• იტალიური სკოლა გუშინ და დღეს

       

      1996 წელს ,,საქართველო-იტალიის“ საზოგადოების ინიციატივით თბილისში დაარსდა   იტალიური სკოლა ,,ცისკარი“, შემდეგ კი სკოლას  მიენიჭა საზოგადოების პრეზიდენტის,  ვახტანგ ესვანჯიას, სახელი.

      მნიშვნელოვანი თარიღები იტალიური სკოლის 22-წლიანი გამოცდილებიდან:

      • 1999 წლიდან იუნესკოს ასოცირებულ სკოლათა წევრი;
      • 2005 წლიდან  ISAschool - საერთაშორისო სკოლების მსოფლიო ასოციაციის  წევრი;
      • 2006 წლიდან IEARN - ის საერთაშორისო განათლებისა და რესურსების  ქსელის წევრი;
      • 2006 წლის ოქტომბერში სკოლამ გაიარა ხარისხისა და მართვის ISO 9001:2000 სასერტიფიკაციო აუდიტი და გახდა ამიერკავკასიის რეგიონში ISO - საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი პირველი სკოლა.  (ISO 9001:2015)
      • 2013 წლის მაისიდან, ქ. სიენის  უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ფუნქციონირებს ,,CILS“-ის საგამოცდო ცენტრი
      • 2017  წლის სექტემბრიდან პირველად საქართველოში ბილინგვური (ქართულ-იტალიური) სექტორი