პირველი დღე, ახალი მეგობრები და საინტერესო თავგადასავლების დასაწყისი
იტალიურ სკოლაში 2026/27 სასწავლო წლის პირველკლასელების საზეიმო მიღება გაიმართა. ეს დღე ჩვენი ყველაზე პატარა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული ემოციებით, სიხარულითა და სასიამოვნო მოლოდინით იყო სავსე.
პირველი შეხვედრა სკოლასთან, ახალი გარემო, პირველი მეგობრები, მასწავლებლები და უამრავი შთაბეჭდილება - სწორედ ასე დაიწყო ჩვენი 2026/27 სასწავლო წლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი.
საზეიმო ღონისძიებაზე ბავშვებს სკოლის წარმომადგენლებმა და მასწავლებლებმა უმასპინძლეს. მშობლების ჩართულობამ, თამაშებმა, სიცილმა და თბილმა გარემომ ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გახადა.
წარმატებები ჩვენს პირველკლასელებს! ვუსურვებთ მათ საინტერესო, ბედნიერ და თავგადასავლებით სავსე სასკოლო წლებს.