evento è stato realizzato grazie agli sforzi e all’impegno di Alexander.

          • იტალიის ახალი ელჩი სტუმრად სკოლაში

          • 🇬🇪 23 თებერვალს იტალიურ სკოლას საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი - მასიმილიანო დ’ანტუონო და ელჩის მოადგილე - ფაბიოლა ალბანეზე ეწვივნენ.

            Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში 🤝

            📌 იტალიის ახალმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ უკვე ტრადიციული გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან და ადმინისტრაციასთან.

            ---

            🇮🇹 Il 23 febbraio l'ambasciatore plenipotenziario d'Italia - Massimiliano D'Antuono e vice capo missione - Fabiola Albanese hanno visitato la scuola italiana.

            📌 Il nuovo ambasciatore d'Italia in Georgia, Massimiliano D'Antuono, ha già tenuto un incontro tradizionale di presentazione con gli studenti e la direzione della nostra scuola.

          • პროექტი „შეცვალე შენი სასკოლო გარემო“

          • 📌 იტალიური სკოლის მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩევიან სამოქალაქო აქტივობებით და ნოვატორული იდეებით. სასწავლო პროექტები განსაკუთრებით უწყობს ხელს მათი საინტერესო იდეების განხორციელებას. ამ მხრივ ერთობ ეფექტური აღმოჩნდა საგან „მოქალაქეობის“ (პედაგოგი #ნათიასიმონია) ფარგლეში განხორციელებული პროექტი “შეცვალე შენი სასკოლო გარემო“. პროექტი დაგეგმეს და განახორციელეს X კლასის მოსწავლეებმა.👨‍🏫 👩‍🏫 🧑‍💼 👩‍💻

            🟢 პროექტის I ეტაპზე მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და ცალ-ცალკე ჯგუფების მიხედვით გაიარეს კონსულტაციები სკოლის ისტ-ის მასწავლებელთან ნინო დევაშვილთან. მოსწავლეები დაეუფლნენ 3D - პროგრამაში საკლასო დიზაინის შექმნას და დაამზადეს მათთვის სასურველი საკლასო ოთახის დიზაინი.

            🟢 II ეტაპზე გაიმართა კონკურსი. გამარჯვებულმა გუნდმა, ადვოკატირების საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციისგან მიიღო ნებართვა საკლასო ოთახის სივრცობრივი ცვლილებებისა და სასურველი დიზაინით საკლასო ოთახის მოწყობის შესახებ. 🎨 🖼

            🟢 აღნიშნულ პრექტზე მუშაობით მოსწავლეებმა აიმაღლეს ციფრულ წიგნიერებასთან დაკავშირებული უნარები, ზოგადი საგნობრივი კომპეტენციები, სკოლას შეემატა მოსწავლეთა მიერ დაგეგმარებული, განსაკუთრებულად მოხერხებული და კომფორტული საკლასო ოთახი და ზოგადად, ხელი შეეწყო სწავლა-სწავლების ხარისხის გაზრდას. 📖 📚 📕 📗 📘 📙

            გადმოწერა

          • მოგზაურობა ლიტერატურის სამყაროში

          • 📌 24 იანვარს,იტალიური სკოლის პედაგოგებმა ხათუნა ჩალაძემ,გურამ კუპრაშვილმა,მაია ხაჭაპურიძემ,გიორგი სილაგავამ,ნინი დევაშვილმა,თიკო ზაქაიძემ და ნიკა ესაკიამ თავიანთი ,,ბავშვობის კარი ფართოდ გაუღეს" მოსწავლეებს,რათა იმ მაგიურ სამყაროზე ესაუბრათ,რომელსაც წიგნი და ლიტერატურა ჰქვია.📚 📖 📓 📔 📒

            🔵 მასწავლებლები ამჯერად მეხუთე კლასელებმა მოიწვიეს და ის შთაბეჭდილებები და ,,თავგადასავლები" მოისმინეს,შორეულ წლებში წიგნთან მათ პირველ შეხვედრას რომ ახლდა. სტუმრებმა გაიხსენეს ის,თუ ვინ აზიარა ისინი ამ სამყაროს,რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება, რა განსაკუთრებული ხიბლი ახლდა უფროსებთან ერთად წიგნის კითხვის ან რომელი ნაწარმოები იქცა მათი ცხოვრების მეგზურად.📓 📔 📒

            🔵 ...მოგზაურობა ბავშვობისა და ლიტერატურის სამყაროში გრძელდება.✍️ ✍️ 🌎 🌍 🌏 💫 💫 💫

          • იტალიური სკოლის ზამთრის ბანაკი

          • ☃️ დასრულდა საინტერესო, ემოციებითა და მხიარული თავგადასავლებით სავსე ზამთრის ბანაკი ბაკურიანში. იტალიური სკოლის მოსწავლეებისთვის ეს იყო მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დღეების გატარების, ახალი მეგობრების შეძენის და დაახლოების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა.🤸 🏃 🚶 ⛷️ 🤼

            ❄️ თოვლი, თხილამურებით სრიალი, გამოცდილი ინსტრუქტორები , მზრუნველი პედაგოგები, მათთვის საყვარელი ანიმატორი და მრავალფეროვანი აქტივობები კიდევ უფრო შთამბეჭდავს და საინტერესოს ხდიდა მათ საბანაკო ცხოვრებას.⛷️ ❄️ ☃️ 🧑‍🎄