• სკოლის ისტორია

      1996 წელს, "საქართველო-იტალიის" საზოგადოების ინიციატივით თბილისში დაარსდა იტალიური სკოლა "ცისკარი". სკოლას შემდეგში ეწოდა საზოგადოების პრეზიდენტის, ბატონი ვახტანგ ესვანჯიას სახელი. სკოლა ფლობს მნიშვნელოვან ინტელექტუალურ და ტექნოლოგიურ რესურსს, იგი განთავსებულია საკუთარ შენობაში, აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასები, სააქტო და სპორტული დარბაზები, კომფორტული სასადილო. არსებობის 27 წლის მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიის სხვადასხვა სკოლებთან, ასოციაციებთან და საზოგადოებებთან.

      სკოლა "ცისკარი", სასწავლო-გაცვლითი პროექტების ფარგლებში, 1998 წლიდან, დამეგობრებულია იტალიის ქალაქების ბორგომანეროს, პალერმოს, ტურინის, ბუსკას, მილანის, რომისა და ვერბანიას სკოლებთან. ყოველწლიურად, "ცისკრის" წარმატებული მოსწავლეები, გაცვლითი პროექტების ფარგლებში, მიემგზავრებიან იტალიაში და ავადაც მასპინძლობენ იტალიელ თანატოლებს.

      იტალიურ სკოლაში 2017-18 სასწავლო წლიდან, მნიშვნელოვანი სიახლეა, ამოქმედდა ორენოვანი ბილინგვური (იტალიურ - ქართული) სექტორი. ორენოვანი  სექტორზე სწავლება მიმდინარეობს   იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. 

       

          

      "ცისკარი’’ 1999 წლიდან იუნესკოს ასოცირებულ სკოლათა წევრია; 2005 წლიდან  ISAschool - მსოფლიო საერთაშორისო სკოლების ასოციაციის  წევრი; 2006 წლიდან IEARN - ის საერთაშორისო განათლებისა და რესურსების  ქსელის წევრი; 2006 წლის ოქტომბერში სკოლამ გაიარა ხარისხისა და მართვის საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტი,

      იტალიური სკოლა "ცისკარი", ამიერკავკასიის რეგიონში ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი პირველი სკოლაა.

      იტალიის . სიენის  უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში,2013 წლიდან სკოლა გახდა ,,CILS“-ის საგამოცდო ცენტრიმოიპოვა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების უფლება.

      სკოლა არა მარტო ბავშვის განათლებაზე ზრუნავს, არამედ მის სულიერ განვითარებაზე, იღებს ვალდებულებას მოსწავლეებს გამოუმუშავოს ურთიერთდახმარებისა და პატივისცემის ჩვევები, განუვითაროს ტოლერანტული ღირებულებები. იტალიურ სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი მშობლიური ქვეყნის მოყვარული ადამიანის აღზრდისათვის, რომელსაც შესწევს უნარი, ქვეყნის ინტერესების ფარგლებში, სწორად წარმართოს საკუთარი საგანმანათლებლო გზა, დაგეგმოს შემდგომი სწავლა-განათლებისა და საქმიანობის მიმართულება. იტალიური სკოლის მოსწავლეს საშუალება ეძლევა: ჩამოყალიბდეს ზნეობრივ, ინტელექტუალურ პიროვნებად, განუვითარდეს კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და აკადემიური წერის უნარ-ჩვევები, გამოამჟღავნოს თავისი ინდივიდუალურობა, შემოქმედებითობა და ნიჭიერება.