ახალ დაარსებულ "ლიტერატურულ კლუბში" დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის პირველი შეხვედრა გაიმართა. ლიტერატურული კლუბის მთავარი მიზანი სკოლის ყველაზე პატარა მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მათთვის წიგნთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი უნარჩვევების განვითარებაა.
პატარები ინტერაქციულად იქნებიან ჩართულები,ექნებათ შემოქმედებითი სახის დავალებები და აზრის გამოხატვის საშუალება.
ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი,ამავე სკოლის პედაგოგი, მრავალი პროექტისა და მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი,მწერალი ინგა თეთრაძეა.
პირველ შეხვედრაზე,ქალბატონმა ინგამ თავისი წიგნის ,,რატომელას" შესახებ ისაუბრა.წიგნის მთავარი პერსონაჟი,კლუბის მსმენელებივით ბეჯითი და შრომისმოყვარე,ცნობის მოყვარე და ცელქი ბიჭია.ბავშვები გულისყურითა და დიდი ინტერესით უსმენდნენ მათი თანატოლი ,,რატომელას" თავგადასავალს და ქალბატონ ინგას გასაოცარ თხრობას,რომელიც მთელი მონდომებითა და სიყვარულით ცდილობდა ბავშვებს ემოგზაურათ ,,რატომელას" საინტერესო,უცნაური თავგადასავლებით სავსე სამყაროში,სადაც მთავარი კითხვებია:რა?სად?როდის?როგორ და რაც მთავარია რატომ ხდება?
ბავშვები ხალისითა და მონდომებით ჩაერთვნენ კითხვის დასრულების შემდეგ აქტივობებში.დამსწრეთა უმრავლესობას მთელი წიგნი წაკითხული ჰქონდა,ამიტომ სიხარულით ყვებოდნენ თავის ემოციებს,იმ მნიშვნელოვან რჩევებსა და გზავნილებზე,რაც ამ წიგნიდან მიიღეს. ქალბატონი ინგა კი, ბავშვივით ხარობდა,რომ წიგნის ენით გადმოცემული მისი სათქმელი და მნიშვნელოვანი გზავნილები ბავშვებს ზუსტად და სწორად ესმოდათ.