2023 წლის 16 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში, სამეცნიერო კონფერენცია "მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში" გაიმართა, რომელიც კავკასიის მედიის სკოლის ორგანიზებით (გიორგი ჯოლოგუა) გაიმართა და მის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ნინო ჟიჟილაშვილი, კავკასიის მედიის სკოლის დეკანი და ალუდა გოგლიჩიძე, კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, ასევე მედიაწიგნიერების საკითხებზე მომუშავე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მკვლევრები და სკოლის პედაგოგები. კონფერენციის მუშაობაში და პანელ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სკოლის ისტორიის პედაგოგმა მ. ფირჩხაძემ მოხსენებით „მედიაწიგნიერების როლი ისტორიის საგნობრივი დისციპლინის სწავლებაში“.
კონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა იტალიური სკოლის ჩართულობა მედიაწიგნიერების პოპულარიზაციაში.