დღეს,21 ივლისს,იტალიურ სკოლას და ,,ფიუჩერ ლაბორატორის" შორის გაფორმდა ხელშეკრულება,რომელიც ითვალისწინებს მომავლის პროფესიების სწავლების დანერგვას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას სკოლის ბაზაზე.
ხელშეკრულების ფარგლებში ახალი სასწავლო წლიდან მოხდება ისეთი მიმართულებების სწავლების დაწყება, როგორიც არის: 123D Design-ის/Tinkerkad-ის პროგრამაში 3D მოდელირების სწავლება, Mbot-ის კონსტრუქტორის აწყობისა და მისი დაპროგრამების სწავლება, მიკროელექტრონიკა Arduino-სა და სენსორების გამოყენებით, ვიზუალური პროგრამირება Scratch-ის პროგრამული ენის გამოყენებით, ინტერიერის დიზაინისა და 2D გეგმების შექმნა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს იტალიური სკოლის დირექტორმა ქ-ნ მაია ლაგვილავამ და შპს. ,,ფიუჩერ ლაბორატორის" გენერალურმა დირექრორმა ბ-ნ ირაკლი ქაშიბაძემ.