• ინფრასტრუქტურა

       

      სკოლას აქვს საკუთარი შენობა. სკოლის პირველ სართულზეა განთავსებული სათანადოდ აღჭურვილი სპორტული დარბაზი და  კომფორტული სასადილო. მეხუთე სართულზე - სააქტო დარბაზი და ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შექმნილია საინფორმაციო და სამკითხველო ზონა. ბიბლიოთეკის მუშაობა მოწესრიგებულია საბიბლიოთეკო პრინციპით. სკოლის ბიბლიოთეკის  საკუთრებაში არსებული წიგნადი ფონდის საერთო რაოდენობა შეადგენს 1689 ერთეულსაღწერილია წიგნადი ფონდის ელექტრონულ ბაზაში. ბიბლიოთეკაში დაცულია: სახელმძღვანელოების კომპლექტები, მეთოდური ლიტერატურა, ენციკლოპედიები, სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა, პერიოდიკა, მხატვრული ლიტერატურა ქართულ, იტალიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ასევე, ბიბლიოთეკაში დაცულია: აუდიო-ვიდეო მასალა, ინტერნეტ-სახელმძღვანელოები.

          

       

       

      მოსწავლეს აქვს ვალდებულება სკოლაში ცხადდებოდეს სასკოლო ფორმით. სასკოლო ფორმა კონკურსის წესით შერჩეულია იტალიური სკოლის მოსწავლეთა მიერ შექმნილი ესკიზების მიხედვით.

      მოსწავლეთა ტრანსპორტირება ხორციელდება მშობლის სურვილის შესაბამისად.