სიახლეები

          • ბულინგის პრევენციის კვირეული

          • 📌იტალიურ სკოლაში, ფსიქოლოგთა ჩართულობით, გაიმართა ბულინგის პრევენციისადმი მიძღვნილი კვირეული. მოსწავლეებმა იმსჯელეს ბულინგის არსზე, გამომწვევ მიზეზებსა და მის შედეგებზე.

            📊წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ბულინგის ფორმებსა და პრევენციის ეფექტურ მეთოდებზე.

            🎭ინსცენირებების გზით მოსწავლეებმა რეალური სიტუაციები გააცოცხლეს — რამაც თემის ღრმად გააზრებასა და ემპათიის განვითარებას ხელი შეუწყო.

          • ბოლო ზარი

          • 🔔იტალიურ სკოლაში XII კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ გაისმა — დღე, რომელიც ერთ მნიშვნელოვან და ემოციურ ეტაპს ამთავრებს და მომავალს უხსნის კარს.

            🎓💙ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებულ გზას, სავსე საინტერესო ნაბიჯებითა და ბედნიერი მომავლით.

            🎬ვიდეო: http://bit.ly/3GYlXxM

          • ტაო კლარჯეთი-ჩემი წილი მემკვიდრეობა

          • „ტაო-კლარჯეთი – ჩემი წილი მემკვიდრეობა“

            უცხო ენათა კათედრაზე გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება თემაზე „ტაო-კლარჯეთი – ჩემი წილი მემკვიდრეობა“.

            🔸 მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებზე შექმნილი ციფრული მასალები – აუდიო და ვიდეო ბლოგები, ასევე აუდიო რუკა, რომელშიც მათი ნამუშევრებია თავმოყრილი.

            🎥 ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ სკოლის YouTube არხზე:

            🔗 bit.ly/3SwLSzb

            📍 რუკის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:

            🔗 bit.ly/4jZpZnT

          • მარინელის ლიცეუმის საპასუხო ვიზიტი თბილისში

          • 🛬 Marinelli ლიცეუმის საპასუხო ვიზიტი თბილისში!

            ქ. უდინეს “ჯოვანი მარინელის” ლიცეუმის მოსწავლეები და პედაგოგი თბილისის იტალიურ სკოლას ეწვივნენ - სასწავლო გაცვლითი პროექტის ფარგლებში.

            ვიზიტი მოიცავდა:

            🔹 ჩართვას სასწავლო პროცესში

            🔹 მონაწილეობას ცეკვის, ხატვის, თიხის მასტერკლასებსა და სპორტულ აქტივობებში, ასევე ექსპერიმენტებში, რობოტექნიკის და ისტ-ის გაკვეთილებში.

            🔹 თბილისის, ეროვნული და ეთნოგრაფიული მუზეუმების, მცხეთის, გორისა და უფლისციხის მონახულებას

            🔹 თოჯინების შექმნასა და თიხის ნაკეთობების დამზადებას სკოლაში

            ✨ ვიზიტი დასრულდა თბილი დამშვიდობებით და მოსწავლეთა მიერ მოწყობილი მინი-კონცერტით!

            🙏 მადლობა მასპინძელ ოჯახებს და მთელ სასკოლო საზოგადოებას გულთბილი მიღებისთვის!

             

            Liceo Scientifico G.Marinelli Udine

            Gli studenti e un insegnante del Liceo “Giovanni Marinelli” di Udine hanno visitato la Scuola Italiana di Tbilisi nell’ambito di un progetto di scambio didattico.

            La visita comprendeva:

             Coinvolgimento nel processo di apprendimento

             Partecipazione a masterclass di danza, disegno, modellazione dell’argilla, esperimenti, robotica e lezioni IST

             Visite a Tbilisi, ai musei Nazionale ed Etnografico, a Mtskheta, Gori e Uplistsikhe

             Creazione di burattini e lavorazione dell’argilla a scuola

             La visita si è conclusa con un caloroso saluto e un mini-concerto organizzato dagli studenti!

             Grazie alle famiglie ospitanti e a tutta la comunità scolastica per la calorosa accoglienza!

             

            https://youtube.com/shorts/WGB85l6zcLo?si=ci2fL4MwCDars4t2

          • სტუმრად ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში

          • 📌 იტალიური სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს.

            🏛️ ბავშვები აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ მხატვრის ინტერიერს და ნივთებს, რომლებიც მის ყოველდღიურობასა და შემოქმედებით სამყაროს ასახავდა. ინტერესით უსვამდნენ კითხვებს მუზეუმის წარმომადგენელს და ყურადღებით ისმენდნენ ისტორიებს.

            🎼 ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა პოეზიის მინი-საღამო მოაწყვეს.

            🎹 მეხუთე კლასის მოსწავლემ, თეკლა სანიკიძემ, ხელმძღვანელის ნებართვით, ისტორიულ როიალზე დაუკრა, ინსტრუმენტზე, რომელზეც წლების წინ ცნობილი უცხოელი და ქართველი ხელოვანები უკრავდნენ.

            ✨ ვიზიტმა ბავშვებში გააღვიძა შემოქმედებითი მუხტი, კულტურული ინტერესი და ისტორიისადმი სიყვარული. შეხვედრა მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა.

          • პირველი ადგილი ინტელექტუალურ თამაშში

          • პირველი ადგილი ინტელექტუალურ თამაშში!

            ეროვნულ სასახლეში გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრში — მათემატიკის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ფინანსური განათლების მიმართულებით — ჩვენი სკოლის გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა!🌟

            👏ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვამაყობთ მათი წარმატებით:

            ნიკოლოზ საღირაშვილი

            ხატია კუკავა

            მართა არველაძე

            ანასტასია ჭიჭინაძე

            თაზო დეკანოიძე

            მათე ვაჩეიშვილი

          • მანანა თოფურია

          • მანანა თოფურია- მასწავლებელი, არა მხოლოდ ბრწყინვალე პროფესიონალი, არამედ დიდი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყოველი დღე განსაკუთრებული გახადოს. ✨

            ის არის სწავლის უდიდესი ინსპირაცია, რომელიც ყოველთვის აძლევს ბავშვებს ახალ შესაძლებლობებს და აღძრავს მათში სწავლის სურვილს.

            📚 უკვე 15 წელია იტალიური სკოლის დიდი ოჯახის წევრია.

            მისი პედაგოგიური გზა სკოლაში პროექტით დაიწყო, რომელიც მალევე პროფესიულ საქმიანობად იქცა.

            „2007 წელს დავიწყე პედაგოგობა. იმ პერიოდში განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობდა — ეროვნული გამოცდები, სტრუქტურული ცვლილებები… ამ პროცესებმა მოტივაცია მომცა, გადამედგა პირველი ნაბიჯები სკოლაში.

            პირველი პროექტი მშობლის სტატუსით ჩავატარე — ‘ირმის ნახტომი’, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი პროფესიული არჩევანი.“

            ❓ რა გიყვართ ყველაზე მეტად თქვენს საქმიანობაში?

            „ჩემი გაკვეთილები ყოველთვის ცოცხალია და მრავალფეროვანი. ყველაზე ძვირფასი კი ის მომენტია, როცა მოსწავლე რაღაც ახლის აღმოჩენას ცდილობს — ეს ემოცია მუდმივად მაძლევს მოტივაციას.“

            💡 როგორ უწყობთ ხელს მოტივაციას მათემატიკის სწავლისას?

            დღესდღეობით, მოტივაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ტექნოლოგიებისა და ინტერესების მრავალფეროვნებამ ეს კიდევ უფრო გაამძაფრა. სწორედ ამიტომ ვცდილობ, გაკვეთილები ინტერაქტიული და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული იყოს. ჩემი მიზანია მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარება, რაც მათემატიკასთან კავშირს მეტად ამყარებს.“

            რას ურჩევდით მომავალ პედაგოგებს?

            ,,აირჩიონ ეს პროფესია მხოლოდ მაშინ, როცა მზად იქნებიან პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ბავშვებთან მუშაობას ახლავს. პედაგოგობა ცოდნაზე მეტია — ეს არის ემოციური ჩართულობა, დაკვირვება და მუდმივი მზადყოფნა ცვლილებისთვის. თუ გიყვარს, რასაც აკეთებ, გზაც და შედეგიც ფასეული ხდება.“

          • 📖 დედაენის დღე იტალიური სკოლის დაწყებით კლასებში.

          • 📚 I კლასის მოსწავლეებმა (პედ. მაკა მეთეფშიშვილი) ლიტერატურული კომპოზიციით – „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ – კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული ენის სიდიადესა და მნიშვნელობას.

            ✍️ სკოლაში მოწვეულმა კალიგრაფისტმა რუსუდან ხორბალაძემ II და III კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა კალიგრაფიის მასტერკლასი.

            ბავშვებმა შექმნეს კალიგრამები და საზეიმოდ მიიღეს სერტიფიკატები.

            📖 II კლასის (პედ. ნინო კაკიაშვილი) მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ქართული ანბანის დიდი წიგნი.

            📝 III კლასმა (პედ. ინგა კახიძე) სლოგანით „არა ბარბარიზმებს“ უმცროსკლასელებისთვის შექმნა თვალსაჩინო მასალა.

            ✒️ ყველა დაწყებით კლასში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი.

            გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიგელები გადაეცემათ.

      • კონტაქტი

        • იტალიური სკოლა
        • +995 322 35 18 25;
          +995 599 15 31 81
        • თორნიკე ერისთავის ქუჩა, №1
          თბილისი
          0180 თბილისი
          Georgia
      • ანგარიშში შესვლა

    • ვებ-გვერდის განახლების თარიღი - 05/12/2024