მოსწავლეთა მიღების წესი
სკოლა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2022 წლის 13 ივლისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსწავლეებს სთავაზობს შემდეგ პროგრამებს სწავლების სამივე საფეხურზე:
- დაწყებითი საგანმანათლებლო პროგრამას, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე;
- საბაზო საგანმანათლებლო პროგრამას, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე;
- საშუალო საგანმანათლებლო პროგრამას, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე.
დაწყებით საფეხურზე მოსწავლეების სკოლაში მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურზე, ვაკანსიის შემთხვევაში, მსურველები ჩაირიცხებიან გასაუბრებისა და ცალკეულ საგნებში ტესტირების შედეგების საფუძველზე.
იტალიურ-ქართულ (საერთაშორისო) სექტორზე მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდება იტალიურ ენაზე გავლილ საგნებში გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. იტალიური სკოლებიდან გადმოსულ მოსწავლეებზე აღნიშნული არ ვრცელდება.
თავისუფალი ადგილების არარსებობისას, მოსწავლეთა კონტიგენტის ცვლილების გათვალისწინებით, საკონტაქტო ინფორმაცია განთავსდება ჩასარიცხ მოსწავლეთა სარეზერვო სიაში.
პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად, მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება
- მოსწავლის დაბადების მოწმობა (დედანი და ნოტარიალური ასლი);
- ორი ფოტოსურათი (3X4);
- ჯანმრთელობის ცნობა;
- მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები;
- აღსაზრდელის შევსებული სარეგისტრაციო ფორმამეორე და მომდევნო კლასებში მოსწავლეთა ჩასარიცხად, საჭიროა მშობლის განცხადება მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის სურვილი თაობაზე, რომლის შემდგომ გადმომსვლელი მოსწავლის სკოლას წარუდგებს მოთხოვნას, რომლის საფუძველზეც მოხდება გადმოსვლელი სკოლიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოსწავლის პირადი საქმის და შესაბამისი დოკუმენტაციის ფოსტით გამოგზავნა.
მოსწავლის მიერ სწავლების სამივე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) დაძლევის შემდგომ, მასზე გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - სრული ზოგადი განათლების ატესტატი;
მოსწავლის მიერ მხოლოდ დაწყეიბითი და საბაზო საფეხურის დაძლევის შემთხვევაში, მასზე გაიზემა საბაზო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი;
მოსწავლის მიერ ქართულ-იტალიური (საერთაშორისო) სექტორის დასრულების და იტალიის სახელმწიფო გამოცდების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, მასზე გაიცემა იტალიის სახელმწიფოს მიერ აღიარებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.