საშაბათო სკოლა
სწავლა - სწავლების ხარისხის გაუმჯობესების და შედეგზე ორიენტირების მიზნით, მოსწავლეზე ორიენტირებული დამატებითი საგანმანათლებლო პროცესის დახმარებით, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საშაბათო სკოლის მომსახურებას. სწავლება მიმდინარეობს შაბათობით, 1 ასტრონომიული საათი, წინასწარ განსაზღვრული საგაკვეთილო ცხრილისა და მოსწავლეთა დონეების მიხედვით, შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში: V, VI, VII, VIII, IX, X, XI.
მოსწავლეთა დონეების მიხედვით დგება A და B ტიპის ჯგუფები.
A ტიპის ჯგუფში სწავლების ძირითადი ამოცანებია:
ა) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს პოზიტიური დამოკიდებულება საგნისადმი.
ბ) გააძლიეროს მოსწავლეებში შერჩეული საგნის გაღმავებული სწავლის სურვილი.
გ) მიეცეს მოსწავლეს მყარი და დინამიური ცოდნა. მასალა მიეწოდოს მრავალმხრივად და ეტაპობრივად.
დ) საფუძველი შეუქმნას მოსწავლეებს მიიღონ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც მათ დაეხმარებათ ჩაებან სასკოლო, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადაში.
ე) განუვითაროს მოსწავლეებს ლოგიკური, ანალიტიკური, შემოქმედებითი და სიმბოლური აზროვნება.
ვ) შეიძინონ მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
ზ) გაიღრმავონ სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნა და უნარები, შეისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები.
თ) გახდნენ თანამედროვე საზოგადოებაში კონკურენტუნარიანები და ხელი შეუწყონ სკოლის იმიჯის ამაღლებას სასწავლო გარემოში.
B ტიპის ჯგუფში სწავლების ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს და დაეხმაროს მოსწავლეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტების დაძლევაში.
ბ) მაქსიმალური გამოავლენოს მოსწავლეთა შესაძლებლობები და აამაღლოს მათი მოტივაცია.
გ) განუვითაროს მოსწავლეებს ლიგიკური, ანალიტიკური, შემოქმედებითი და სიმბოლური აზროვნება.
დ) მოსწავლებში გაზარდოს სასკოლო მონიტორინგის შედეგები.
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
A ტიპის ჯგუფში -
- მოსწავლეებში საგნისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
- საგნის სიღრმისეული სწავლების შედეგად მოსწავლეთა სასკოლო, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადაში მონაწილეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდა.
B ტიპის ჯგუფში -
- მოსწავლის მიერ სტანდარტის დაძლევა.
- მონიტორინგის წერების შედეგების გაუმჯობესება.
- სემესტრული შედეგების ანალიზის მიხედვით, შესაძლებლობა A ტიპის ჯგუფში გადასასვლელად.
საშაბათო სკოლის მუშაობის განრიგი გამოკრულია კლასებსა და სკოლის საინფორმაციო სივრცეებში.