მიმდინარე სასწავლო წლის 18-25 ნოემბერს, პირველად გვესტუმრნენ ქ. პალერმოს "მარია ადელაიდეს" სახელობის საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო-გაცვლითი პროექტის ფარგლებში "ავაშენოთ ერთად ევროპის მომავალი". ქართველმა მოსწავლეებმა უმასპინძლეს თავიანთ თანატოლებს, რომლებსაც მაისში სტუმრობდნენ ქ. პალერმოში. იტალიელებმა ბევრ საინტერესო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, დაათვალიერეს თბილისი და ესტუმრნენ იტალიის ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს. იმედი გვაქვს, აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ქართველ და იტალიელ მოსწავლეებს და საინტერესოდ გაგრძელდება ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
იტალიელი მოსწავლეების სტუმრობა საქართველოში
ევროპის დღე
ევროპის დღე 2023 -- იტალიური სკოლა ცისკარი - Italian School Tsiskari -ექსპო ჯორჯიაში"
მიმდინარე ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია
ბავშვების გამგზავრება პალერმოში
ჩვენი სკოლის 10 მოსწავლე სასწავლო - გაცვლითი პროექტის ფარგლებში, გაემგზავრა იტალიაში ქალაქ პალერმოში ,,მარია ადელაიდეს"სახელობის სკოლის მიწვევით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები ქართველი მოსწავლეებისთვის. ისინი იცხოვრებენ იტალიელი თანატოლების ოჯახში, დაესწრებიან სასწავლო პროცესს სკოლაში, გაეცნობიან სიცილიის ღირშესანიშნაობებს
შემოდგომაზე კი იტალიელ მოსწავლეებს უმასპინძლებს ჩვენი სკოლა
იტალიური სკოლა წარმატებებსა და სასიამოვნო დროის გატარებას უსურვებს მოსწავლეებს იტალიის ამ არაჩვეულებრივ და საოცარ ქალაქში
დიპლომების გადაცემის ცერემონია
- 3
1996 წელს თბილისში დაარსებული იტალიური სკოლა "ცისკრის" ორენოვანი სექტორის დამამთავრებელი დიპლომების გადაცემის ცერემონია: ელჩმა ენრიკო ვალვომ და სკოლის დირექტორმა მაია ლაგვილავამ, მასწავლებლებისა და მშობლების თანდასწრებით დიპლომები გადასცეს მოსწავლეებს, რომლებმაც იტალიური სკოლის დამამთავრებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
საერთაშორისო სექტორის ხუთი კურსდამთავრებული სწავლას იტალიის საუკეთესო უნივერსიტეტებში გააგრძელებს - იტალიის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული დიპლომი მათ შესაძლებლობას აძლევს, ჩაირიცხონ იტალიურ სასწავლებლებში სწავლისთვის აუცილებელი იტალიური ენის გამოცდის ჩაბარების გარეშე.
ელჩმა ენრიკო ვალვომ აღნიშნა, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა სკოლა "ცისკრის" ხანგრძლივი მუშაობისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერის შედეგია და წარმატება უსურვა სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლას იტალიაში ან საქართველოში გააგრძელებენ.
სიახლეების არქივი