• გილოცავთ შობა-ახალ წელს!

          • ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

            ვულოცავთ ჩვენი სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომით გაამრავალფეროვნეს ეს უჩვეულო სასწავლო წელი, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, თქვენი დამსახურებაა რომ სხვადასხვა რესურსების გამოყენებით უწყვეტ რეჟიმში, შეუფერხებლად გრძელდება სასწავლო პროცესი.

            დიდი მადლობა მშობლებს, გვერდში დგომისა და  პედაგოგების შრომის დაფასების და მადლიერებისთვის, რაც დაფიქსირდა გამოკითხვის შედეგებით.

            მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, რომლებიც თავიანთი შრომით აძლიერებენ პედაგოგების მოტივაციას ამ მეტად რთულ პერიოდში.

            იმედია, მალე შევხვდებით ერთმანეთს სასკოლო სივრცეში და ახალი 2021 წელი  ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს, სიკეთეს, სიყვარულს აჩუქებს მსოფლიოს, საქართველოს და ჩვენს საყვარელ სკოლას!

          • საახალწლო გამოფენა

          • იტალიური სკოლა „ცისკრის“ პატარა  მხატვრების ვირტუალური საახალწლო გამოფენა    

            მოგზაურობა ჩვენი სკოლის პატარა  მხატვრების ჯადოსნურ  და ფერად სამყაროში.

            I-VI კლასების  მოსწავლეების მიერ შექმნილი  კოლაჟები,აპლიკაციები, ფერწერული  და გრაფიკული  ნამუშევრები.

            პედაგოგი ეკატერინე მელქაძე

          • თაობების ცვლა ,,ლიბრიამოჩიში’’

          • ლიტერატურული კაფე ,,ლიბრიამოჩი’’ წელს,4 ნოემბერს, სამი წლის გახდა.

            პირველი თაობიდან ორი უკვე სკოლას ამთავრებს: მარი ჩახავა და დათო ხაჩიძე.

            ,,ლიბრიამოჩის’’ ლიტერატურული სივრცის შექმნა სწორედ მათი დამსახურებაა,რაც შემთხვევითი არ არის,ისინი მე-6 კლასში იყვნენ, მთარგმნელთა სასკოლო კონკურსში რომ გაიმარჯვეს.დათომ შექმნა ვებგვერდის დიზაინი და იგი იყო ერთდერთი რაინდი მუზებს შორის, სახსოვრად საკუთარ ლექსსაც გვიტოვებს ,,Io la terra’’. ახალ თაობას ისინი მყარ საფუძველს უტოვებენ ახალი იდეების საყრდენად.

            საბედნიეროდ  პატარა  ლიბრიამოჩელები  ფანტაზიით, ცოდნის წადილით და შემოქმედებითი  ენერგიით აღსავსენი არიან. მიუხედავად ვირტუალური  შეხვედრებისა,მათ მოახერხეს საშობაო ლიტერატურული  საჩუქრების  მომზადება. პატარა მშვენიერმა მუზამ, მე-2 კლასელმა,  ნატალი ჩხეტიანმა  და მისმა თანაკლასელმა , რაინდმა  გურიკა ხუნაშვილმა ცივი ზამთრის  თბილი ჩანახატის ჩუქება გადაწყვიტეს: ,,Il Nonno Inverno’’ ,,მოფარფატე  თოვლის ფიფქები’’ ასე თარგმნეს.  მე-5 კლასელმა მშვენიერმა  მუზებმა, : სალომე ნადირაძემ, ნატალი  ჯინჭარაძემ  და გონიერმა რაინდმა ირაკლი გვერდწითელმა კი  მასიმო ფიორიოს კეთილი საშობაო ზღაპრის ,,Il gran desiderio di un fiocco di neve’’.,,თოვლის ფიფქის ნატვრა’’.

            ვინ არის მასიმო ფიორიო ? ცოტა ხნის წინ სასწაული მოხდა, დაკარგული მეგობარი  19 წლის შემდეგ ვიპოვეთ, ინტერვიუს მეშვეობით,რომელიც სრულიად შემთხვევით გამოჩნდა ინტერნეტში.

            მასიმო ფიორიო დღე უკვე 33 წლისაა, მწერალია და მისი სახით დიდი მეგობარი დაგვიბრუნდა. 20 წლის წინ კი პატარა ბიჭი უმძიმეს დაავადებას ებრძოდა, მიუხედავად ამისა წერდა სიკეთითა და  მადლიერებით აღსავსე ზღაპრებს. იგი დღესაც სათუთად ინახავს ჩვენი მოსწავლეების ხელნაწერ წერილებს.როგორც ჯანი როდარი იტყოდა:,,Se ci diamo la mano,i miracoli si faranno e il giorno di Natale durerà tutto l’anno.’’ ,,თუ ერთმანეთს ხელს გავუწვდით, სასწაულები  მოხდება  და  შობის დღე  მთელი წელი გაგრძელდება.’’

            კეთილ შობას გისურვებთ ლიბრიამოჩელები, იმედით შვხვდეთ ახალ წელს,ყველაფერი კარგად იქნება!!!

            ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც სურს თავისუფალ, იტალიურ-ქართულ  ლიტერატურულ სივრცეში შემოქმედებითი ფრთების გაშლა და ფანტაზიის სამყაროში ლაღად ნავარდი.

            BUON  NATALE   E   FELICE  ANNO  NUOVO!!!

          • ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული

          • იტალიურ სკოლის IV, VII , IX,   X კლასებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში, 2020 წლის 1 - 8 დეკემბრსონლაინ სივრცეში   ჩატარდა  ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული. კვირეულის ჩატარების მიზანიძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობაბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით, სასკოლო საზოგადოების   ცნობიერების ამაღლება).

            კვირეული მიმდინარეობდა  ექსპერტების   მიერ წინასწარ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე. ჩატარდა სამოქალაქო განათლების დისტანციური  გაკვეთილები ძალადობის თემაზე. მოეწყო სასკოლო კონკურსი, სახელწოდებით:     ,,არა ძალადობას! ძალა უფლებას!“

            მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, საინფორმაციო ბუკლეტი/ფლაერები, მათ ონლაინ ფორმატით, სააკოლო საზოგადოებას, გააცნეს თემატური პრეზენტაციები. აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეთა მშობლები

        • ესეების კონკურსი
          • ესეების კონკურსი

          • გაქვს სურვილი, რომ მოიპოვო სტიპენდია ოქსფორდისა და კემბრიჯის ზაფხულის სკოლის დისტანციურ და/ან დასწრებულ აკადემიურ პროგრამებზე?

            დღეს ეს შესაძლებელია, მიიღე მონაწილეობა ესეების შიდა სასკოლო კონკურსში და შენ ეს შესაძლებლობა რეალობად გექცევა!

            შიდა სასკოლო კონკურსში ესეების წარდგენის ბოლო ვადაა 25 დეკემბერი.

            კონკურსში მონაწილეობის მსურვლებმა გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის, მიმართოთ ინგლისური ენის პედაგოგებს.