• "ლიბრიამოჩი"-ს 4 წელი შეუსრულდა

          • 4 ნოემბერს,ლიტერატურულ კაფეს ,,ლიბრიამოჩი"-ს 4 წელი შეუსრულდა.

            ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში ერთმანეთს შეხვდნენ პირველი და ახალი თაობის მოსწავლეები.

            სკოლის დირექტორმა, ქ-ნ მაია ლაგვილავამ, რომლის  წყალობითაც  შეიქმნა  ეს  შემოქმედებითი სივრცე, მოსწავლეებს მიულოცა  4  წლის  იუბილე

          • Oikos Tbilisi

          • ხუთშაბათს, 28 ოქტომბერს, oikos Tbilisi  იტალიური სკოლა ცისკარი - Italian School Tsiskari-ის IX-X-XI კლასის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობიერების ამაღლებას მდგრადი განვითარების მიმართულებით.

            მოსწავლეებმა შეიტყვეს oikos International-ისა და oikos Tbilisi-ს საქმიანობის შესახებ, იმსჯელეს ეკონომიკაში, საზოგადოებასა და ეკოლოგიაში არსებულ გამოწვევებზე, შეხვედრის ბოლოს კი ითამაშეს “GoGoals”, რომლის საშუალებითაც უკეთ გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებს.

            იტალიურ სკოლა “ცისკარი”  მადლობას უხდის  oikos Tbilisi  თანამშრომლობისათვის და შეხვედრის თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისათვის

          • დიდებული პომპეი

          • 2021 წლის 28 და 29  ოქტომბერს, იტალიური სკოლის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში,სადაც შესაძლებლობა  ჰქონდათ ენახათ  გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი", რომელზეც წარმოდგენილი არის არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.

            გამოფენა, რომელიც საქართველოს პირველად სტუმრობს, ივლისის თვეში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა, ახლა კი თბილისის შუაგულში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გადმოინაცვლა.

            ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს, გაეცნოს ორი ათასი წლის წინ მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ანტიკური ქალაქის ყოფასა და ყოველდღიურობას. გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ორნამენტები, არქიტექტურული დეკორი, სკულპტურები და ფრესკები, რომლებიც ოდესღაც ანტიკური ქალაქის სახლების კედლებს ამშვენებდა, ასევე, ძვირფასი სამკაულები და ახ. წ. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის ფიგურები.

            ექსპოზიცია, რომლის კურატორი პომპეის არქეოლოგიური პარკია, საქართველოში ტარდება იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და იტალიურ კომპანია "Glocal Project Consulting"-სთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია იმ საგამოფენო ინიციატივების გაგრძელებაა, რომლებიც უკანასკნელ წლებში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა და უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია: ეს გამოფენები 250.000 დამთვალიერებელმა მოინახულა.