როგორ გავაღვივოთ და შევინარჩუნოთ მოტივაცია
- 16.12.2024 10:00
- მოტივაცია ჩვენი ქმედედებების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოტივაცია არის ის “რატომ“, რომელიც დგას თითოეული მოქმედების უკან. ამრიგად, მისი აღმოცენება და შენარჩუნება ნებისმიერი ზრდასრულის, მოზარდისა და ბავშვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამაა.
მოტივაცია ჩვენი ქმედედებების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოტივაცია არის ის “რატომ“, რომელიც დგას თითოეული მოქმედების უკან. ამრიგად, მისი აღმოცენება და შენარჩუნება ნებისმიერი ზრდასრულის, მოზარდისა და ბავშვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამაა. როცა მოტივრებულად ვგრძნობთ თავს ენერგიუელები, ყურადღებიანები და პროცესებში აქტიურად ჩართულები ვართ, რაც საკუთარი მიზნებისკენ სვლაში გვეხმარება. ცხადია, თითოეული ადამიანი ისურვებდა, რომ გამუდმებით მოტივირებული ყოფილიყო, თუმცა ზოგჯერ ტონუსში დარჩენა ძალიან რთულდება. ამას არაერთი ურთიერთდაკავშირებული მიზეზი განაპირობებს, როგორიცაა, მაგალითად, პროკრასტინაცია (მნიშვნელოვანი საქმეების გადადება), იმედგაცურება, ინტერესების გაუფერულება, გადაღლა, შფოთვა, საკუთარ მიზნებში გაურკვევლობა, სოციალური წნეხი, მხარდაჭერის ნაკლებობა, პერფექციონიზმი, ბრაზი, სხვადასხვა მენტალური მდგომარეობები და სხვა.
ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების შეჯერებით შეიძლება ითქვას, რომ მოტივაციის განლევას განიცდის სასკოლო ასაკის ბავშვებისა და მოზარდების 20-30 %, ხოლო ზრდასრულების 15-20 %.
სკოლის ფსიქოლოგთან, მშობლებისა და აკადემიური პერსონალის, მომართვიანობის ერთ-ერთ ხშირ მიზეზს სწორედ მოსწავლეების მოტივაციური სირთულეები წარმოადგენს. ამ ბლოგ-პოსტით ჩვენ შევეცდებით გაგიზიაროთ სირთულეთა იდენტიფიცირებისა და მათი დაძლევის გზები - ზოგადი რეკომენდაციები.
ცოტა რამ მოტივიაციის შესახებ
მოტივაცია არის მენტალური მდგომარეობა, მამოძრავებელი და ძალა და შესაძლებლობა მიზანმიმართული ქმდების შესრულებისთვის. საკუთარი ბუნებით ის ძირითადად ორ ტიპად იყოფა.
შინაგანი მოტივაცია:
მისი წყარო შინაგანი ლტოლვაა. ადამიანს აქვს რაღაცის გაკეთების სურვილი, რადგან ეს მას სასიამოვნოდ ეჩვენება, აინტერესებს და ა.შ. ეს არის სამუშაოს შესრულება, რადგან მუშაობის პროცესი და შედეგი თავისთავად არის დამაჯილდოებელი და სასიამოვნო.
გარეგანი მოტივაცია:
ჯილდოს მოლოდინი გარეგანია, ის დამოკიდებულია გარემოფაქტორებზე; საქმე თავისთავად არ უკავშირდება ინდივიდის ლტოლვას. მაგალითები - მოსწავლემ შეიძლება გაკვეთილი ისწავლოს მაღალი შეფასების მიღების მიზნით (გარეგანი მოტივაცია) ან იმიტომ, რომ მასალა, რომელსაც სწავლობს მისთვის ნამდვილად საინტერესოა (შინაგანი მოტივაცია). შეიძლება იაროს ფეხბურთზე, რადგან ეს მისთვის ძვირფასი ადამიანებისთვის, მშობლებისთვისაა მნიშვნელოვანი (გარეგანი მოტივაცია) ან იმიტომ რომ ბურთით თამაში უყვარს (შინაგანი მოტივაცია).
როგორც წესი, შინაგანი მოტივაცია გარეგან მოტივაციაზე გაცილებით უფრო ძლიერი და რთულად განლევადია. საუკეთესო შემთხვევაში შინაგანი და გარეგანი მოტივაცია ერთმანეთს ემთხვევა - მაგალითად, ძალიან გსიამოვნებს ხატვა და ამავდროულად შენი ნახატები გარშემომყოფების დიდ ყუარდღებას იმსახურებს, სკოლა შენი ნამუშევრების გამოფენას აწყობს და გაჯილდოვებს.
რა გავაკეთოთ:
გარეგანი მოტივაცია მოკლევადიანად გამოსადეგი და საჭიროა თუმცა, ვინაიდან ის უფრო იოლად ექვემდებარება გარემო პირობებს ნაკლებად მყარი და მეტად განლევადია. შესაბამისად, აღმზრდელების უმთავრეს მიზანს ბავშვებსა და მოზარდებში შინაგანი მოტივაციის გაღვივება უნდა წარმოადგენდეს.
ამისთვის კი, აუცილებელი პირობა ცნობისმოყვარეობის გაღვივებაა. გარემოში, რომელშიც ინდივიდი თავს უსაფრთხოდ, დაცულად, მხარდაჭერილად და თავისუფლად გრძნობს თანდათანობით ინტერესები ბუნებრივად აღიძვრება. ამრიგად, უმთავრეს საჭიროებას ასეთი გარემოს შექმნა წარმოადგენს.
ასეთი გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია:
- მოსწავლეს დავეხმაროთ რეალისტური, მიღწევადი მიზნების დასახვაში: მაშინ, როცა საქმიანობა გარეგანი მოტივაციის დახმარებით სრულდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიზნები იყოს მკაფიო, რეალისტური, დაკავშირებული ახლო მომავლთან, შესრულება მოითხოვდეს ძალისხმევას, თუმცა იყოს მიღწევადი. ასეთი მიზნების მიღწევა აჩენს თავდაჯერებას, კმაყოფილების განცდას და შინაგანი მოტივაციის ჩამოყალიბების საწინდრად იქცევა. ხოლო მაშინ, როდესაც მიზნები ბუნდოვანი და ძალიან რთულად შესასრულებელია, მოსწავლეს უჩნდება განცდა, რომ ის ვერ ამართლებს გარშემომყოფების მოლოდინებს - უვარდება თვითშეფასება, უჩნდება აგრესია, წინააღმდეგობის განცდა და ქრება მოტივაცია.
- შევუქმნათ დადებითი სასწავლო გარემო: გარემო მოიცავს, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ სივრცეს. რამდენადაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი უნდა იყოს მყუდრო, კომფორტული სამუშაო გარემო - კარგად განათებული სამეცადინო კუთხე, სადაც იქნება სიჩუმე და განლაგდება მხოლოდ საჭირო ნივთები. ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში სწავლოს პროცესის წარმართვა აღმოჩენის გზით. დაეხმარეთ თითოუელ საკითხსა და ამოცანაზე დამოუკიდებლად მსჯელობასა და ფიქრში. მიეცით შეცდომების დაშვებისა და გამოსწორების უფლება. ეს მოსწავლეს მიკუთვნებულობის განცდას უჩენს საკუთარ მიღებულ ცოდნასთან და მეცადიენობასთან, ასევე აძლევს მას თავისუფლებას და თავდაჯერებასაც, მაშინაც კი, როცა რთული ამოცანების შესრულება უხდება. არ უნდა დაგვავიწდეს, რომ “სინჯვისა და შეცდომების“ მეთოდი, პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ფუნდამენტური მეთოდია.
- დააფასეთ მცდელობები და არა მხოლოდ შედეგები: როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეების მუშაობის პროცესში შეცდომების დაშვება არ იყოს ასოცირებული უარყოფით განცდებთან - მაგალითად, იმედგარცუებასთან ან ბრაზთან, კრიტიკასთან მშობლებისა თუ მასწავლებლების მხრიდან. შეცდომები - აქტიური, ჩართული მუშაობის შემადგენელი ნაწილია. ამრიგად, ჩვენ მიერ გამოხატული შექება და კმაყოფილის განცდა არ უნდა მიებას მხოლოდ მოსწავლის მიერ მიღებულ შედეგს, უნდა დაფასდეს მთელი პროცესი. ეს ინდივიდს არწმუნებს, რომ მიუხედავად პერიოდული წარუმატებლობისა ის წარმატებისკენ მიმავალ გზაზეა. მაშინ, როცა მნიშვნელოვანია პროცესიც და არამხოლოდ შედეგი წარუმატებლობები ნაკლებად გადაიქცევა იმედაგცრუებებად, რაც მოტივაციას განლევისაგან იცავს.
- წაახალისეთ დამოუკიდებლობა და თვითდაგეგმარება: რამდენადაც შესაძლებელია, მიეცით მოსწავლეს საშუალება აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სამუშაოზე. დაგეგმოს მეცადინეობა და განსაზღვროს პრიორიტეტები. ეს მოზარდს ავტონომიურობის განცდას უღვივებს - მას აქვს შრომის ვალდებულება, თუმცა როდის და რამდენს იშრომებს თავად წყვეტს. ამ სტრატეგიის გამოყენებისას, ცხადია, მშობელი ჩართული რჩება სასწავლო პროცესში, როცა მისგან შვილი დახმარებას ითხოვს. ასევე, ის თვალს ადევნებს მოსწავლის მიღწეულ შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში მიუთითებს აღსაზრდელს შეცვალოს მის მიერ შემუშავებული არაეფექტური სასწავლო გეგმა. მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს მოტივაციის გაძლიერებას - ვსწავლობ არა იმიტომ რომ მაიძულებენ, ვსწავლობ, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმეა.
- დაეხმარეთ პირადი ინტერესების აღმოჩენაში: გამოიჩინეთ გულწრფელი ინტერესი, მისი ინტერესების მიმართ. ერთად იფიქრეთ და წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება ეს ინტერესი დაუკავშირდეს აკადემიურ საკითხებს, წარმოიდგინეთ მისი მომავალი, ესაუბრეთ როგორ ხედავს საკუთარ თავს მისი ინტერესის სფეროში, როგორ წარმოუდგენია წარმატებისკენ მიმავალი გზა და ამგვარად დაეხმარეთ შინაგანი მოტივაციის გაძლიერებაში.
- იყავით უწყვეტად მხარდამჭერი: ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, პერიოდული იმედგაცრუებები გარდაუვალია. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ ემოციური მხარდაჭერა ძირფასი ადამიანებისგან მიიღოს და იგრძნოს - ის დაფასებული და აღიარებულია განცდილი წარუმატებლობების მიუხედავად. მშობლის მიერ მოსწავლის მიმართ გამოხატული სიყვარული, ნდობა და რწმენა მომავალში საკუთარი თავის სიყვარულად, თავდაჯერებად და იმედად იქცევა, რაც მას გრძელვადიანი ფრუსტრაციისა და კატასტროფის განცდისგან იცავს.
პრაქტიკული რჩევები:
როგორც უკვე აღინიშნა, მოტივაციის განლევას მრავალი ურთიერთდაკავშირებული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს; როგორიცაა, მაგალითად, პროკრასტინაცია, იმედგაცურება, ინტერესების გაუფერებულა, გადაღლა, შფოთვა, საკუთარ მიზნებში გაურკვევლობა, სოციალური წნეხი, მხარდაჭერის ნაკლებობა, პერფექციონიზმი, ბრაზი, სხვადასხვა მენტალური მდგომარეობები და სხვა. ამ მიზეზებისგან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ხშირი გადაღლა და დროის არასწორად გადანაწილებაა. ადამიანებს ზოგჯერ აქვთ მოლოდინი, რომ დღის განმავლობაში იმაზე მეტი საქმის გაკეთებას მოასწრებენ, ვიდრე ეს სინამდვილეში შეუძლიათ. რაც გამოფიტვას იწვევს, წარუმატებლობის განცდას აღძრავს, აზიანებს თვითშეფასებასა და მოტივაციას.
ამის თავის არიდების ეფექტური გზა დღის დაგეგმვაა. დღის დაგეგმვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება კი “პრიორიტეტების მატრიცის“ გამოყენებაა. მოდელი, რომელსაც ამ ბლოგ-პოსტში გთავაზობთ იმ სტრატეგიის შესაბამისადაა შემუშავებული, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ვაშინგტონის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დუაით ეიზენჰაუერი იყენებდა. ამ მოდელს ეიზენჰაუერის მატრიცას უწოდებენ. აქ ჩვენ მის უმარტივეს ვერსიას გთავაზობთ.
ეიზენჰაუერის მატრიცა გამოიყენება, როგორც გასული დღეების ანალიზისთვის - (სად წავიდა ჩემი დრო?!); ასევე, დაგეგმვისთვის. დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ გასაკეთებლ საქმეს “საქმიანობების ჩამონათვალში“ მიეწეროს სავარაუდო, რეალისტური დრო, შემდეგ გადანაწილდეს გრაფებში პრიორიტეტების მიხედვით და მიღებული შედეგის მიხედვით შედგეს შესრულებადი განრიგი.
მიზნების დასახვას, მოტივაციის შენარჩუნებასა და შესრულებას, გადაღლასთან ერთად ხშირად ხელს უშლის ბუნდოვანება. ზოგჯერ რაღაც სასურველი ჩანს, თუმცა რეალურად წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის ის რაც გვინდა, საკმარისად ნათელი არაა, ან აცდენილია რეალობას - მაგალითად ვიღაცას, შეიძლება უნდოდეს ფსიქოლოგობა, რადგან სატელევიზიო დრამა, “მენტალისტი“ ნახა და იმედი აქვს, რომ სხეულის ენის შესწავლით ადამიანების ფიქრების მყისიერად წაკითხვას სერიალის პერსონჟ, პატრიკ ჯეინივით შეძლებს. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი უპირობო იმედგაცრუებისთვისა განწირული; იგივე ხდება მაშინაც თუ მიზანი ნათელი და რეალისტური, სასურველია, მაგრამ ამ მიზნამდე მისასვლელი გზა და საჭირო ძალისხმევის ოდენობა ბუნდოვანი გახლავთ.
ამ ბუნდოვანების დასაძლევად ეფექტურად გამოყენებია Smart (აბრ. ქართულად ნიშნავს გონივრულს - Specific - კონკრეტული, Measurable - გაზომვადი, Attianable - მიღწევადი, Relevant - რელევანტური და Timely - დროში გაწერილი) მიზნების მნემონიკური მოდელი. რაც გულისხმობს შემდეგს - დაწერე რა არის შენი მიზანი და დაყავი ის სპეციფიკურ, გაზომვად, მიღწევად, რელევანტურ და დროში გაზომვად ნაწილებლად. მაგალითად იმაზე ფიქრის ნაცვლად, რომ გინდა ჯანმრთელობა გაიუმჯობესო, დაწერე - მომდევნო თვის განმავლობაში ყოველდღიურად 30 წუთით ვივარჯიშებ. თვალი ადევნე საკუთარ პროგრესს და საჭიროებისამებრ შეიტანე ცვლილებები.
აქვე გთავაზობთ მიზნის დასახვისას უმნიშვნელოვანესი კითხვების ჩამონათვალს.
მიზანი:
- რა მიზნის მიღწევა გსურს?
- რა აქცევს ამ მიზანს მნიშვნელოვნად?
- როგორაა დაკავშირებული ეს მიზანი შენს ცხოვრებასთან?
- როგორ გაგრძნობინებს თავს მიზნის მიღწევა?
შესაძლებლობები:
- როგორ შეგიძლია მიზნის მიღწევა?
- რა ძალისხმევით მიგიღწევია წარსულში მსგავსი მიზნისთვის?
- გინახავს სხვები როგორ ახერხებენ მსგავსი მიზნების მიღწევას?
- რა ნაბიჯები უნდა გაიარო მიზნის მისაღწევად?
- თუ ზოგიერთ ნაბიჯს გამოტოვებ რა შედეგს მოიტანს ეს?
წინააღმდეგობები:
- რა დაბრკოლებებს შეიძლება წააწყდე?
- რა გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება შეგიშალოს ხელი?
- რა შინაგანმა ფაქტორებმა შეიძლება შეგიშალოს ხელი?
- ვინსგან შეძლებ დახმარების მიღებას?
კეთება:
- რის გაკეთებას აპირებ შენი მიზნის მისაღწევად და როდის?
- როგორ გაზომავ საკუთარ პროგრესს?
- რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი?
- რა დრო დაგჭირდება?
- უკან დაბრუნება
ახლახან შექმნილი სტატიები