სიახლეები

          • ტაო-კლარჯეთი – ჩვენი წილი მემკვიდრეობა

          • სათაური:

            2024-2025 სასწავლო წლის  სასკოლო პროექტის - „წიგნიერება და ღირებულებები“  - დახურვა და შემაჯამებელი  მოსწავლეთა კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი -ჩვენი წილი მემკვიდრეობა“

             

            12 ივნისს იტალიურ სკოლაში გაიმართა 2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო პროექტის - „წიგნიერება და ღირებულებები“ - შემაჯამებელი შეხვედრა სკოლის მეთოდლაბორატორიის ჩართულობით (პროექტის ხელმძღვანელი :  მ.ფირჩხაძე).

             

            პროექტი მიზანად ისახავდა   მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარებას, ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას (სკოლის ყველა საფეხურისთვის) და ამ კონტექსტში ტაო-კლარჯეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას (V-XII კლ).

             

            პროექტი ინტერდისციპლინარული ხასიათის იყო და მასში ჩართული იყო იტალიური სკოლის ყველა კათედრა და   კლასი. 

             

            მოსწავლეებმა მრავალფეროვნად იმუშავეს:

            • გამოიყენეს ნარატიულ მასალასთან მუშაობის მეთოდები (ისტორიული კვლევის, სახარებისეულ იგავებზე დაფუძნებული ტექსტების და ლიტერატურული ნაშრომების დამუშავებისთვის);  
            • განახორციელეს მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობები: შექმნეს ელექტრონული და ხელნაკეთი წიგნები; დაამზადეს 3 D  მაკეტები (ისტორიული რუკის და პარხლის ტაძრის);    პოსტერები;  გააცოცხლეს ძველი ხალხური სპორტული თამაშები და სცენაზე ააჟღერეს ტრადიციული მუსიკალური საკარვები;
            • ჰქონდათ დისკუსია და ფილმის განხილვა: პროექტის ფარგლებში  VII-XI  კლასებში  განხორციელდა პროექტი „გრიგოლ ხანძთელი და ჩვენი წილი მემკვიდრეობა“.  სამუშაო გეგმის შესაბამისად, საგანი  „მოქალაქეობის“ ფარგლებში,  მოსწავლეებმა ერთობლივად გამართეს  დისკუსია - „რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა?!“და  გამოხატეს საკუთარი  აზრები ღირებულებებსა და ეროვნულ თვითშეგნებაზე.   (პედაგოგი ნ.სიმონია).

             

            პროექტის დასკვნით  ეტაპზე გაიმართა მოსწავლეთა კონფერენციაც. მოსწავლეებმა   წარადგინეს თავიანთი კვლევითი და სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის  ნამუშევრები:      

            • ინტერაქტიური რუკა (უცხო ენებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე/ პედაგოგები: შორენა  მერაბიშვილი, მაია ფირჩხაძე):
            • ტაო-კლარჯეთის შესასწავლად შექმნილია ინტერაქტიური რუკა ZeeMaps პლატფორმაზე, სადაც მონიშნულია ისტორიული ტაძრები, მონასტრები და კულტურული ძეგლები. რუკაზე თითოეული წერტილი შეიცავს ინფორმაციას კონკრეტულ ძეგლზე სხვადასხვა ენებზე: ქართულად, იტალიურად, ინგლისურად, გერმანულად; რესურსი საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  - მოსწავლეს, მასწავლებელს, მნახველს - ერთი ბმულით მოინახულოს ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით;
            • შეიქმნა რუკის აუდიოგიდიც გერმანულ ენაზე:

                           ინტერაქტიური რუკის ლინკი:

            https://www.zeemaps.com/view?group=6755316&x=33.788849&y=32.362193&z=14   

            • პრეზენტაციები და ვიდეო-ვლოგები, თუ როგორ მუშაობდნენ ამ პროექტზე

                             https://www.youtube.com/watch?v=0D0Ja06YuKA

                            ფეისბუკის პოსტი პროექტის ერთ-ერთი ეტაპის შესახებ:

                           https://www.facebook.com/share/p/1AsshQnKWp/

             აქტიურად იმუშავეს მოსწავლეებმა:  დ. ცეხლაძემ, ნ. ბრეგაძემ, ტ. კახიანმა  (X კლ), ბ.პაიჭაძე (VII კლ), ნ.ჭინჭარაძე, ს.  მელუა, ქ.გოროზია, ი.გვერდწითელი,  თ. თანიაშვილი, ი. მეძმარიაშვილი, ნ.  კერესელიძე, ს.ნადირაძე, ნ.ქავთარაძე, ე. გოგუაძე, ა. ღუღინიშვილი   (IX კლ.), ე.ჭიჭინაძე (XI კლ) და მასწავლებლებმა   შორენა  მერაბიშვილი, თიკა გოგიძე, ქეთი მიშველაძე, ქეთი სიხარულიძე, ნატა მიჩინაშვილი.

            • ელექტრონული წიგნი „ჯავახეთის კრების ქრონიკა“ და ხელნაკეთი წიგნი - „უფლის იგავები“  - ქართულის  კათედრაზე შექმნილი ეს საინტერესო ნამუშევრები აერთიანებს ინტერაქტიულ ელემენტებს, რაც ხელს უწყობს მულტიმოდალურ წიგნიერებას (აქტიურად იმუშავეს X კლასის მოსწავლებმა: ა. ჩხეტიანი, ბ. მესხელი, ტ. კახიანი, გ. პეტრიაშვილი, ხ. კუკავა. ნ. ბრეგაძე;  პედაგოგი: თამარ მთვარელიშვილი და VIII კლასის მოსწავლეებმა: ვ. გველესიანი, მ. გოგოხია, ი. გოგხია, გ. თანდილაშვილი,  ა. კახნიაშვილი,  ლ. მჭედლიძე, ნ. ოჩიგავა, გ. სანიკიაძე, ნ. აჭარაძე, ბ. ტაბატაძე, ნ. ქავთარაძე, ე. ჭაია, თ. ხარაძე, ქ. ჩხარტიშვილი, ლ. ჩხეიძე; პედაგოგი: ასმათ გაფრინდაშვილი). 

             

            ელექტრონული და ხელნაკეთი წიგნის ლინკები:

            https://online.fliphtml5.com/hrfzq/wsbo/#p=1

            https://drive.google.com/drive/folders/1EeG6t_AxalpLVWUsYQgRbedX_PmO5MLu?usp=drive_link

             

            • 3 D მაკეტი:
            • ისტორიული ძეგლის - პარხლის ტაძრის  მაკეტის შექმნა ხელოვნების მიმართულებით (X კლასის მოსწავლეები: ბექა მესხელი და ანა მარკოზაშვილი. პედაგოგი თინათინ ზაქაიძე);  იხ. ლინკი:

            https://drive.google.com/drive/folders/1XzPs3fJKs-RTRxm04hlfZwYQD87AzWYt?usp=drive_link

             

            • და  მათემატიკისა და ისტორიის  ინტეგრირებით შექმნილი საქართველოს რუკის 3D მაკეტი Stem პროექტის ფარგლებში, რომელზეც გამოკვეთილია თბილისი-ტაო-კლარჯეთის მარშრუტი და დამონტაჟებულია მოძრავი ტრანსპორტი (აქტიურად მუშაობდა  VIII კლასის თითქმის ყველა მოსწავლე; პედაგოგი: მანანა თოფურია,  მ.ფირჩხაძე ).

            იხ.ლინკი:

            https://drive.google.com/drive/folders/1A310FPrA4-6Dyjh9bM2nR6sOuDZz4c4G?usp=drive_link    

             

            საკონფერენციო სივრცეში გამოიფინა მოსწავლეთა მიერ  კათედრებზე   შექნილი პოსტერები,  კედლის გაზეთები და სხვადასხვა სახის საპრეზენტაციო მასალები (პედაგოგები: მ.მეტრეველი, ც.სუხიაშვილი, მ.ხაჭაპურიძე, ნ. ვაჩიბერიძე, ი. მ. მეტრეველი, მ. ალავიძე, ი.კახიანი, ი.თეთრაძე, მ.მეთეფშიშვილი, ნ.კაკიშვილი), რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში ზოგადად  წიგნიერების უნარების ამაღლებას  და ღირებულებით  განათლებას.   

             

            პროექტი წარმატებით განხორციელდა და გახდა სკოლაში სამოქალაქო განათლების, კულტურული კვლევის და წიგნიერების ინტეგრირებული მოდელი.

            შეხვედრის დასასრულს  სკოლის დირექტორმა მაია ლაგვილავამ  პროექტის აქტიურ და  წარმატებულ  მოსწავლეებს  სერტიფიკატები გადასცა.

             

            პროექტის შესახებ იხ. ლინკი:  https://online.fliphtml5.com/pbcis/ggtq/#p=1

             

          • სიმონა კავალარი იტალიურ სკოლაში

          • 🌟სიმონა კავალარი — ლეგენდარული იტალიური სერიალის „რვაფეხა“ (La Piovra) მსახიობი, სტუმრად იტალიურ სკოლაში!

            🎭მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ფრაგმენტი მისი ერთ-ერთი სპექტაკლიდან — შესრულებამ მსახიობში ძლიერი ემოცია გამოიწვია, ცრემლებიც არ დაუმალავს.

            საუბარი კინოს, შემოქმედებასა და პროფესიულ გზას შეეხო — შეხვედრა, რომელიც მოსწავლეებისთვის ნამდვილად ხანგრძლივ მოგონებად დარჩება. 🎬✨

          • მარიამ წიკლაური – სტუმრად იტალიურ სკოლაში

          • 📖 მარიამ წიკლაური – სტუმრად იტალიურ სკოლაში

            დაწყებითი საფეხურის IV–VI კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა შეხვედრა საბავშვო მწერალ მარიამ წიკლაურთან.

            💬 მოსწავლეებმა ავტორს წაუკითხეს მისი ლექსები და აქტიურად ჩაერთვნენ პოეზიის განხილვაში.

            ✍️ მწერალმა წარადგინა თავისი შემოქმედება, წაიკითხა იაპონური პოეზიის თარგმანები და სტრიქონების შინაარსზე მოსწავლეებთან ერთად იმსჯელა.

            🌍 შეხვედრაზე ისაუბრა შვედეთში ვიზიტსა და ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინაციასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე.

            📖 სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა ლექსების კრებული, ხოლო მოსწავლეებმა მიიღეს ავტოგრაფები და ზაფხულისთვის რეკომენდებული წიგნების სია.

            🙏 მადლობა მწერალს საინტერესო შეხვედრისთვის და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.