სიახლეები

          • საერთაშორისო კონფერენცია

          • 📢 საერთაშორისო კონფერენცია იტალიურ სკოლაში.

            გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ საერთაშორისო კონფერენციაზე - „იტალიური მუსიკის გავლენა იტალიური ენის სწავლებაში“, რომელიც გაიმართება 2025 წლის 26 ოქტომბერს.

            კონფერენციის ორგანიზატორი: იტალიური სკოლა.

            თანაორგანიზატორები:

            1. ADASIM (Fondazione Dante Aliglieri Scuole Italiane nel Mondo) - მსოფლიოს იტალიური სკოლების დანტე ალიგიერის ფონდი

            2. ქართულ იტალიური განათლების ცენტრი „მინერვა“ (Polo per Listruzione Minerva)

            კონფერენციის სამუშაო ენა - იტალიური.

            🗓️ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი

            დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/5bYttYzh5JKBepjc8

            Conferenza Internazionale

            Siamo onorati di invitarvi alla Conferenza Internazionale intitolata «L’influenza della musica italiana nello studio della lingua italiana», che si terrà il 26 ottobre 2025 presso la Scuola Italiana.

            Organizzatore della conferenza

            • Scuola Italiana

            Co-organizzatori

            1. ADASIM (Fondazione Dante Alighieri - Scuole Italiane nel Mondo)

            2. Polo per l'Istruzione Minerva

            Lingua di lavoro della conferenza è l’italiano.

            Per le ulteriori informazione sulla conferenze e per registrarsi, visitare il seguente link: https://forms.gle/5bYttYzh5JKBepjc8

          • სკოლაში გაიმართა კვირეულის თემისადმი — “ITALOFONIA” — მიძღვნილი ღონისძიება

          • 📌 მსოფლიოს იტალიური ენის XXV კვირეულის (13-20 ოქტომბერი) ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩოს ინიციატივით, სკოლაში გაიმართა კვირეულის თემისადმი — “ITALOFONIA” — მიძღვნილი ღონისძიება.

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ვიდეორგოლის „რომი და საქართველო“ პრეზენტაცია, ხოლო პოეზიის II კონკურსის გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.

            🎓 ღონისძიებას ესწრებოდნენ იტალიის საელჩოს განათლების ატაშე ქ.ნი სილვანა ბორიელლო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

            ✨ პოეზიის II კონკურსის გამარჯვებულები:

            1️⃣ ეკატერინე ჭიჭინაძე

            2️⃣ სალომე ნადირაძე

            3️⃣ ქეთევან გოროზია

            📚 გამარჯვებულებს საელჩოსგან გადაეცათ დიპლომები და იტალიელი კლასიკოსების წიგნები.

            👉 იხილეთ ვიდეორგოლი „რომი და საქართველო“ 🎥

            https://youtu.be/K1h8EXo3asw?si=0pkZJkL12MCcl2UM

            📌 Nell'ambito della XXV Settimana Mondiale della Lingua Italiana (13–20 ottobre), su iniziativa dell'Ambasciata d'Italia in Georgia, si è tenuto presso la scuola italiana un evento dedicato al tema della settimana — "ITALOFONIA".

            Gli studenti hanno presentato il video da loro realizzato, "Roma e Georgia", e i vincitori del II Concorso di Poesia sono stati premiati con un riconoscimento cerimoniale.

            🎓 All'evento hanno partecipato l'Addetto all'Istruzione dell'Ambasciata d'Italia, la Sig.ra Silvana Borriello, e rappresentanti della comunità scolastica.

            ✨ Vincitori del II Concorso di Poesia:

            1️⃣ Ekaterine Chichinadze

            2️⃣ Salome Nadiradze

            3️⃣ Ketevan Gorozia

            📚 I vincitori hanno ricevuto diplomi e libri di classici italiani dall'Ambasciata.

            👉 Guarda il video "Roma e Georgia"

          • Bombbar.ge-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, დევი გრიზე სტუმრად სკოლაში

          • 📌 იტალიურ სკოლაში სტუმრად გვყავდა Bombbar.ge-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, დევი გრიზე.

            სტუმარმა მოსწავლეებს გაუზიარა თავისი პროფესიული გამოცდილება, ისაუბრა მარკეტინგის მნიშვნელობაზე, ტრადიციულ და ციფრულ მარკეტინგს შორის განსხვავებებზე და უპასუხა ბავშვების მრავალ საინტერესო კითხვას.

            მოსწავლეებმა სტუმარს საკუთარი ბიზნეს-იდეები წარუდგინეს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები პროფესიონალისგან.

            შეხვედრა საინტერესოდ და ინსპირაციულად წარიმართა. 💡

            📌 Abbiamo avuto come ospite presso la scuola italiana il Direttore Marketing di Bombbar.ge, Devi Grise.

            L’ospite ha condiviso la propria esperienza professionale con gli studenti, ha illustrato l’importanza del marketing e ha spiegato le differenze tra marketing tradizionale e digitale, rispondendo a numerose domande dei bambini.

            Gli studenti hanno presentato le loro idee imprenditoriali all’ospite e hanno ricevuto consigli pratici da un professionista del settore.

            L’incontro è stato stimolante e interessante.

          • კონფერენცია

          • 📌🧑‍🏫 მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლაში ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.

            📖 კათედრის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს 2024-2025 სასწავლო წლის გამოცდილება და წარადგინეს კრებული, რომელიც აერთიანებს სასწავლო წლის კურიკულუმის დანერგვის მასალებს და ასახავს სკოლაში მიმდინარე სწავლა-სწავლების ყოველდღიურ პროცესს.

            💙🎉 ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას!თქვენი შემართება და პროფესიონალიზმი იტალიურ სკოლას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის!😊

            📌🧑🏫 Per celebrare la Giornata Internazionale degli Insegnanti, la scuola ha tenuto la conferenza annuale dedicata agli insegnanti.

            📖 I dirigenti delle cattedre hanno riassunto l’esperienza dell’anno accademico 2024-2025 e hanno presentato una raccolta che unisce i materiali per l’implementazione del curriculum nel corso dell’anno scolastico, riflettendo il processo di apprendimento quotidiano a scuola.

            💙🎉 Ci congratuliamo con i nostri insegnanti per la Giornata Internazionale degli Insegnanti e auguriamo loro tanto successo! La vostra dedizione e la vostra professionalità rendono la scuola italiana un ambiente davvero speciale.

          • სკოლას კომპანია GWP-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

          • 🌿 29 სექტემბერს, ეკო-კლუბის ფარგლებში, სკოლას კომპანია GWP-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

            💧 შეხვედრის თემა იყო: „წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“.

            📖 მოსწავლეებმა ვიზუალური მასალების დახმარებით შეიტყვეს წყლის სრული ციკლის შესახებ: რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე და რატომ არის აუცილებელი მისი დაცვა თითოეული ჩვენგანისა და გარემოსთვის.

            შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა ითამაშეს სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი სამაგიდო თამაში, რამაც მათი ჩართულობა პროცესში კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახადა.

            🌿 Il 29 settembre, nell’ambito dell’Eco-Club, i rappresentanti dell’azienda GWP (Georgian Water and Power) hanno visitato la scuola.

            💧 Il tema dell’incontro era: «Ogni goccia d’acqua è preziosa».

            📖 Con l’ausilio di materiali visivi, gli studenti hanno appreso il ciclo completo dell’acqua: il percorso che compie dai ghiacciai ai nostri rubinetti e i motivi per cui è necessario proteggerla, per ciascuno di noi e per l’ambiente.

            Al termine dell’incontro, gli studenti hanno partecipato a un gioco da tavolo creato appositamente per il progetto, che ha reso il coinvolgimento nel processo ancora più interessante e divertente.

          • ტრადიცია გრძელდება - იტალიური სკოლა ლისის ტბაზე

          • 🌿 იტალიური სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ტრადიციისამებრ, ლისის ტბას სტუმრობდნენ.

            💙 ყველა ასაკის მონაწილე ჩაერთო ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ აქტივობებში. სპორტული თამაშები, სახალისო აქტივობები და ანიმატორის ინტერაქტიული პროგრამები ამ დღეს განსაკუთრებულად საინტერესოსა და მხიარულს ხდიდა თითოეული მონაწილისთვის.

            🌿 Come ogni anno, studenti e insegnanti della scuola italiana hanno visitato il Lago di Lisi.

            💙 Partecipanti di tutte le età hanno preso parte ad attività volte a promuovere uno stile di vita sano. Giochi sportivi, attività ludiche e programmi interattivi proposti dall'animatore hanno reso questa giornata particolarmente interessante e divertente per ogni partecipante.

          • მარინა ლეკიშვილი

          • მარინა ლეკიშვილი — უკვე 28 წელია იტალიური სკოლის გუნდის წევრია. 🎶 მისი გზა სკოლაში ვოკალური ჯგუფების ხელმძღვანელობით დაიწყო, მოგვიანებით კი მუსიკის პედაგოგის საქმიანობაც გააგრძელა.

            „მე დავიბადე მუსიკალურ ოჯახში — მუსიკა იყო ჩემი ყოველდღიურობა და ბავშვობიდანვე ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული.“ — ამბობს ქალბატონი მარინა. ❤️

            ✨ მისთვის პროფესიის მთავარი ღირებულება ბავშვია — ნიჭის აღმოჩენა, მუსიკალური განათლების მიცემა და მოსწავლის სიყვარული, როგორც მსოფლიო, ისე ქართული მუსიკის მიმართ.

            🎤 მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს 1987 წელს გოგი დოლიძის მიერ შესრულებული სიმღერა, რომლის ავტორიც თავადაა და დღემდე აქტუალურობას არ კარგავს. ეს დღე მისთვის ყველაზე დიდი შემოქმედებითი სიხარულია.

            ❓ როგორ ქმნით გაკვეთილებს საინტერესოს?

            „პროგრამას ვამდიდრებ ისტორიებით კომპოზიტორების ცხოვრებიდან, დამატებითი ნამუშევრებითა და საინტერესო ფაქტებით. მოსწავლეები მუსიკას უფრო ახლოს გრძნობენ და მისი მრავალფეროვნებით ინტერესდებიან.”

            🚀 რა სჭირდება მომავალ პედაგოგს?

            პირველ რიგში — სიყვარული: საგნისა და ბავშვების მიმართ. მუსიკის პედაგოგობა რთული გზაა, მაგრამ ყველაზე შემოქმედებითი და შთამაგონებელი.

            ❤️ „იტალიური სკოლა ჩემთვის არის ადგილი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ — ძლიერი კოლექტივი, განსაკუთრებული ხედვის მქონე დირექტორი და პროფესიული განვითარების საუკეთესო გარემო,“ — ამბობს ქალბატონი მარინა.

            გვეზეამაყება, რომ ის ჩვენი ოჯახის წევრია!

            Marina Lekishvili — fa parte del team della scuola italiana da 28 anni. 🎶

            Il suo percorso è iniziato come direttrice del coro vocale a scuola, per proseguire poi il suo lavoro come insegnante di musica.

            "Sono nata in una famiglia di musicisti: la musica è stata la mia vita quotidiana e il mio più grande amore fin dall'infanzia", afferma la signora Marina. ❤

            ✨ Per lei, il valore principale della professione sono i bambini: scoprire talenti, fornire un’educazione musicale e instillare negli studenti l’amore per la musica, sia internazionale che georgiana.

            🎤 Un posto speciale nel suo lavoro è occupato dalla canzone eseguita da Gogi Dolidze nel 1987, di cui è autrice e che non ha perso la sua attualità fino ad oggi. Quel giorno è per lei la più grande gioia creativa.

            ❓ Come rendere le lezioni interessanti? Arricchisco il programma con storie tratte dalla vita dei compositori, opere aggiuntive e fatti interessanti. Gli studenti si sentono più vicini alla musica e si interessano alla sua diversità.

            🚀 Di cosa ha bisogno un futuro insegnante? Prima di tutto: amore - per la materia e per i bambini. L’educazione musicale è un percorso difficile, ma il più creativo e stimolante.

            ❤ "La scuola italiana è un posto in cui mi sento felice: un team forte, una direttrice con una visione speciale e l’ambiente migliore per lo sviluppo professionale", afferma la signora Marina.

            Siamo orgogliosi di averla come membro della nostra famiglia!

          • პირველი დღე სკოლაში

          • 🎈იტალიურ სკოლაში პირველკლასელებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა. სიხარულით, სითბოთი და ზღაპრის გმირების მეგზურობით დაიწყო მათი დიდი თავგადასავალი. ✨

            💛 ვულოცავთ ჩვენს პატარებს ცოდნის სამყაროში  შემობრძანებას – დაე მათი ყოველი დღე იყოს სიხარულით, წარმატებებით და ახალ-ახალი აღმოჩენებით სავსე! 🌈

            🎈Si è tenuto un ricevimento festoso per i bambini di prima elementare "della"scuola italiana. La loro grande avventura è iniziata con gioia, calore e la guida di eroi delle fiabe.✨

            💛 Ci congratuliamo con i nostri piccoli per l'ingresso nel mondo della conoscenza: che ogni loro giorno sia pieno di gioia, successo e nuove scoperte! 🌈

          • მართა არველაძის წარმატება

          • 🏆 იტალიური სკოლის ლიდერთა კლუბის პრეზიდენტმა, მართა არველაძემ, წარმატებით გაიარა ბიზნეს მენეჯმენტის საზაფხულო კურსი Oxford-ის Balliol College-ში და საუკეთესო მოსწავლის სტატუსი მოიპოვა! 🇬🇧 👏

            მართა გამორჩეულია ლიდერული თვისებებითა და სოციალური აქტივობით. 2024-25 სასწავლო წელს მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის — მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტთა ასოციაციის (Tbilisi School Presidents Association) დაარსება, რომელიც 15 წამყვანი სკოლის ლიდერებს აერთიანებს.

            🎗 ასოციაციის ინიციატივით გაიმართა არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება, რომლითაც შეძლეს  ორგანიზატირებმა მელიტინას სახელობის ფონდის და ბერი ანდრიას ფონდის ბავშვების დახმარება.

             ვულოცავთ მართას მორიგ წარმატებას და ბევრი საინტერესო  პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ვუსურვებთ!❤️

          • 2024-2025 სასწავლო წლის რეიტინგულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი

          • 📌 დღეს იტალიურ სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის რეიტინგულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

            🥇ბადრი ტაბატაძე (VIII კლასი) - საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი

            🥈ელენე ჭაია - (VIII კლასი) – 50%-იანი დაფინანსება იტალიის სასწავლო გაცვლით პროექტში ✈️

            🥉 ნატალია ჯინჭარაძე (IX კლასი) – „ბიბლუსის“ 200 ლარიანი ვაუჩერი 📚

            ✨ საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: მსხილაძე მირიანი, მელუა სოფი, მეძმარიაშვილი ირინა, გოგოხია ილია, ბერიძე ირაკლი, ჭიჭინაძე ეკატერინე.

            ⭐️ ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს წარმატებულ, შემოქმედებით, საინტერესო სასწავლო წელს! 💙

          • ბარბარე პაიჭაძის წარმატება

          • 🏆 სიხარულით გიზიარებთ ჩვენი მოსწავლის საერთაშორისო წარმატებას!

            ბარბარე პაიჭაძემ იტალიაში გამართულ “Creativita Senza Frontiere” 🇮🇹🌍 მუსიკალურ კონკურსში, რომელშიც მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ნიჭიერი ბავშვები მონაწილეობდნენ, მეორე საპრიზო ადგილი და ლაურეატის ტიტული მოიპოვა.🥈🎤

            ვულოცავთ და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო წარმატებას! 💙

          • რეიტინგული მოსწავლეები გამოვლინდნენ

          • 🏆 იტალიური სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის მოსწავლეთა რეიტინგული სისტემის მიხედვით გამოვლინდნენ საუკეთესო მოსწავლეები!

            📊 რეიტინგი შედგენილია 100-ქულიანი სისტემით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

            • აკადემიური მოსწრება

            • მონიტორინგის შედეგები

            • სასკოლო აქტივობები

            • სასკოლო პროექტი

            • სპორტული ჩართულობა

            • დისციპლინა

            ✨ წარმოგიდგენთ სამ საუკეთესო მოსწავლეს:

            🥇 I ადგილი – ბადრი ტაბატაძე (VIII კლასი, დამრიგებელი ეკა ლაგვილავა)

            🎁 პრიზი: 100%-იანი დაფინანსება იტალიის სასწავლო გაცვლით პროექტში და/ან პერსონალური კომპიუტერი.

            🥈 II ადგილი – ელენე ჭაია (VIII კლასი, დამრიგებელი ეკა ლაგვილავა)

            🎁 პრიზი: იტალიის სასწავლო-გაცვლით პროექტში მონაწილეობისას 50%-იანი დაფინანსება და/ან პლანშეტი.

            🥉 III ადგილი – ნატალია ჯინჭარაძე (IX კლასი, დამრიგებელი ცისია სუხიაშვილი)

            🎁 პრიზი: იტალიის სასწავლო-გაცვლით პროექტში 25%-იანი დაფინანსება და/ან ბიბლისუსის 200 ლარიანი ვაუჩერი.

            ხოლო ათეულის სია ასე გამოიყურება:

            მსხილაძე მირიან - IX კლასი

            მელუა სოფი - IX კლასი

            მეძმარიაშვილი ირინა - IX კლასი

            გოგოხია ილია - VIII კლასი

            ბერიძე ირაკლი - VIII კლასი

            ჭიჭინაძე ეკატერინე - XI კლასი

            ქავთარაძე ნატალია - IX კლასი

            🌟 🌟 ვულოცავთ გამარჯვებულებს! გვეამაყებით, გისურვებთ წარმატებებს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგვახარებთ თქვენი მიღწევებით!

          • გაიცანით ჩვენი გუნდის წევრი-ეთო ხუციშვილი

          • ✨ გვინდა გაგაცნოთ არა მხოლოდ ჩვენი სკოლის პედაგოგები, არამედ მენეჯმენტის წარმომადგენლებიც და ამ ახალ რუბრიკას ვხსნით, დირექტორის მოადგილის წარდგინებით.

            "სიტყვები არასდროს იქნება საკმარისი..."

            არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას და მოვალეობას სცდებიან — მთელი არსებით, თავდადებითა და სიყვარულით ცდილობენ შექმნან სითბოთი და ერთგულებით გაჯერებული გარემო. სივრცე, სადაც მისვლა მიგიხარია, რადგან იცი, რომ დაგხვდება ყველასათვის საყვარელი ქალბატონი, დიდი გულითა და ღიმილით — ეთო.😊

            ეთო ხუციშვილი სკოლის დაარსების პირველი წუთიდან დღემდე, სკოლის ერთგული მხარდამჭერია — ბავშვებისთვის საყვარელი, მშობლებისა და თანამშრომლებისთვის კი – საიმედო და ერთგული პიროვნება.

            ქალბატონი ეთო ყოველთვის სამართლიანია — ბავშვების ინტერესების დამცველი და მათზე მზრუნველი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია თითოეულ მოსწავლეში დაინახოს უნიკალური ნიჭი. რომელმაც იცის, როგორ მოუსმინოს, როგორ გაუგოს უსიტყვოდ და როგორ წარუძღვეს წინ სითბოთი, მოთმინებითა და სიბრძნით.

            ყველა მშობელი, ვისაც ოდესმე ჰქონია მასთან ურთიერთობა, გრძნობს სიმშვიდეს, რადგან იცის: მისი შვილი საუკეთესო ხელშია.

            თანამშრომლისთვის კი ის ძალაა, რომელიც იმედია, საყრდენია ნებისმიერი სირთულის დროს და მოტივატორი, რომელიც გარწმუნებს, რატომ არ უნდა გაჩერდე და გააგრძელო სვლა.

            მისი სითბო მხოლოდ პროფესიული თვისება არ არის — ეს მისი შინაგანი სინათლეა. იტალიური სკოლა მისთვის უბრალოდ შენობა კი არ არის, არამედ მისი სიყვარულითა და ზრუნვით გაჟღენთილი სივრცეა.

            💖 სიტყვები შეიძლება არ იყოს საკმარისი, მაგრამ ჩვენი მადლიერება – ნამდვილად უსაზღვროა.

            🙏 გმადლობთ ბავშვების სითბოსთვის, მშობლების სიმშვიდისთვის და ჩვენი გუნდის ერთიანობისთვის. გმადლობთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის საიმედო საყრდენი ხართ — ადამიანური ურთიერთობების ხელოვანი, იტალიური სკოლის მშვიდობის ელჩი. 🕊️

            🎯 თქვენთვის ეს საქმე მხოლოდ პროფესია არ არის — ეს მისიაა, რომელსაც დიდი ღირსებითა და პასუხისმგებლობით ასრულებთ.

          • ბანაკი

          • იტალიური სკოლის ბანაკი

            გარემო, სადაც ბავშვები სწავლობენ, იზრდებიან და ქმნიან დაუვიწყარ მოგონებებს.

          • მოსწავლეთა წარმატებები სასკოლო და გარე სივრცეებში

          • 📌 მოსწავლეთა წარმატებები სასკოლო და გარე სივრცეებში

            ჩვენი მოსწავლეები აქტიურები და წარმატებულები არიან როგორც სკოლის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

            📐 მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტი“

            🏅 ანდრია მღებრიშვილმა და ანდრია იაკობაშვილმა ოქროს ტურში ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები მოიპოვეს.

            📜 ფინალურ ტურში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ გიორგი ამაღლობელს, ანდრია ქაჯაიას და სანდრო სააკაძეს.

            🙌 მადლობა კლასის დამრიგებელს — ნინო გოგსაძეს და მათემატიკის პედაგოგს — ინგა კახიძეს, რომლის აქტიური ჩართულობისთვის „ევერესტის“ გუნდმა მადლობის სიგელიც გადასცა.

            📖 ინგლისური ენის ოლიმპიადა „Lingostar“

            ლუკა მჭედლიძემ (VIII კლ.) მოიპოვა გამარჯვება ოლიმპიადაზე, რომელიც ორგანიზებული იყო „საერთაშორისო განათლება საქართველოსთვის“ მიერ.

            🌿 სკოლის ფარგლებს გარეთ მიღწევები:

            – სპორტში, ხელოვნებასა და ცეკვაში გამოჩენილი წარმატებები

            – კალიგრაფიის, მათემატიკისა და ზოგადი უნარების ოლიმპიადებზე მოპოვებული სერტიფიკატები

            – აქტიური მონაწილეობა საგნობრივ და შემოქმედებით კონკურსებში

            🎉 ვულოცავთ მოსწავლეებს და მადლობას ვუხდით პედაგოგებს — მხარდაჭერისა და შრომის შედეგად მიღწეული წარმატებებისთვის.

            📝 ეს მხოლოდ მცირე ნაწილია —

            დროდადრო გაგაცნობთ ჩვენი მოსწავლეების სხვა წარმატებებსაც.

          • ანბანის ჯადოსნურ სამყაროში

          • მოგესალმებით ანბანის ჯადოსნურ სამყაროში“ 🅰️ ✨

            პატარა მსახიობებმა ანბანი სცენაზე გააცოცხლეს — გოგონები ხმოვნებად, ბიჭები თანხმოვნებად გადაიქცნენ.

            ასოთა შეთანხმებები Gh Th Ch და Sh გამორჩეულად წარადგინეს — აუხსნეს, როგორ გამოითქმის და იწერება სწორად.

            სიმღერებითა და თამაშებით გამდიდრებულმა სცენარმა ანბანის სწავლა სახალისო და დასამახსოვრებელი გახადა. 🎶

            „ერთი დღე ტელევიზორიდან“ – IV კლასის შემოქმედებითი პროექტი 🎬

            მოსწავლეებმა სხვადასხვა ტიპის გადაცემები გააცოცხლეს სცენაზე:

            🎤 ინტერვიუ ცნობილ ადამიანებთან

            ⚽️ სპორტული რეპორტაჟი

            🥗 კულინარია

            🕺 ფიტნეს ცეკვები

            🌿 ბუნება და ისტორია…

            პროექტის მიზანი იყო ნასწავლი რესურსის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირება.

            ღონისძიება მრავალფეროვანი, წარმოსახვითი და ბავშვების ენთუზიაზმით სავსე იყო! 💫 💗

          • შემეცნებითი შეხვედრები

          • 🔹სასწავლო წლის ბოლოს IV და VI კლასებში შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა:

            📖ნანა ვაჩიბერიძემ IV კლასის მოსწავლეებს საკუთარი მკითხველური გამოცდილება გაუზიარა და ის წიგნები გააცნო, რომლებსაც ბავშვობაში კითხულობდა.

            ✍️ანა დელიბაშვილმა VI კლასს გააცნო დამწერლობის უძველესი სახეები და ისაუბრა ანბანის შექმნის, წერის ტექნიკისა და საბეჭდი საშუალებების ისტორიულ განვითარებაზე.

          • დაწყებითი საფეხურების პროექტები

          • 📚 სასწავლო წელი იტალიური სკოლის დაწყებით საფეხურზე მრავალფეროვანი და შთამაგონებელი ღონისძიებებით დასრულდა.

            🔹 I/2 კლასი (დამრიგებელი მაკა მეთეფშიშვილი) – სპექტაკლი „ციცქნა იას დღეობა“

            🔹 III/2 კლასი (პედაგოგი ინგა კახიძე) – პროექტის პრეზენტაცია „ვიმოგზაუროთ წიგნის სამყაროში“

            🔹 I/2 კლასი (დამრიგებელი ნანა ვაჩიბერიძე) – სპექტაკლი „ყვავილების მეჯლისი“

            🔹 III/2 კლასი (პედაგოგი ცისია სუხიაშვილი) – ჩრდილების თეატრი „ბუნების მეგობრები“

            🔹 II/1 კლასი (პედაგოგი ინგა კახიძე) – მოგზაურობა „რიცხვების სამყაროში“

            🔹 III/2 კლასი (დამრიგებელი ინგა კახიძე) – გამოსამშვიდობებელი წარმოდგენა „გზა მწვერვალებიდან ვარსკვლავებამდე“

            🔹 III/1 კლასი (დამრიგებელი ინგა თეთრაძე) – სპექტაკლი „ოცი წლის შემდეგ“

            ✨ ყველა ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

          • მობილობის პოსტი

          • 📣იტალიურ სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლისთვის მობილობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება!

            გისურვებთ წარმატებას სწორი არჩევანის გზაზე!

    • კონტაქტი

      • იტალიური სკოლა
      • +995 322 35 18 25
        +995 577 20 01 05
      • თორნიკე ერისთავის ქუჩა, №1
        თბილისი
        0180 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ვებ-გვერდის განახლების თარიღი - 09/09/25