იტალიურ სკოლაში მოეწყო I-დან VI კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ეკატერინე მელქაძე
31/10/2019
იტალიურ სკოლაში მოეწყო I-დან VI კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ეკატერინე მელქაძე
31/10/2019
31 ოქტომბერს, ბაქსვუდის სკოლის ინიციატივით შედგა მეგობრული შეხვედრა ბაქსვუდისა და იტალიური სკოლის მოსწავლეებს შორის ფეხბურთსა და კალათბურთში (V და VI კლასები). ფეხბურთში გაიმარჯვეს ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებმა. კალათბურთში დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვეს იტალიური სკოლის მოსწავლეებმა
2019 წლის 18 ოქტომბერი, უჩვეულო დღე გახლდათ, ეს იყო მოსწავლეებისა და პედაგოგების დაჯილდოვების დღე.
2018-19 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით დაჯილდოვდნენ მაღალრეიტინგული მოსწავლეები:
ყველაზე მაღალი რეიტინგის, პირველ ადგილზე გასულ მე-11 კლასის მოსწავლეს, მარია კარავასილისს გადაეცა დიპლომი და დაჯილდოვდა პერსონალური კომპიუტერით;
მეორე ადგილზე გასულ მე-11 კლასის მოსწავლეს, მარიამ ჩახავას გადაეცა დიპლომი და დაჯილდოვდა პლანშეტური კომპიუტერით;
მესამე ადგილზე გასულ მე-10 კლასის მოსწავლეს დეა ტუგულაშვილს გადაეცა დიპლომი და დაჯილდოვდა ,,ბიბლუსის“ 100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით-,,ვაუჩერით“.
მეოთხე ადგილზე გასულ მე-11 კლასის მოსწავლეს ლილი კერესელიძესა და მეხუთე ადგილზე გასულ მე-10 კლასის მოსწავლეს ნიცა ქოქოლაძეს გადაეცათ დიპლომები. რეიტინგული სისტემის პირველ ათეულში მოხვდნენ მე-10 კლასის მოსწავლები: ანა ლოლუა, ქეთევან ჭიჭინაძე, სოფო კობახიძე და მე-11 კლასის მოსწავლეები: ნატალია ხიტალიშვილი, მაკა ზითანიშვილი.
ამავე დღეს საგნობრივმა კათედრებმა 2018-19 სასწავლო წელს მაღალი აკადემიური მოსწრებისა და კათედრის ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის დააჯილდოვეს მოსწავლეები, რომელთაც სამახსოვროდ გადაეცათ წიგნები. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ დააჯილდოვა მე-12 კლასის მოსწავლე ნატა ლაშქარაშვილი; იტალიური ენის კათედრამ - მე-9 კლასის მოსწავლე ანა ტლაშაძე და მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ჩახავა; ინგლისური ენის კათედრამ - მე-10 კლასის მოსწავლე ანა ლოლუა და მე-11 კლასის მოსწავლე მარია კარავასილისი; მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრამ - მე-9 კლასის მოსწავლე ანასტასია კვარაცხელია და მე-8 კლასის მოსწავლე რუსუდან ტაბატაძე; საბუნებისმეტყველო კათედრამ - მე-9 კლასის მოსწავლე თამთა ათოშვილი; საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ - მე-11 კლასის მოსწავლე მარია კარავასილისი და მე-8 კლასის მოსწავლე ნატალია ჭიჭინაძე; ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრამ - მე-9 კლასის მოსწავლე სანდრო პაპასკირი.
2018-19 სასწავლო წლის CILS-ის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსწავლეთა მომზადების ხარისხისა და მიღწეული მაღალი შედეგისათვის სიგელით დაჯილდოვდა იტალიური ენის პედაგოგი ნატა მიჩინაშვილი.
2018-19 სასწავლო წლის ყველაზე მაღალი რეიტინგისათვის ფულადი ჯილდოთი და სიგელით დაჯილდოვდა დაწყებითი კლასების კათედრა და მისი ხელმძღვანელი ნანა ვაჩიბერიძე.
დასასრულს, სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს ლია მეფარიშვილს ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის გადაეცა მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო.
2019 წლის 18 ოქტომბრის შთაბეჭდილება დიდხანს გაყვება იტალიური სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
28 სექტემბერს, იტალიური სკოლა მონაწილეობდა კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამართულ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში (2001 წლიდან, ევროპის საბჭოს ინიციატივითა და ევროკომისიის მხარდაჭერით, ყოველ წლიურად 26 სექტემბერს, აღინიშნება ენების ევროპული დღე).
იტალიური სკოლის XI კლასის მოსწავლემ, მარიამ ჩახავამ იტალიურ და ქართულ ენებზე წაიკითხა ლეონარდო და ვინჩის ზღაპარი ,,აბრეშუმის ჭია". ღონისძიების დასასრულს სხვადასხვა სკოლებიდან მოწვეულ მოსწავლეებთან ერთად ფერადი ფანქრებითა და ძაფებით შეიქმნა ხელნაკეთი აბრეუმის ჭია.
იტალიური სკოლაში დამკვიდრებული ტრადიციის ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის" ფარგლებში, 20 სექტემბერს, სამივე საფეხურის მოსწავლეები და პედაგოგები, ერთი დღით, ეწვივნენ ლისის ტბის მიდამოებს. გაიმართა საინტერესო ღონისძიებები.
ასაკის მიხედვით მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში: მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სიმღერებისა და ცეკვების კონკურსში, გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები.
ღონისძიება დასრულდა პიკნიკით, მონაწილეებმა დააგემოვნეს სკოლის კაფეტერიაში მომზადებული გემრიელობები. თითოეულ მათგანს ეს საინტერესო დღე არასოდეს დაავიწყდება
ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო - გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! უკვე 23-ე წელია დიდი სიყვარულით, სითბოთი და ხალისით იწყება სწავლა იტალიურ სკოლა ,,ცისკარში". სკოლის კედლებში გატარებული ყოველი, დღე თითოეული თქვენგანისათვის, სიხარულის მომნიჭებელი და წარმატების მომტანი ყოფილიყოს!
„საშინაო დავალებასთან დაკავშირებული სირთულეები“
2018-2019 სასწავლო წელს იტალიური სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა ნანა ვაჩიბერიძემ, მაია ცინაძემ და ინგა თეთრაძემ ჩაატარეს კვლევა თემაზე „საშინაო დავალებასთან დაკავშირებული სირთულეები“ მათემატიკის გაკვეთილზე. კვლევის მიზანი იყო საშინაო დავალების შესრულების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული პრობლემების კვლევა. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, რომ მათთვის საშინაო დავალებაარ იყოს რუტინა და დასჯა, რომლისგანაც თავის დაღწევას მუდმივად ცდილობენ.
2018-2019 სასწავლო წელს ინლისური ენის კათედრის პედაგოგმა შორენა მერაბიშვილმა ჩაატარა პედაგოგოური კვლევა თემაზე: "ზეპირი საკომუნიკაციო უნარების განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები ინგლისურ ენაში საბაზო საფეხურზე". კვლევის მიზანი იყო ინგლისურ ენაში სამეტყველო უნარის სირთულეების დაძლევის გზების ძიება და მოსწავლეთასამეტყველო უნარ-ჩვევის გაუმჯობესება.
"როგორ გავაუმჯობესოთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდის გამოყენებით შედეგები მათემატიკის გაკვეთილზე"
2018-2019 სასწავლო წელს იტალიური სკოლის მათემატიკის კათედრი პედაგოგმა: ნინო თავბერიძემ ჩაატარეს კვლევა თემაზე: “როგორ გავაუმჯობესოთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდის გამოყენებით შედეგები მათემატიკის გაკვეთილზე “ კვლევის მიზანი იყო დიფერენცირებული სწავლების ეფექტურობის შესწავლა, კლასში სწავლების ამ ფორმით მუშაობის დახვეწა, მუშაობის პროცესში ხარვეზების გამოვლენა, გაუმჯობესების გზები დაგეგმვა.
ინტეგრირებულიგაკვეთილების როლი სწავლა -სწავლების პროცესში
2018-2019 სასწავლო წელს იტალიური სკოლის მათემატიკის კათედრისა და საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგებმა: მანანა თოფურიამ და მარინა ხომასურიძემ ჩაატარეს კვლევა თემაზე „ინტეგრირებულიგაკვეთილების როლი სწავლა -სწავლების პროცესში“.კვლევის მიზანი იყო შეესწავლათ რამდენად უწყობს ხელს საგანთა ინტეგრირებული სწავლება სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით. საჭიროა თუ არა საკუთარ პრაქტიკაში ამ ტიპის გაკვეთილებზე მეტი აქცენტის გაკეთება და რა კუთხით უნდა გაძლიერდეს მუშაობა.
2019 წლის 23 მაისს მე-IV/2 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს, გიორგი ლეონიძის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ,,ნატვრის ხის" მოტივებზე შექმნილი ლიტერატურულ-მხატვრული კ ო მ პ ო ზ ი ც ი ა. დამრიგებელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ხაჭაპურიძე, მუსიკის მასწავლებელი -თინათინ მაჩაბელი.
,,ი ც ოც ხ ლ ე გოგლა,შენ ჩვენთანა ხარ!.."პატარებმა სცენაზე გააცოცხლეს ნოველათა გმირები-დეიდა მაიკო, მარიტა, ფუფალა, ელიოზი, ჩორეხი....,გოგლას ბავშვობისა და ცხოვრების წლები..., ოსტატურად შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელზე შთამბეჭდავი გავლენა მოახდინა,
ღონისძიებას ესწრებოდა პოეტის შვილიშვილი გიორგი ლეონიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა პატარებს თბილი და გულწრფელი შეხვედრისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდუბის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი მაია მაღრაძე, სკოლის დირექცია,პედაგოგები და მშობლები.
პატარებს ეს ლამაზი დღე დიდხანს ემახსოვრებათ.
2019 წლის 20 მაისს იტალიური სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა ,,ლიბრიამოჩიმ” უმასპინძლა, შვეიცარიაში მცხოვრებ, ახალგაზრდა იტალიელ პოეტ ვანი ბიანკონის მეუღლესთან ერთად.
თარგმნის სპეციფიკაზე დასმულ შეკითხვებზე, კლუბის მუზებმა, საინტერესო პასუხები მოისმინეს პოეტის მეუღლისაგან, რომელიც პროფესიით მთარგმნელი აღმოჩნდა. მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწევა თავად ბატონი ვანი ბიანკონი, მან სკოლას საჩუქრად გადმოსცა საკუთარი პოეზიის ქართული თარგმანის კრებულის საკმაოდ დიდი რაოდენობა.
ლიტერატურული კლუბის შთაბეჭდილების წიგნში დატოვებული ჩანაწერი მეტყველებს შეხვედრის მნიშვნელობაზე. აი, რა ჩანაწერი დატოვეს პოეტმა და მისმა მეუღლემ: პოეტი - ,,მადლობა თბილისელ მუზებს, რომლებიც ჩაწვდნენ ჩემი პოეზიის პოლიფონიას და სახიერად ააჟღერეს.'' პოეტის მეუღლე - ,,მადლობა ამ შეხვედრისთვის, თქვენ ახლიდან აღმომაჩენინეთ ვანის ლექსები.''
ვანი ბიანკონი, ლაჟვარდისფერი თვალებიდან გამოსხივებული ღიმილით, კეთილი სურვილებით და მომავალი შეხვედრების იმედით დაემშვიდობა მასპინძლებს. იტალიური სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი პოეტი მეგობარი შეიძინეს. ,,ვანი ჩვენი მეგობარია''-ასე გამოხატეს მუზებმა პოეტთან შეხვედრით გამოწვეული აღფრთოვანება
2019 წლის 4 მაისს, იტალიასთან სასწავლო-გაცვლით პროექტის ფარგლებში, ბილინგური სწავლების იტალიური სექტორის VIII და IX კლასის მოსწავლეები, იტალიური ენის პედაგოგთან მაია ბუხნიკაშვილთან ერთად იტალიაში გამგზავრნენ. პროგრამაში, გარდა სასკოლო-სასწავლო აქტივობებისა შედის ექსკურსიები, გასართობი კულტურული ღონისძიებები და სხვადასხვა შეხვედრები.
25 მარტს იტალიურ სკოლაში დაიწყო დაწყებითი კლასების (I-II-III) კათედრის კვირეული. კვირეული მოსწავლეთა საგაზაფხულო ნახატების გამოფენით გაიხსნა. გახსნის ღონისძიება მუსიკის ჰანგებისა და ვიდეოკოლაჟის თანხლებით მიმდინარეობდა, ეს დღე I, II და III კლასელებისათვის განსაკუთრებულად გამოირჩეოდა. მოსწავლეები სკოლაში გაზაფხულის ფერებში გამოწყობილი ტანსაცმლით გამოცხადნენ. დაწყებითების სართულზე საზეიმო განწყობა სუფევდა.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ ჩატარდა ზოგადი უნარების ოლიმპიადის ,,ასფურცელას" მეორე ტური. კვირეულის ფარგლებში, III/1 კლასში ჩატარდა დებატები თემაზე ,,ბედნიერება"- პედაგოგი ინგა თეთრაძე; I/2 კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში ,,ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა ყოფით საგნებში ან მათ ილუსტრაციებში"- პედაგოგი ნანა ვაჩიბერიძე; I/1 კლასს ჩაუტარდა ინტეგრირებული (გასვლითი) გაკვეთილი, ბუნება-იტალიური ენა- პედაგოგები: ნინო ხოხობაშვილი, მაია ბუხნიკაშვილი; III/2 კლასს გაკვეთილი ჩაუტარდა აბრეშუმის მუზეუმში - პედაგოგი დალი ქოქოშვილი; ასევე, კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო, ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი, ერთობლივი პროექტის ,,მზიანი კაცის" პრეზენტაცია. პედაგოგთა კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პედაგოგების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი რესურსები; კვირეული დაიხურა II კლასის ლიტერატურული კომპოზიციით, ,,გაკვირტულა, გაკვირტულა, შინდის ტოტი გაკვირტულა" - პედაგოგი მაია ალავიძე
25 თებერვლიდან იტალიურ სკოლაში მიმდინარეობდა იტალიური ენისა და ლიტერატურის კათედრის კვირეული (კათედრის ხელმძღვანელი ქეთევან სიხარულიძე).
კვირეულის ფარგლებში მოეწყო: Kahoot-ის პლატფორმაზე აგებული სასწავლო თამაში, იტალიური სამზარეულოს დღეები. წარმოადგინეს: მხატვრული თარგმანები, პოეზიის სამყარო. შედგა პროექტის ,,გადაშენების გზაზე მყოფი ცხოველების დაცვის“ პრეზენტაცია. კვირეული დასრულდა კარნავალით. ერთი კვირის განმავლობაში სკოლის კედლებში იტალიური გარემო სუფევდა.
18 თებერვალს იტალიურ სკოლას ეწვია იტალიელი მომღერალი, პალერმოს თეატრის ტენორი პაოლო ლევანტინო.
საქართველოზე შეყვარებულ, იტალიელ სტუმარსა და მის ქართველ მეუღლეს მასპინძლობა ლიტერატურული კაფე ,,ლიბრიამოჩის'' მუზებმა გაუწიეს. შეხვედრა გამორჩეულად თბილი, ხალისიანი და უშუალო გამოდგა, რაც მომღერლის წრფელმა,იუმორით აღსავსე, გულითადმა პიროვნულმა მონაცემებმა განაპირობეს.
პაოლო ლევანტინომ მოსწავლეებთან ერთად იმღერა, ისაუბრა იტალიელ ოპერაზე და თავადაც შეასრულა არიები ცალკეული ნაწარმოებებიდან. მომღერალმა მოსწავლეებს ბევრ საინტერესო კითხვაზე გასცა პასუხი. მუზების პატარა მეგობარმა, ალესანდრო გორდეზიანმა, იმღერა ,,სანტა ლუჩია“, რომელსაც სიმღერაში იტალიელი სტუმარიც აყვა. ბატონმა პაოლო ლევანტინომ ინტერესით მოისმინა ლიტერატურული კაფეს ,,ლიბრიამოჩის“ შექმნის ისტორია, შესრულდა ,,ლიბრიამოჩის '' ჰიმნი.
შეუმჩნევლად გავიდა ორი საათი, მოსწავლეები დიდებულ ხელოვანთან შეხვედრით, აღტაცებული და ბედნიერები იყვნენ. 2019 წლის 18 თებერვალი მოსწავლეთა მეხსიერებას სამუდამოდ კეთილ მოგონებად შემორჩება.
X, XI კლასის მოსწავლეთა თხოვნით, 28 იანვარს სკოლაში მოწვეული იყო ბატონი გიორგი ბაქრაძე (ეკონომიკის მაგისტრი, ინტელექტუალური ტელეგადაცემის ქართული ,,რა? სად? როდის?" პირველი მაგისტრი). მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია თემაზე ეკონომიკის საწყისები. დასასრულს ბევრ საინტერესო კითხვას გაეცა პასუხი.
იტალიური სკოლის მოსწავლეები, შემეცნებითი გასართობი პროგრამით საშობაო არდადეგებზე ბაკურიანის ზამთრის ბანაკში იმყოფებიან.
ამ ეტაპზე, ბანაკში ისვენებენ VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები, იტალიური ენის პედაგოგები: ნატა მიჩინაშვილი, მაია ბუხნიკაშვილი და სკოლის HR მენეჯერი ხათუნა ხუციშვილი.
დეკემბრის ბოლოს იტალიური სკოლის დაწყებითი განათლების კათედრა, სკოლაში შექმნილ საახალწლო განწყობას საინტერესო ღონისძიებებით შეუერთდა:
24 დეკემბერს II კლასის მოსწავლებმა წარმოადგინეს სპექტაკლი: ,,საახალწლო ზღაპარი". კლასის ხელმძღვანელი მაია ალავიძე; III1 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით, კლასის ხელმძღვანელის ინგა თეთრაძის სცენარით, შექმნილი სპექტაკლი ,,საშობაო ამბავი“.
27 დეკემბერს I2 კლასის მოსწავლეებმა გაითამაშეს ,,კოჯრის ტყის ზღაპარი".კლასის ხელმძღვანელი, ნანა ვაჩიბერიძე; III2 კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს ინგლისურენოვანი სპექტაკლი ,,კატის წვეულება ტყეში". კლასის ხელმძღვანელი დალი ქოქოშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი მედეა კობაიძე.
სპექტაკლების მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა მარინა ლეკიშვილმა.
26 დეკემმბერს დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგთან ცისია სუხიაშვილთან ერთად, აქციის ფარგლებში ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში (კიკვიძის პარკი) ნაძვის ხეები საახლწლო სათამაშოებით მორთეს.
ვებ-გვერდის განახლების თარიღი - 05/12/2024
Powered by aSc EduPage