იტალიური სკოლის საერთაშორისო (ბილინგვურ ქართულ-იტალიურ) სექტორზე 2021-22 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მიღება დასრულებულია. ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ ქართულ სექტორზე და გახდეთ იტალიური სკოლის დიდი ოჯახის წევრი, სადაც თქვენ გელით:
1. უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო;
2. მოსწავლეზე ორიენტირებული ხარისხიანი განათლება;
3. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისად მართული სასწავლო პროცესი დაფუძნებული ინოვაციური, ინტერაქტიული და პროექტული სწავლების (PBL) მეთოდოლოგიაზე:
4. გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლება (FCE, SAT, IELTS, TOEF)
5. მეორე უცხოური ენა - იტალიური;
6. მათემატიკის გაძლიერებული სწავლება ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავების მიზნით;
7. STEM საგნების გაძლიერებული სწავლება;
8. საშაბათო სკოლა და საკონსულტაციო მომსახურება.
ქართველ და უცხოელ პედაგოგთა მიერ, ინტენსიურად მიმდინარეობს, სააბიტურო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა მომზადება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობით. მოსწავლეებს საშუალება აქვთ დამატებით ინგლისურ ენაზე შეისწავლონ ეკონომიკისა და მეწარმეობის საფუძვლები, ბიზნეს უნარ-ჩვევები, ასევე მსოფლიო ლიტერატურის შედევრები, რუსული, ფრანგული და გერმანული ენები.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
მოსწავლეთა მიღება ხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.
დასარეგისტრირებლად გადადით შემდეგ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 10:00-დან 15:00 სთ-მდე ტელეფონის ნომერზე 2351825 და /ან მოგვწერეთ ელქტრონულ ფოსტაზე info@italianschool.ge
წარმატებას გისურვებთ!