სიახლეები

          • მრავალწახნაგოვანი, საოცარი მათემატიკა

          • ვაგრძელებთ იტალიური სკოლის პროფესიონალთა გუნდის წარდგენასამ ეტაპზე წარმოგიდგენთ მათემატიკის კათედრას: მანანა თოფურია (კათედრის ხელმძღვანელი), ანა ნატროშვილი, მანანა ჭინჭარაული, კახა ნიკოლაიშვილი, დავით თარაშვილი.

            იტალიური სკოლის მოსწავლეებისათვის. ხალისით და საინტერესო სიახლეებით იწყება და მთავრდება ონლაინ გაკვეთილები მათემატიკაში. სასწავლო პროცესში  აქტიურად გამოიყენება   ვიდეო მასალებისასწავლო პროგრამები და თამაშები.

            პედაგოგებიმათ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსებით, პრეზენტაციებით, პროექტებით, მოსწავლეთათვის მრავალფეროვანს, ადვილად გასაგებს და ხელმისწვდომს ხდიან ახალ მასალას, აჯამებენ ცოდნას და აკეთებენ უკუკავშირს.

            წარმოდგენილ ფოტოებზე ასახულია მე-6 კლასის მოსწავლეთა აქტივობების მცირე ნაწილი მათემატიკაში - პედაგოგი მანანა თოფურია.

            მადლობას ვუხდით ჩვენს არაჩვეულებრივ ბავშვებს და მათ მშობლებს  თანამშრომლობისთვის. მართლაც, საოცარი მონდომებით  ასრულებენ ბავშვები დავალებებს და კრეატიულად იყენებენ ყველაფერს, რაც მათთვის ხელმისაწვდომია მოცემულ სიტუაციაში.

            განსაკუთრებული მადლობა კი პედაგოგებს, რომ ასე საინტერესოდ, მრავალფეროვნად და შემოქმედებითად წარმართავენ საგაკვეთილო პროცესს

          • ხალისიანი ონლაინ გაკვეთილები

          • გაიცანით იტალიური სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის პროფესიონალთა გუნდი: ნანა ვაჩიბერიძე (კათედრის ხელმძღვანელი), ინგა თეთრაძე, დალი ქოქოშვილი, მაია ალავიძე.

            სკოლის წარმატების საწინდარი  პროფესიონალთა გუნდია! ამ ახალმა გამოწვევამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა (და არა მხოლოდ ჩვენ), რომ ჩვენი სკოლის პედაგოგები, ჩვენი ძლიერი რგოლია, ჩვენი საფუძველი და საყრდენია!

            იტალიური სკოლის პედაგოგებმა, ამ რთულ პერიოდშიც წარმატებით დაძლიეს ეს ახალი გამოწვევა და დისტანციური სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით მოახერხეს სასწავლო პროგრამების ადაპტაცია ისე, რომ გაკვეთილები საინტერესო, ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამის ერთ-ერთ დასტურად კი გვსურს, ყველას გავუზიაროთ დაწყებითი კლასების კათედრის მიერ საპროგრამო მასალის თემატიკის მიხედვით შექმნილი ათეულობით ელექტრონული რესურსიდან რამდენიმე, რომელთა გამოყენებითაც გაკვეთილები უფრო სახალისო და ეფექტური გახდა.

            ნახატი ფილმის გააზრება

            მეტყველების ნაწილები

            ბუნებრივი მოვლენები

            კოგნიტური გადაატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, გაკვეთილები ტარდება განსხვავებულ ფორმატში, პედაგოგთა ძალისხმევა მიმართულია ისეთი აქტივობების გამოყენებაზე, რაც ხელს უწყობს მასალის წარმატებულ ათვისებას. ასევე, სრულიად განსხვავებული მიდგომები დაინერგა, მშობლებთა თანამონაწილეობით, საშინაო დავალებების შესრულებისა და უკუკავშირის კუთხით.

            კათედრის მასწავლებლებმა შეიმუშავეს და დანერგეს სტრატეგიები და პროექტები, რაც მოსწავლეებს ეხმარებათ პოზიტიური ემოციების გენერირებაში და რასაც პანდემიის პირობებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გასაკუთრებით დაწყებით კლასებში.

            გვეამაყებით და გვეიმედებით, ჩვენო ძვირფასებო! გვინდა, რომ ყველას გავუზიაროთ თქვენი დაუღალავი შრომისა და შედეგების შესახებ!

          • მოსწავლეთა მიღება

          • იტალიური სკოლა აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას დისტანციურ რეჟიმში.

            სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გასაუბრების საფუძველზე, ონლაინ რეჟიმში, უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის პირველ კლასში დარეგისტრირება და საბუთების მიღება.

            ზედა კლასებში, ვაკანსიის შემთხვევაში, ასევე, ონლაინ რეჟიმში მოსწავლესთან გასაუბრების საფუძველზე, მოხდება მოსწავლეთა დარეგისტრირება შესაბამის კლასში.

            დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:   599 153 181; 599 730 370.

            გისურვებთ ჯანმრთელობას და ვიმედოვნებთ, მალე ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით!

          • ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!

          • იტალიელები ყოველდღიურად ამტკიცებდნენ, რომ გენიალური ერია, ქვეყანა სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყა ღვთისა და ადამიანის შემოქმედება, სადაც უსაზღვრო მშვენიერების მხილველის სული შვებას გრძნობს... ,,სილამაზე მართლაც იხსნის სამყაროს"... იტალიელებისთვის La vita è bella - ცხოვრება მშვენიერია მიუხედავად ყოველგვარი განსაცდელისა...

            იტალიური სკოლა ,,ცისკრის" სასკოლო საზოგადოება ბედნიერია, რომ იტალიური სკოლის კედლებში ქართველი ბავშვები ამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნის ენას ეზიარებიან...

            ბედნიერებაა ასწავლო ის, რაც გიყვარს და ასწავლო მათ, ვინც გიყვარს!

            იტალიის დღევანდელი მდგომარეობა თითოეული ჩვენგანის ტკივილია, ვიმედოვნებთ, რომ ყველა სიძნელე დაძლეული იქნება და სილამაზე, სიყვარული, სითბო და თანადგომა იხსნის იტალიას. მიუხედავად მძიმე დღეებისა, იტალია ამასაც გადალახავს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!

             

            Gli italiani ogni giorno danno il buon esempio a tutto il mondo. E' veramente un popolo geniale e l'Italia è veramente il "Belpaese" dove la creazione di Dio e quella dell'uomo è in gran armonia, dove l'anima trova la pace e la consolazione guardando una Bellezza capace di salvare il mondo. Per gli italiani "la vita è bella" malgrado tutto.

            La scuola italiana ,,Tsiscari" è veramente fortunata nel dare la possibilità ai ragazzi di imparare una bellissima lingua di gran cultura. Anche noi, insegnanti siamo felici di insegnare ciò che amiamo tanto e ci rende ancor più grati insegnarlo a chi vogliamo bene, ai bambini...

            Lo stato attuale dell'Italia è un dolore per tutti noi, speriamo che le difficoltà  vengano superate presto. La bellezza, l'amore, l'affetto ed il sostegno di tutti salveranno l'Italia. Si è un momento difficile, ma l'Italia ce la farà. 

            Siamo con voi!

          • დისტანციური სწავლება

          • 16 მარტიდან იტალიური სკოლა გადავიდა ელექტრონულ სწავლებაზე.

            წინასწარ შექმნილი დისტანციური სწავლების სივრცეში,  პირველად ჩატარდა ონლაინ სწავლების საათობრივი ბადით გათვალისწინებული გაკვეთილები.

            დისტანციური სწავლების ორგანიზებულობა ჩვენი გუნდის პროფესიონალთა დამსახურებაა. მადლობას ვუხდით საგნობრივ კათედრებს გუნდური მუშაობისთვის, მასწავლებლებს, კლასის დამრიგებლებს, თავად მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.

            კარგი დასაწყისი წარმატების საწინდარია.

            გისურვებთ, ნაყოფიერ მუშაობას და ჯანმრთელობას!

          • იტალიური კარნავალი

          • 25 თებერვალს იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში, მოეწყო კოსტუმირებული პრეზენტაცია “იტალიური კარნავალი“.

            VI კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს იტალიის კულტურა, ტრადიცია, წარმოადგინეს და დაახასიათეს ვენეციის პერსონაჟები.

            პრეზენტაციას უძღვებოდა იტალიური ენის პედაგოგი  ქეთი სიხარულიძე.

          • გასვლითი გაკვეთილი

          • 21 თებერვალს იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში, VIII კლასის მოსწავლეებს ავერსის კლინიკის ლაბორატორიაში  ჩაუტარდათ ბიოლოგიის გასვლითი გაკვეთილი.

            გაკვეთილს უძღვებოდა - იტალიური სექტორის ბიოლოგიის პედაგოგი ელენე წიწილაშვილი

            I ragazzi dell’ ottava classe in visita al laboratorio “Aversi”

          • მედიაწიგნიერება აზარტული თამაშების წინააღმდეგ

          • 20 თებერვალს, იტალიურ სკოლში ჩატარდა სემინარი ,,მედიაწიგნიერება აზარტული თამაშების წინააღმდეგ", რომელსაც ახორციელებს კავკასიის მედიის სკოლა.

            კვლევა მიმდინარეობს 2019 წლის დეკემბრიდან.

            კვლევის მიზანია სპეციალური სემინარების საშუალებით სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს აზარტული თამაშების ინდუსტრია მათ თამაშში ჩართვას რეკლამებისა და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ხრიკების საშუალებით.

          • იტალიის ელჩის სტუმრობა

          • 2020 წლის 19 თებერვალს იტალიურ სკოლა ,,ცისკარში" გაიხსნა იტალიური ენის კვირეული.

            კვირეული გაიხსნა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ახალი ელჩის, ბატონი ენრიკო ვალვოს სტუმრობით.

          • უსაფრთხო სკოლა

          • უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში იტალიურ სკოლა ,,ცისკარში" ჩატარდა ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები. მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები და ვიდეორგოლები, გამართეს დისკუსია. IV -XI კლასებში სკოლის ფსიქოლოგმა, ნანიკო ჯმუხაძემ, მოაწყო საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემებზე: "ბულინგთან ბძოლა", "ბულინგის შემთხვევის არიდება", "ბულინგის შემთხვევის აღკვეთა".  იხილეთ ვიდეორგოლი

          • “Uno, nessuno e centomila” ფინალისტები

          • ვულოცავთ ჩვენი სკოლის მეათეკლასელებს და ქალბატონ რუსუდან ყოინაშვილს 12 ფინალისტს შორის მოხვედრას. მათ მიერ მომზადებულმა პროექტმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა და 9-14 მარტს მიწვეულები არიან ფინალში მონაწილეობის მისაღებად სიცილიაზე, ქ. აგრიჯენტოში. 

            იმედია გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან სამშობლოში!

            წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ რუსუდანს და ჩვენს მეათეკლასელებს. (სოფიკო კობახიძე, ნიცა ქოქოლაძე, ქეთევან ჭიჭინაძე, ანა ლოლუა, დეა ტუგულაშვილი, მაკა ზითანიშვილი)

          • Concorso “Uno, nessuno e centomila” 2020

          • აგრიჯენტოში (სიცილია), ლუიჯი პირანდელოს მშობლიურ ქალაქში, ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო კონკურსი “Uno, nessuno e centomila” (ერთი, არავინ და ასი ათასი), რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც იტალიის სკოლების მაღალ კლასის მოსწავლეებს, ასევე უცოელებს. კონკურსი მიმდინარეობს იტალიურ ენაზე.  

            https://www.concorsounonessunoecentomila.it/concorso-internazionale-uno-nessuno-e-centomila-2020/

            მიმდინარე წელს კონკურსში მონაწილეობენ ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლეები. კონკურსზე გაიგზავნა ლიტერატურული კაფე ,,ლიბრიამოჩის“ პროექტის ფარგლებში, ლუიჯი პირანდელოს ნოველის ,,Giara” (ქვევრის) საფუძველზე მომზადებული სცენარი.

             წარმატება  მეათეკლასელებს!

          • 15 თებერვალი - ღია კარის დღე

          • იტალიური სკოლა „ცისკარი“ 15 თებერვალს 12:00 სთ-ზე გიწვევთ ღია კარის დღეზე, გაგაცნობთ ჩვენს სკოლას, პროფესიონალთა გუნდს, სასწავლო პროგრამებს, სასკოლო გარემოსა და სკოლის უპირატესობებს.

            გთხოვთ, გვეწვიოთ.

          • ჯანი როდარის 100 წლისთავი

          • 2020 წლის 23 ოქტომბერს გენიალურ საბავშვო მწერლის, დიდი პედაგოგის  ჯანი როდარის დაბადებიდან 100 წელი სრულდება. იტალიური სკოლისთვის სასიამოვნო მოულედნელობა იყო, როდარის მშობლიური ქალაქიდან ომენიადან სადღესასწაულო ღონისძიებებზე მიწვევის მიღება.

            იტალიური ენის პედაგოგი, რუსუდან  ყოინაშვილი, ჯანი როდარის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი, პერსონალურად არის მიწვეული იტალიელი მწერლის იუბილეზე.

            იტალიური სკოლის   მოსწავლეებს კიდევ ერთხელ  მიეცათ  საკუთარი ფანტაზიის,  ნიჭის გამოვლენის საშუალება და  ლიტერატურული კაფე ,,ლიბრიამოჩის“ პროექტის ფარგლებში შექმნან საკუთარი ნახატები, თხზულებები, ნაწარმოებები და ა. შ; პროექტში მონაწილეობის მიღება, იტალიური სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეუძლიათ  სხვა სკოლის მოსწავლებსაც.

          • LA VITA E BELLA!

          • 29 დეკემბერს, იტალიურმა სკოლამ და  საქველმოქმედო ფონდმა “ცხოვრება მშვენიერია” ერთად განახორციელეს საქველმოქმედო აქცია.

            სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს საკვები პროდუქტები, საახალწლო ტკბილეული და ზამთრის ტანსაცმელი გადაეცათ  “ერიდეთ ყველაფერს რაც გადამდებია, სიკეთის გარდა” - ”ცხოვრება მშვენიერია” - LA VITA E BELLA!  

          • ერიდეთ ყველაფერს რაც გადამდებია სიკეთის გარდა

          • 27 და 28 დეკემბერს ფონდმა “ცხოვრება მშვენიერიამ”  ორდღიანი საქველმოქმედო აქცია განახორციელა იტალიურ სკოლის მოსწავლეებთან ერთად.

             

            27 დეკემბერს ვესტუმრეთ სათნოების სახლში “თხილის გული” და გემრიელი კერძებით გავუმასპინძლდით 200 -ზე მეტ ბენეფიციარს, ასევე გადავეცით ზამთრისთვის განკუთვნილი თბილი ტანსაცმელი.

            28 დეკემბერს, იტალიური სკოლის ბავშვებთან ერთად სტუმრად ვიყავით სათნოების სახლში “კათარზისი” და 350-ზე მეტ ადამიანს გავუმასპინძლდით გემრიელი კერძებით.

            სადილის ბოლოს ჩვენი საყვარელი ხანდაზმული ადამიანების წინაშე წარსდგა ყველასათვის საყვარელი მომღერალი და არტისტი, ბატონი ვახტანგ ტატიშვილი.

          • საშობაო ბაზრობა

          • 20 დეკემბერს, იტალიურ სკოლაში გაიმართა საშობაო, საქველმოქმედო ბაზრობა.

            სიკეთე გადამდებია

            უღრმესი მადლობა, მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, განსაკუთრებით კლასის დამრიგებლებსა და ხელოვნების პედაგოგს, საშობაოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად, გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

          • მოსწავლეთა კონფერენცია

          • საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ, თბილისის ი. ვეკუას სახელობის 42-ე მათემატიკურ სკოლასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2019 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“. პროექტის ფარგლებში, 19 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 42-ე სკოლის და იტალიური სკოლა "ცისკარი"-ს მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:

            1. „სერპინსკის ფუნქცია“ - მომხსენებლები: მეათე კლასის მოსწავლეები ანა პაპიძე და ელენე ნიკურაძე.

            2. „კანტორის თეორემა“ - მომხსენებლები: მეათე კლასის მოსწავლეები ქეთი ჭიჭინაძე და ქეთი მაჭავარიანი.

            3. "წრფივი დაპროგრამება ოპტიმიზაციის ამოცანებში" - მომხსენებლები: მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები თათია ბარელაძე, ნინი ბოჭორიშვილი და მარიამ ჯოლოგუა.

            4. "ალგებრის ფესვები" - მომხსენებლები: მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ლუკა გიორგიძე, თიკო გადილია, დავით ხაჩიძე და ანი ასანიძე.

            მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ კონკურსზე წარადგინა თემა: „ფუნქციონალური მეთოდები სიმრავლეთა თეორიაში“ და მოიპოვა გრანტი.

            პროექტის მონაწილეები: ილია ვეკუას სახ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლა, იტალიური სკოლა ცისკარი - Italian School Tsiskari და საქართველოს უნივერსიტეტი.

            პროექტის ხელმძღვანელი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკად. ი. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მათემატიკის მასწავლებელი კონსტანტინე კუპატაძე.

            პროექტის მეცნიერ-კონსულტანტი: საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ასოცირებული პროფესორი ქეთევან კუთხაშვილი.

            პროექტის ასისტენტი: საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით თარაშვილი.

          • ჭადრაკის ტურნირი

          • 16 დეკემბერს, იტლიურ სკოლაში გაიმართა ჭადრაკის ტურნირში მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოება
             29 ნოემბრიდან მიმდინარე ჭადრაკის ტურნირში II - V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტურნირი დაძაბულად მიმდინარეობდა, როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები - I, II, III ადგილის მფლობელები

          • ამხანაგური შეჯიბრი

          • 11 დეკემბერს, ქ. თბილისის 23-ე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, იტალიური სკოლისა და 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის, გაიმართა ამხანაგური შეჯიბრი კალათბურთში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ მე-6 კლასის მოსწავლე ვაჟები. შეჯიბრი იტალიური სკოლის კალათბურთელთა გამარჯვებით დამთავრდა.

            დამაჯერებელი ანგარიშით 45:4 გაიმარჯვა იტალიური სკოლის კალათბურთელთა გუნდმა