დამატებითი აქტივობები
სკოლა მოსწავლეებს, დამატებითი აქტივობების სახით სთავაზობს კლუბებს, სტუმრის საათს და ექსკურსიებს. მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეისწავლონ მეტყველების კულტურა, მითოლოგია, დაეუფლონ დებატების ხელოვნებას. ამასთან, კლუბური მუშაობის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ, გაწევრიანდნენ:
- ქართული ცეკვის კლუბში,
- ვოკალის კლუბში,
- ინტელექტკლუბში,
- რობოტიკის კლუბში,
- მომავლის პროფესიების კლუბში,
- მოგზაურთა კლუბში,
- არტ-თერაპიის კლუბში,
- თეატრალურ სტუდიაში,
- ლიტერატურული კლუბში - კაფე Libriamoci
- მითოლოგიის კლუბში,
- კალათბურთის კლუბში,
- ჭადრაკის კლუბში,
- რუსული ენის კლუბში,
- გერმანული ენის კლუბში,
საგანმანათლებლო პროექტების კლუბი ორიენტირებულია მოსწავლეთა ჩართვაზე ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო-სიმულაციურ პროექტებში და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარების განვითარებაზე.
რობოტიკის კლუბში მოსწავლეებს საშუალება აქვთ, აღმოაჩინონ, როგორ მუშაობს მეცნიერება პრაქტიკაში, დაეუფლონ რობოტიკის პირველ ნაბიჯებს და მარტივი კონსტრუქციების მეშვეობით შეიძინონ XXI საუკუნის უნარები.
სკოლის მისიიდან გამომდინარე, განსაზღვრულია ესგ-ით გაუთვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების პაკეტი, რომელიც შემუშავებულია საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად და ემსახურება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული თემების განვითარების ხელშეწყობას. კერძოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, გარემოს დაცვას და კულტურული მრავალფეროვნების გაცნობას, ფინანსური წიგნიერების განვითარებას და სხვა. 2021-22 სასწავლო წლის პრიორიტეტად სკოლამ განსაზღვრა გარემოს დაცვითი მიმართულება და კათედრების აქტიური ჩართულობით ახორციელებს სასკოლო პროექტს - მწვანე მომავალი - ელემენტარული ძალისხმევით გადავარჩინოთ დედამიწა „ელემენტებისაგან“.